xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ამაო სიბრძნის შესახებ - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ამაო სიბრძნის შესახებ - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
24-08-2018, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

ამაო სიბრძნის შესახებ - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   თქვენ მეკითხებით: რა აზრისა ხარ კაცობრივი სიბრძნის შესახებო. ადამიანთა მოდგმა დაცემის დღიდანვე შეუდგა მიწის დამუშავებას, ამქვეყნიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უამრავი ყოფითი საზრუნავი და საფიქრალი გაუჩნდა. მოკლედ, ადამიანისათვის უპირველეს მოთხოვნილებად იქცა მატერიალური მხარის დაკმაყოფილება, რაც ჩვენი საუკუნის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია.

   - კაცთა დაცემას მოჰყვა, აგრეთვე, სხვადასხვა მეცნიერებათა განვითარება, რაც დაცემული ადამიანის აზროვნების ნაყოფია. შთაბეჭდილებებისა და უმწიფარი ცოდნის დაგროვება დაცემულ სამყაროში ცხოვრების უმთავრესი შედეგია. განსწავლულობა მიხრწნილი ადამიანის სულის ლამპარია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, სადაც „სიბნელე უკუნეთისა სუფევს უკუნისამდე". მაცხოვარმა შესძლო დაცემული ადამიანის მოდგმისათვის იმ ლამპრის უკან დაბრუნება, რომელიც მათ შემოქმედისაგან ებოძა ოდესღაც, შესაქმის ჟამს და რაც შეცოდებისთანავე დაჰკარგეს. ეს ლამპარი სულიწმიდაა, სული ჭეშმარიტებისა, განბრძნობილი სრული ჭეშმარიტებით, გამომეძიებელი ღვთაებრივი სიღრმეებისა, დაფარულ საიდუმლოთა გამომაჩინებელი, ადამიანის სულისათვის იმ ცოდნის მიმნიჭებელი, რომელიც მისთვის საჭირო და აუცილებელია. მეცნიერს, რომელსაც სურს ჩაუღრმავდეს სულიერ სიბრძნეს, პავლე მოციქული ასე მიმართავს: „უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ-იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1 კორ. 3-18). ჭეშმარიტად, განსწავლულობა თავისთავად სიბრძნე როდია, არამედ ლტოლვა სიბრძნისაკენ. დაეუფლო ჭეშმარიტ შემეცნებას, რომელიც უფალმა უბოძა კაცთა მოდგმას, მხოლოდ რწმენის გზით არის შესაძლებელი. ცოდვით დაცემული ადამიანის აზროვნებისათვის იგი შეუცნობელია და ამიტომ ჰიპოთეზებითა და ვარაუდებითაა სავსე ამგვარი მეცნიერება. კაცობრივი სიბრძნე წარმართთა და უსჯულოთა ხვედრია და მისი საფუძვლები სრულიად ეწინააღმდეგება სულიერ, ღვთაებრივ სიბრძნეს. შეუძლებელია ერთდროულად იყო ორივე სიბრძნის მიმდევარი - ან ერთს უნდა აქციო ზურგი ან მეორეს განუდგე დაუყოვნებლივ. დაცემული ადამიანი „ცრუ არს". მცდარი შეხედულებების წყალობით გაჩნდა მთელი სისტემა, რომელიც გარეგნულად ჩანს, როგორც „აზროვნება". სინამდვილეში კი აბდაუბდა და ბოდვაა, ბოროტისაგან შეპყრობილი ადამიანის გონებისა, რომელიც ცოდვისა და დაცემის სასიკვდილო წყლულითაა დაავადებული. გონების სნეულება ნათლად გამოსჭვივის ფილოსოფიურ მეცნიერებებში.

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine