xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საეკლესიო სამართალი » მართლმადიდებლობის უცდომელობა
მართლმადიდებლობის უცდომელობა
23-11-2012, 19:31  / ამოსაბეჭდი ვერსია

   ჩვენ ხშირად ვამბობთ: „ ეს ადამიანი არასწორად აზროვნებს, არასწორად მოქმედებს." ან კიდევ: ეს ადამიანი არამართლმადიდებელია." როგორ ვადგენთ ამას ? საიდან ვიცით, რომ ჩვენი საკუთარი აზრი, ან სიტყვა, ან მოქმედება არ არის მცდარი, არამართლმადიდებლური ? იქნებ მხოლოდ ჩვენი კეთილი განზრახვა, ან სწორად მოქმედება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნამდვილად იყო მართ
    მადიდებელი? ან კიდევ, დღეს ხშირად ვამბობთ, რომ კრიტიკულ დროში ვცხოვრობთ. რატომ არის ის კრიტიკული? რა განაპირობებს მის კრიტიკულობას და რა გვაიძულებს დავინახოთ ის ასეთად? როგორია კრიტერიუმი, რა არის ჩვენი შეხედულებების, გადაწყვეტილებების, მოქმედების, ჩვენი დროის შეფასების საზომი?

   მრავალი მიიჩნევს, რომ ყოველივე ამის საზომს ჩვენი მსჯელობა, ლოგიკურად აზროვნების უნარი, ჩვენი „გონება" წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი მოსაზრება როგორ შეაფასებს ჩვენივე შეხედულებებს, რომ დაასკვნას მისი მიმართულებისა თუ სიმცდარის შესახებ? როგორ მივხდეთ, რომ სწორია ჩვენი შეხედულებები და ვინ დაადასტურებს ამას ერთხელ და სამუდამოდ? გარდა ამისა, სწორია, რომ მსჯავრდებელი კრიტერიუმიც იყოს და კანონმდებელიც? თუკი ხანდახან ასეც ხდება, იქნება კი ის ობიექტური კანონმდებელი? კანონებს ის თავის სამომავლო გადაწყვეტილებებს ხომ არ მოარგებს? არსებობს საშიშროება, რომ ამგვარი მოქმდებით, ზოგჯერ თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ის დიქტატორად, ტოტალიტარისტად გადაიქცეს. დაუშვათ მან გადალახა ეს განსაცდელი, მაგრამ როგორ დარწმუნდეს იმაში, რომ ის მსჯელობს და ადგენს კანონებს სწორად?

   ასეთი და ამის მსგავსი შეკითხვები იბადება და უნდა დაებადოს ყოველ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში მსგავს შეკითხვებს ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა დისკუსიებში სტუდენტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან. ამიტომ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ უნდა მოიძებნოს უცდომელი მსჯავრდებელი, ასევე უცდომელი კრიტერიუმი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სწორად განვსაზღვრავთ ჩვენს მოსაზრებებს, სიტყვებს, მოქმდებებს, მოვლენებს, დროს და ა.შ. მაგრამ ადამიანებს შორის, ჩვენ დაწმუნებულნი ვართ, შეუძლებელია მოიძებნოს უცდომელი მსჯავრდებელი. რატომ? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადმაიანი არ არის ყოვლადბრძენი, ყოვლისმხილველი. იგი არ იცნობს ყველა ქმნილებას (არსებას და მოვალენას). არ იცნობს იმიტომ, რომ არ არის მათი შემქმნელი და არ შეუძლია იყოს „ყველგან მყოფი".

   გარდა ამისა, ადამიანმა თავისი ცოდვებით შეურაცხყო ღვთის ხატება, თავისი გონება, აზრი, სურვლი და ნება. აგრეთვე, ადამიანს აცდუნებს, ან თუგინდა ზემოქმედებს მასზე მისი მიდრეკილებები, გარემოცვა, ურთიერთობები და ა.შ. ასეთ არასასურველ სავარაუდო მოქმდებებს, ასეთივე არასასურველ შედეგებიც გააჩნია: ადამიანს არ შეუძლია ყოველთვის განსაჯოს ობიექტურად, მართებულად და სამართლიანად. და რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაადგინოს უცდომელი კანონები.

ამ მიზეზის გამო ადამიანური კანონები არ არის მარადიული, ვინაიდან ისინი არასრულყოფილნი, არასრულფასოვანნი და არადამაკმაყოფილებელნი არიან. ამიტომაც იგი იცვლება ყოველთვის და ადამიანები ცდილობენ იპოვონ უფრო სრულყოფილი და მართებული კანონები. თავისი არასრულყოფილების გამო კანონები სახელმწიფოს მიერ იძულებით დგინდება, აი რატომ არ ღებულობენ და არ იწონებენ ადამიანები ხშირად კანონებს.



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine