xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » მიტრ. კალისტოს უეარის მსოფლმხედველობა
მიტრ. კალისტოს უეარის მსოფლმხედველობა
20-10-2018, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

მიტრ. კალისტოს უეარის მსოფლმხედველობა

 

 

   საეკლესიო მოღვაწე და მოდერნისტული მიმართულების მწერალი, ეკუმენისტი მიტრ. კალისტოს უეარი (1934 წ.) დაიბადა ინგლისში, გახლდათ ანგლიკანური საკრებულოს წევრი. 1958 წ. გადმოვიდა მართლმადიდებლობაზე. 1996 წელს გახდა მონაზონი, იმავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი, ხოლო 1982 წ. - დიოკლიელ ეპისკოპოსად (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო).

   1966 – 2001 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა „აღმოსავლურ მართლმადიდებლურ კვლევის" საგანს. ამავე განხრით კემბრიჯის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა. 1996 წ. უნიატ ჯეკ ფიგელთან ერთად დააარსა ყოველწლიური მართლმადიდებლურ-კათოლიკური კონფერენცია (Orientale Lumen’s).

   ის თავმჯდომარეობდა ანგლიკანურ-მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო კომისისას. მომხრეა მართლმადიდებელ ეკლესიაში „გაფართოვდეს" ქალების უფლებები და გახლდათ „ქალების მღვდლობის" პროპაგანდისტ - ინიციატორი, რისთვისაც თანამშრომლობდა ცნობილ „მართლმადიდებელ" ფემინისტთან ე. ბერ-სიჟელთან. ჯერ კიდევ 1982 წ. მხარდაჭერა გამოუცხადა „ქალების მღვდლობის" იდეას. ე. ბერ-სიჟელთან ერთად (1998 წ.) გამოსცა წიგნი „ქალების ხელდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაში". 2008 წ. ლამბეტის კონფერენციაზე ანგლიკანური ეკლესიის („ქალების კურთხევის") მოწოდებას „მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის წინასწარმეტყველური" უწოდა.

   „ქალების მღვდლობის" შესახებ ის ამბობდა: „ჩვენთვის ეს თემა, არსებითად გახსნილია, არ ვაპირებთ იმავეს განხორციელებას ახლო მომავალში, მაგრამ ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვა გვმართებს".

   ხოლო ჰომოსექსუალიზმის შესახებ განაცხადა: „თანამედროვე სამყაროსთვის ეს საკითხი, რომ კაცობრიობის ძირითადი პრობლემა სექსუალურობა სულ უფრო მეტი ინტენსიურობით განიხილება, ხოლო მართლმადიდებლები მიეკუთვნებიან თანამედროვე სამყაროს".

   მისი აზრით: „XXI ს. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ყურადღების არა იმდენად ეკლესიოლოგიას, არამედ ანთროპოლოგიას უნდა მიექცეს. ეხლა უნდა დავკავდეთ არა იმდენად იმის განხილვით, რას წარმოადგენს ეკლესია, არამედ იმით, ვინ არის ადამიანი. ქრისტიანი სულ უფრო მეტად შეხებაში მოდის ბიოეთიკის საკითხებთან, კერძოდ: იმასთან, რომ სხვა კონფესიებში მრავალი ადამიანი მნიშვნელოვნად აღარ მიიჩნევს ქორწინებისა და სქესობრივი ურთიერთობების საკითხს. ჩვენს დროში სქესობრივი ურთიერთობა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მრავალ შეკითხვას ჰბადებს, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პრობლემიდან გამოსავალის პოვნას ადამიანის არსის საიდუმლოს სიღრმისეული წვდომის გარეშე".

   მიტრ. კ. უეარი, არც მეტი, არც ნაკლები, გვთავაზობს გამოვიკვლიოთ, ვინ არის ადამიანი. ეს სახიფათო კვლევაა, ვინაიდან უკანონოს კვლევას გვთავაზობს, რომლის შესახებაც წერდა წმ. ათანასე ალექსანდრიელი:

   „ვიდრე ადამიანის გონება მიილტვის ღვთისაკენ და ღვთის ჭვრეტისაკენ, ის არ იკვლევდა საკუთარ სხეულს (თავს). როგორც კი, გველის რჩევით, მიატოვა ღმერთზე ფიქრი და საკუთარი თავის განხილვას შეუდგა, მაშინვე ავხორცული თვალი ორივეს აეხილათ და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ..." (დაბად. 3. 7).

   ეს მოწოდება ჩვენში შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან მიტ. კ. უ. გვთავაზობს საღვთისმეტყველო დონეზე განვიხილოთ სქესებს შორის არსებული პრობლემური ურთიერთობა. შემდეგ, ოკულტური სულისკვეთებისამებრ გამოვიკვლიოთ „ადამიანის საიდუმლო არსი", რომელი საიდუმლოებაც არ არსებობს.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine