xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მოდერნიზმი » მოდერნიზმის წარმოშობა
მოდერნიზმის წარმოშობა
27-12-2020, 15:14  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოდერნიზმის წარმოშობა

 

„უწყოდე, ჯერ-არს მსახურება ღვთისა, და არა ჟამთა" 

წმ. ათანასე დიდი 

 

   მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთის ინტელიგენციის წრეში სულიერი სიახლეებისადმი სწრაფვამ ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება წარმოშვა, რომელსაც მალე ნეოქრისტეანობა ანუ მოდერნიზმი ეწოდა. მისი დამაარსებლები გახდნენ ე.წ. „ვერცხლის ხანის" მწერლები და ცნობილი რელიგიური პუბლიცისტები და ფილოსოფოსები: დ. მერეჟკოვსკი, ნ. ბერდიაევი, ვ. როზანოვი და სხვა. რუსეთში ამჟამად გავრცელებულ სახელგანთქმულ რელიგიურ-ფილოსოფიურ კრებულთა მონაწილენი. როგორც ვლ. სოლოვიოვის მიმდევრები, ისინი იზიარებდნენ მის სწავლებას „სულიწმიდის ახალი რელიგიის" წარმოშობის შესახებ და სრულებით უარყოფდნენ „ისტორიულ ქრისტიანობას" და ეკლესიის წმიდა მამათა ტრადიციას. თავიანთ მრავალრიცხოვან სტატიებში, წიგნებში, გამოსვლებში დ. მერეჟკოვსკი, ნ. ბერდიაევი, ვიაჩ. ივანოვი და „ახალი რელიგიური ცხოვრების" სხვა მქადაგებლები რაღაც ახალი სულიერი ეპოქის მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ, რომლისაგანაც ახალ „სულის გამოცხადებებს" მოელოდნენ. მათი აზრით ტრადიციულმა ქრისტეანობამ და ეკლესიამ ისტორიაში თავისი მისია ვერ შეასრულა, და ახლა იგი „ქვეყნად სულის ახალი მოფენით" განახლებულ „ქარიზმატიკულ ქრისტეანობას" უნდა შეეცვალა.

   ქრისტიანული მოდერნიზმი, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგებოდა ქრიტიანული სარწმუნოების უმთავრეს საფუძვლებს - სწავლებას ცხონებისა და ეკლესიის შესახებ.

   მოდერნიზმის მქადაგებლები და მიმდევრები რუსეთში მართლმადიდებლური ტრადიციის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მათ რელიგიური რეფორმაციის მთელი პროგრამა წარმოადგინეს. ვლ. სოლოვიოვის კვალდაკვალ, „ახალი რელიგიური ცნობიერებისა და საზოგადოებრიობის" ფუძემდებლები ცდილობდნენ ქრისტეანობა - ცხონების რელიგია მეოცე საუკუნის ფილოსოფიური, სოციალური და კულტურული შემოქმედების რაღაც ახალ „ქარიზმატულ რელიგიად" ექციათ. როგორც ნ. ბერდიაევი წერდა, ქრისტეანობაში ისინი, უპირველეს ყოვლისა, „ადამიანის შემოქმედების რელიგიური აზრის აღმოჩენას" ეძებდნენ. მისი სიტყვებით ეს „ტრადიციული ოფიციალური მართლმადიდებლობის საზღვრის გადალახვა" იყო.

   მოდერნიზმის ფუძემდებლები ცდილობდნენ გაეერთიანებინათ მეცამეტე საუკუნეში იტალიაში მცხოვრები კათოლიკე ბერი იოახიმ ფრორელისა და იმჟამად თანამედროვე ნიცშეს მოძღვრებები, რათა მათზე აეგოთ სწავლება ე.წ. „მესამე აღთქმის" შესახებ. მესამე აღთქმის ნეოქრისტიანები მართლმადიდებლობას, ეკლესიასა და მასში დამკვიდრებულ სულიწმიდის მადლს უარყოფდნენ და მის გარეშე მოელოდნენ სულიწმიდის გარდამოსვლას - მსოფლიოში, კულტურაში, შემოქმედებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

   რუსეთში რელიგიური მოდერნიზმის ერთ-ერთი მოთავის დ. მერეჟკოვსკის სწავლების თანახმად, პირველი აღთქმა - ღვთის რელიგიაა სამყაროში; მეორე - ძის აღთქმა - ღვთის რელიგია ადამიანში - ღმერთკაცი რელიგიაა; მესამე აღთქმა - ღვთის რელიგია კაცობრიობაში - ღმერთკაცობრიობაა. მამა კოსმოსში განხორციელდება, ძე ლოგოსში, სული - ლოგოსი კოსმოსთან საბოლოო შეერთებაში, ერთიან კრებით მსოფლიო არსებაში - ღმერთკაცობრიობაში. მსოფლიო უნდა გამოვიდეს მეორე ფაზიდან, რათა მესამე ფაზაში შევიდეს. ქვეყნიერებამ სამუდამოდ უნდა დაუტეოს ძის რელიგია - ქრისტეანობა, რათა სულიწმიდის რელიგიაში შეაბიჯოს... დ. მერეჟკოვსკის სწავლება მესამე აღთქმის შესახებ ფაქტიურად ანარქიზმისა და რუსეთში იმ დროისათვის მოახლობული რევოლუციის რელიგიურ-ფილოსოფიურ გამართლებად იქცა. იგი წერდა: „მხოლოდ მომავალი ანარქისტი, უკანასკნელი მეამბოხე, საბოლოოდ განწირული ადამიანია პირველი, ვისაც ახალი რელიგიური სასოება ეხარება".

   ნ. ბერდიაევისა და ვ. როზანოვის მიერ მოგვიანებით დაწერილი წიგნები „შემოქმედების აზრი", „ადამიანის გამართლების გამოცდილება" (ნ. ბერდიაევი), „ქრისტიანობის ბნელი სახე", „მთვარის შუქის ადამიანები" (ვ. როზანოვი) და სხვანი რუსული ქრისტეანული მოდერნიზმის მანიფესტი გახდა. მათში გაისმოდა მოწოდება ქრისტეანობისა და რუსეთის მთელი რელიგიურ - სულიერი ცხოვრების რეფორმაციისაკენ. ნ. ბერდიაევი თავის წიგნში „შემოქმედების აზრი" წერდა: „დღეისათვის წმიდა მამათა ასკეტიკა მოკვდა, იგი ლეშის შხამად იქცა ახალი ადამიანისათვის, ახალი დროისათვის".

   საუკუნის დასაწყისში აღმოცენებულმა მოდერნიზმმა მალე თავისი ბოროტი ნაყოფი გამოიღო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ნეოქრისტიანობის მოწოდებები და მოძღვრება ე.წ. „ობნავლენცობის" წარმოშობაში აირეკლა, რომელიც უკვე პრაქტიკულად ცდილობდა მართლმადიდებლობაში რეფორმაციის გატარებასა და ეკლესიის კანონიკური ცხოვრების დარღვევას.

   მართლმადიდებელ ეკლესიას ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა მოუწია „ობნოვლენცობის" წინააღმდეგ ოციან და ოცდაათიან წლებში.

 

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine