xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის (ნაწილი 1)
აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის (ნაწილი 1)
25-09-2018, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს მოწოდება სინანულისა და აღსარებისკენ. 1996-97 წ.წ. მამა ლაზარემ დაწერა შესანიშნავი წიგნი „აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის". მახსოვს, როგორი რეზონანსული იყო მისი გამოჩენა სულიერ საკვებს მოკლებული თაობისათვის. წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა. მას ერთნაირი ინტერესით კითხულობდნენ ახალგაზრდები და ხანში შესულები. უდიდესი დახმარება გაუწია ამ წიგნმა იმ პერიოდის მოძღვრებსაც, ვინაიდან ის ახალმოქცეულ ქრისტიანს საკუთარ სულში ჩაწვდომისა და სინანულის გზას უჩვენებდა. თავად ის ფაქტი, რომ წიგნი რამდენიმეჯერ გამოიცა, მის დიდ მნიშვნელოვნებაზე მეტყველებს.

   არქიმანდრიტი პირველივე თავში სინანულის საიდუმლოს მნიშვნელობაზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას:

   „ამ საიდუმლოს შესასრულებლად მონანულის მხრივ აუცილებელია გულწრფელი სინანული, ცოდვების აღიარება, მათი დატევებისა და არგამეორების სურვილი, რწმენა, რომ აღსარების საიდუმლოს შესწევს ძალა მღვდლის ლოცვით განწმინდოს და განასპეტაკოს ცოდვების გულწრფელად აღმსარებელი. ასევე აუცილებელი პირობაა, რომ აღსარება მიიღოს მართლმადიდებელმა მღვდელმა - ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მსახურმა, იმ ეკლესიისა, რომელიც ერთადერთი იმარხავს ღმრთის მონიჭებულ მადლს".

   მამა ლაზარე დეტალურად აღწერს დაცემული ადამიანის შინაგან მდგომარეობას: მოუსვენრობას, აღშფოთებას, შიშს, შინაგანი სიმტკიცის დაკარგვას... და დასძენს:

   „ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ სინდისს შეუნანიებელი ცოდვები ამძიმებს. ღმრთის გამოუთქმელი მოწყალებით, ეს განცდები ჩვენს ცოდვებს გვახსენებს, რათა მძიმე სულიერმა გაჭირვებამ გვაიძულოს აღსარების საიდუმლოს მივმართოთ, გადმოვანთხიოთ დაგროვილი შხამი და იმ სატანჯველსაც გადავურჩეთ, ყოველ შეუნანებელ ცოდვილს რომ ელის ღმრთის საშინელი სამსჯავროს შემდეგ. ის ამბავი, რომ ცოდვა აქვე ასე ტანჯავს, წვავს, ამძიმებს ადამიანს, იმას ნიშნავს, რომ ყოველივე ეს (ტანჯვა, ტკივილი, სიმძიმე) ცოდვის თანმხლები თვისებებია და იქ, სადაც ცოდვილნი აღმოჩნდებიან საშინელი სამსჯავროს შემდეგ, ეს თვისებები უსასრულოდ გაიზრდება და გაღრმავდება. ასე რომ, აქაური ტანჯვა მხოლოდ მსუბუქი გაფრთხილება და შეგონებაა, რამაც სულს ცოდვილთათვის გამზადებული სატანჯველი უნდა შეახსენოს".

   მამა ლაზარეს თქმით, „მონანული, პირველყოვლისა, უნდა აღიარებდეს მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ინანიებდეს ყველა ეჭვსა და მერყეობას, თუკი რამ გასჩენია ამ სარწმუნოების სიწმინდის თაობაზე და გადაჭრით გულწრფელად შეინანოს არამართლმადიდებლურ სწავლებებსა და რელიგიებთან კავშირი. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი აღსარების გაგრძელება".

   წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ის მანკიერებები, რომლისაგანაც მრავალი სხვა ცოდვა და ვნება ვითარდება. ესენია: მცირედმორწმუნეობა, ცრუმორწმუნეობა, მკრეხელობა და ფიცი, საეკლესიო ღმრთისმსახურების უგულებელყოფა, ულოცველობა, სულიერი ხიბლი, ამპარტავნება, კაცთმოთნეობა, მრისხანება, განკითხვა, ტყუილი, ქურდობა, ვერცხლისმოყვარება, ნაყროვანება და მრავალი სხვა.

   ამის შემდეგ მამა ლაზარე გვთავაზობს საფუძვლიან ანალიზს მეტწილად ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი ისეთი ცოდვებისა, როგორიცაა: როკ - მუსიკით გატაცება, ნარკომანია, მემთვრალეობა, სიძვა - მრუშობა, თანამედროვე მაგია და მრავალი სხვა. მას, რა თქმა უნდა, მეტად აწუხებდა ახალგაზრდების სამომავლო ხვედრი და როგორც ამ საცდურებთან ბრძოლაგამოვლილი, გამარჯვების გამოცდილების მქონე მოძღვარი ნიუანსებში განიხილავდა პრობლემატიკის არსს.

   როკ - მუსიკით გატაცებაზე მამა ლაზარე წერს:

   „ქრისტიანის სულზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ჯაზ - მუსიკა, როკ - მუსიკა, დისკო - მუსიკა, პანკ - მუსიკა და თანამედროვე პოპულარული მუსიკის სხვა ფორმები. ეს გავლენა მხოლოდ ხელოვნების სფეროთი როდი შემოიფარგლება. არამედ ახალგაზრდობის ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. როკ - კულტურა ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხედვით ქამელეონივით იცვლება, დასახელებებსაც იცვლის და ახალ-ახალ სტილს ამკვიდრებს. ხანდახან იგი თითქმის უარყოფს კიდეც გუშინდელს და თავისსავე თავს უჯანყდება. ამით კიდევ უფრო ცხოველ ინტერესს იწვევს, მაგრამ არსით მუდამ ერთი და იგივე რჩება. ეს მოვლენა უკიდურესად აღმაშფოთებელი, საძაგელი და შეურაცხმყოფელი, ყოველი წესიერი ადამიანისათვის, მით უმეტეს მიუღებელია იგი ქრისტიანისათვის. თვით „როკ - ენ - როლის" წარმოშობა დასავლეთში „ახალგაზრდობის სექსუალურ რევოლუციად" აღიქმებოდა. ეს ჯოჯოხეთური „კულტურა" პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას. მისი გზა მოფენილია ყველაზე საძაგელი, საშინელი, სასიკვდილო ცოდვებით".

   მამა ლაზარე განმარტავს „ბიტ - მუსიკის", „მძიმე როკის", „მსუსხავი როკის", „უშნო როკის", „სატანური როკის", პანკ - როკის", „დისკო - როკის", „როკ - ენ - როლის" მიზნებსა და ფილოსოფიას და დასძენს: „ყველა მათი ავტორი სატანური „ეკლესიის" წევრია, ხოლო როკ - ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს". ეს ფაქტი დადასტურებულია კონკრეტულ მომღერალთა საჯარო განცხადებებით, სადაც ჩანს მათი ანტიქრისტიანული სახე. (გაგრძელება...)

  

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine