xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » როგორია ჩვენი დროის თავისებურებანი - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 1)
როგორია ჩვენი დროის თავისებურებანი - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 1)
6-08-2018, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორია ჩვენი დროის თავისებურებანი - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 1)

 

   დღევანდელი სამყარო სულ უფრო და უფრო მეტ სიმპათიას ამჟღავნებს ცრუ, ისტერიული „ქრისტიანობისადმი", მაგრამ ჩვენ არ უნდა აგვიყოლიოს მისმა გემოვნებამ. რაც უფრო ერთგულად შევინახავთ ჩვენი რწმენის სულს, მით უფრო უცხონი დავრჩებით ამ სამყაროსათვის, მით უფრო აუტანელნი, ათვალისწუნებულნი, უღონონი, უხეირონი, უნაყოფონიც კი გამოვჩნდებით მის თვალში.

   დღეს სამყაროს მართლმადიდებლობა კიდეც იზიდავს, კიდეც აინტერესებს, მაგრამ ეს სულაც არ გვაძლევს საბაბს იმისა, რომ მის საამებლად გავითამაშოთ რაღაც იდუმალი დიდებულება, ცრუ სულიერება. ღარიბი სიმართლე ყოველთვის სჯობს მდიდარ ტყუილს.

   დღეს ჩვენ როგორც არასდროს, ღარიბნი ვართ სულიერებით, ჩვენი დროის ქრისტიანებს ყველაზე მეტად შეეფერება ფსალმუნის ეს სიტყვები: „მაცხოვნე მე ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმინდა, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან" (ფს. 11).

   ჩვენ ღატაკნი ვართ სულით, ეს ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, თავმდაბლობაში და სინანულში უნდა ვატაროთ ეს შეგნება. ესაა ის ერთადერთი საქმიანობა, რომლის ძალაც დღეს კიდევ შეგვწევს და რომელიც გადაგვარჩენს კიდეც.

   ნათლად უნდა შევიცნოთ დროის სული, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი, მხოლოდ ეს დაგვიფარავს არასწორი ძიებებისგან, იმ უბადრუკ ძალთა ტყუილუბრალო დახარჯვისაგან, რომლებიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია, ჩვენს საქმეთა სრული კრახისაგან, აუხდენელ ოცნებათა ღონისძიებებისაგან, ჩვენი მდგომარეობისათვის შეუფერებელი გმირობებისაგან.

   ჩვენი დროისათვის უკვე აღარაა დამახასიათებელი სულიერი საკვების ის სიუხვე, ის ბრწყინვალება, ის სურნელება, რითაც ესოდენ სავსე იყო ადრინდელ ქრისტიანთა ცხოვრება. ჩვენს წილად დარჩა უძლურება და მწუხარება. ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, ესაა თავმდაბლობა, ლოცვა, მწუხარება საკუთარ უძლურებასა ზედა, ყველაზე თავმდაბალი და დამამცირებელი დამოკიდებულება საკუთარი ღვაწლისა და საქმიანობისადმი, ყველაზე გულმოწყალე და შემწყნარებლური ურთიერთობა ახლობლებთან, უსიტყვო, მადლიერი მიღება ყველაფერ იმისა, რაც ჩვენზეა დაშვებული, სრული იმედი ღვთის მოწყალებისა, არანაირი ნდობა ჩადენილი კეთილი საქმეებისა, არანაირი მოლოდინი საკუთარ არსებაში რაღაც განსაკუთრებულის, ამაღლებულისა.

   ძალზედ საინტერესოდ და მხატვრულად აგვიწერს წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას; ძველ ქრისტიანთა შორის სულიერი მადლის სიუხვეს იგი ადარებს ბრწყინვალე სადილს, რომელიც მდიდარმა სახლის მეუფემ გაუმართა თავის მრავალრიცხოვან ნაცნობ-მეგობრებს. ამ სულიერ ტრაპეზზე უსაზღვრო რაოდენობის საზრდო იყო. ტრაპეზის დასასრულს სტუმრებს უხვად დაურიგდათ სულიერი ნობათი. როცა ყველა დაიშალა, სახლის მეუფემ დაინახა მშიერი მათხოვრების ბრბო, მსახურებს უბრძანა არ აელაგებინათ სუფრები და დარჩენილი სანოვაგე ამ უბადრუკი ხალხისათვის შეეთავაზებინათ.

   გაოგნებული მათხოვრები გაუბედავად შემოვიდნენ უზარმაზარ დარბაზში, ყველაფერს დასწვდნენ მაგიდაზე თუ მაგიდის ქვეშ, არც ნამცეცები დაუტოვებიათ, არცერთს გაუსინჯავს მთლიანი კერძი, არ უნახავს მსახურთა გაწყობილი მომსახურება, არც ძვირფასი ჭურჭელითა და ავეჯით უსარგებლიათ, არც მომღერალთა გუნდისთვის მოუსმენიათ, ვერცერთი ვერ შეიქმნიდა წარმოდგენას სადილზე. როდესაც შიმშილი დაიკმაყოფილეს, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ დაახლოვებით, თუ რა ბრწყინვალება იყო მათ მოსვლამდე. მიუხედავად ამისა, ისინი ფერხთ ჩაუცვივდნენ სახლის მეუფეს, მადლობა შესწირეს საზრდოსათვის, რომლის მსგავსიც არც ენახათ და არც გაესინჯათ.

   სახლის მეუფემ უთხრა მათ: „ძმებო, როდესაც სადილის თადარიგს ვიჭერდი, თქვენზე არ მიფიქრია, ამიტომ ვერ წარმოგიდგინეთ იგი სათანადო სახით და საჩუქრებსაც ვერ გირიგებთ". ღარიბებმა ერთხმად შესძახეს: „მეუფეო რას დავეძებთ საჩუქრებსა და მდიდარ სადილს, გამოუთქმელ მადლობას გწირავთ იმისათვისაც, რომ არ უარყავი ესოდენ გატანჯულები სხვადასხვა მანკიერებებით, შემოგვიშვი შენს სასახლეში, გადაგვარჩინე შიმშილით სიკვდილს. მათხოვრები დაიშალნენ, თან მადლობას სწირავდნენ გულმოწყალე მეუფეს.

   ამის შემდეგ სახლის მეუფემ უთხრა მსახურებს: „ახლა კი აალაგეთ სუფრა და ჩარაზეთ სახლის კარი. მეტი სტუმარი აღარ იქნება. რა საკვების შეთავაზებაც შეიძლებოდა შეთავაზებულია, ყველაფერი დამთავრებულია". მათხოვრები და უპოვარები ესაა სახე ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისა; ნამცეცები და ცარიელი თეფშები ჩვენი დროის სულიერი შიმშილია, ქედმოდრეკილი მადლიერება და აღიარება იმისა, რომ არანაირ მდიდრულ საკვებს და საჩუქარს არ ვიმსახურებთ, ნიმუშია ჩვენი სულის აუცილებელი მდგომარეობისა.

   შეცნობა ჩვენი დროის სულისა, ერთის მხრივ, გამოგვიყვანს თავის მოტყუების (ხიბლის) მდგომარეობიდან, ნათლად დაგვანახებს ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებს. ჩვენს მოთხოვნებს უფრო მოკრძალებულს გახდის და მეორეს მხრივ, გვაიძულებს გამოვცოცხლდეთ, ვიყოთ გონიერნი და ფრთხილნი, გული არ გავიტეხოთ, მაგრამ არც ოცნებებით არ ავიმაღლოთ თავი და არ მოვწყდეთ რეალობას. (გაგრძელება...)

     




არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine