xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საეკლესიო სამართალი » ეკლესიის უცდომელობა
ეკლესიის უცდომელობა
23-11-2012, 19:37  / ამოსაბეჭდი ვერსია

  ეკლესიის უცდომელობა

  

   ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესია უცდომელია. ის არის სხეული ქრისტესი. „და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიათა." (ეფ.1.22) წყარო, რომლისგანაც ეკლესია იხვეჭს თავის უცდომელობას, - სულიწმიდა: „ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა... ‘’ (იონ. 16.13). პროფესორი კარმირისი წერს: ეკლესიის უცდომელობა არის ძირითადი შემადგენელი ელემენტი კათოლიკე სარწმუნოებისა. მართმადიდებლური ეკლესიოლოგია მყარად იცავს თავის სწავლებას, რომ ეკლესია ფლობს ჭეშმარიტ გამოცხადეას, ხოლო ამის შედეგად უცდომელად ასწავლის ყოველივეს ადამიანთა ხსნისათვის. ის (ეკლესია) არ შეიძლება შეცდეს ან ჩავარდეს ერესში, ვინაიდან მისი თავი თვით ღმერთკაცია - იესო ქრისტე.

ეკლესიის უცდომელობამ შეგვინარჩუნა ჩვენ საღმრთო გამოცხადების ჭეშმარიტება სრულად და უცვლელად დღემდე.

თავის უცდომელ სწავლებას ეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი კრებების მეშვეობით, რომლებსაც მიენიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შემდეგ.

მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვითაც და საქმითაც აღიარებს მსოფლიო კრებების უცდომელობას, რაც დადასტურებულია წმინდა წერილითა და წმინდა გადმოცემით. მათ ემორჩილება ყველა ადგილობრივი ეკელსია, პატრიარქები და სხვა ეპისკოპოსები, ვინაიდან თავად მოციქულებიც, პეტრეს ჩათვლით, ემორჩილებოდნენ მოციქულთა კრებას, იმიტომ რომ არ არსებობს ინდივიდუალური (კერძო) უცდომელობა.

   პირველი საუკუნიდანვე ჩვენი წმინდა ეკლესია ხელმძღვანელობს კრებითობით და კრებითობის გზით წყვიტავს თავის დოგმატურ და ადმინისტრაციულ საკითხებს. „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა" (საქმე 15.28), გვაუწყებს იერუსალიმის მოციქულთა კრება და ეს სიტყვები თითქოს „წმინდა ეტალონად" იქცა შემდეგი მსოფლიო კრებებისათვის.

მსოფლიო კრებების დადგენილებები მიიღება არა მონარქიული ან დემოკრატიული კენჭისყრის შედეგად, არამედ ეკლესიის თანხმობით, ანუ მთელი ეკელსიის სწავლების შესაბამისად .

  ამრიგად, ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ეკლესიის კრებითობით ვლინდება ჭეშმარიტება: მთელი ეკლესიის კუთვნილებაა უცდომელობა, რომელიც მსოფილო კრებების მეშვეობით დაადასტურა.

 

(Арх. Кирил костопулос "Папство – это ересь” 1996. Стр. 80-82)

 

 

   ეკლესიაში ჭეშმარიტების მყოფობა უეჭველია. ამას გვიდასტურებს ღმრთივსულიერი პავლე მოციქულიც, როდესაც ამბობს, რომ ეკლესია არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" ( 1 ტომ. 3,15). ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ეკლესია არის ქრისტეს სხეული (ეფ. 5.12; კოლ. 1.8). ეს ნიშნავს, რომ სხეულს - ეკლესიის ამ ორგანიზმს ჰყავს თავი - ქრისტე. და თუ ქრისტე, როგორც ღმერთი, უცდომელია, გამოდის, რომ ეკლესიაც, როგორც ერთი მთლიანობა, უცდომელობის მატარებელია, უცდომელია. მაშასადამე, დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებელად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ეკლესია - ერთი, წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკაცობრივი სხეული. ამირგად, როდესაც ეკლესია ლაპარკობს, როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია.

 

(П. Вумис " Непогрешимость Православпя" М. 2001 г. Стр. 11).

 

 

   მთელი ქრისტეს ეკლესია უცდომელია, იგი მხოლოდ იმას ითვისებს, რაც ქრისტესა და ყველა ქრისტიანის ურთიერთსიყვარულთანაა თანხმობაში (კოლ. 2, 2-3). ეკლესია თავის სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას... და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმიდა, რომელიც იცავს მას ყოველგვარი სენისაგან, რისგანაც არც ერთი ჩვენგანი ცალკე აღებული და თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული; რადგანაც უცდომელობა არის არა კრების კუთვნილება, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე. ყოველი ჩვენგანი იმდენად ფლობს ჭეშმარიტებას, რამდენადაც მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში, ეს მონაწილეობა კი მიიღწევა საკუთარი თავისადმი გამორჩეული სიყვარულის მოშლით, ეკლესიის სისრულეში საკუთარი თავის შენივთებით, თავმდაბალი სიყვარულით, საკუთარ აზრზე მაღლა ეკლესიის სხეულთან თანხმობის დაყენებით, რაც ზუსტად ავტორიტეტის რადიკალურ უარყოფას ნიშნავს. ვინც არ უნდა იყოს ეს, მარტოოდენ იმის განზრახვაც კი, მიისაკუთროს ასეთი ავტორიტეტი სხვების სინდისსა და სარწმუნეობაზე... წარმოადგენს მისთვის ქრისტეს ეკლესიის რადიკალურ უარყოფას, უარყოფას და თავის თავის მოყვარულობის უფსკრულს.

 

М.А. „Новоселов и Письма к Друьм" м. 1994 г. Стр. 136)

  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine