xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » წმიდა ეპისკოპოსი ეგნატი (მე-19 საუკუნე)
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატი (მე-19 საუკუნე)
14-11-2012, 12:36  / ამოსაბეჭდი ვერსია
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატი (მე-19 საუკუნე)
 
 

   ქრისტე უხილავი შეიქმნა იუდეველთათვის და შეუმჩნევლად განეშორა მათ, როდესაც მისი მოკვდინება მოინდომეს (იოანე 8.59). ქრისტეანობა უხილავი ხდება ჩვენთვის, გვცილდება ჩვენ, როდესაც ვცდილობთ მოვკლათ იგი ჩვენი გარყვნილი ცხოვრებით, სხვადასხვა ცრუ სწავლებათა მიღებით, როდესაც ვბედავთ ქრისტეანობა ამა ქვეყნისადმი მსახურებას შევურიოთ. უფალმა ბრძანა: „ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა" (იოანე 3.20). ამჟამად, ყველა მთელი სულით მიისწრაფვის გარყვნილებისაკენ; უწოდეს მას „ცხოვრებით ტკბობა". ქრისტეანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტეანული ზნეობრიობისადმი; იგი კრძალავს არა მხოლოდ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს. ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი, აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. ქრისტეანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისაგან (ლუკა 14.26).

   ნუ შევიტანთ ნურაფერს ახალს! ზუსტად მივყვეთ სწავლებას, რომელიც წმიდა მოციქულებმა და წმიდა მამებმა გადმოგვცეს! ასეთია მოწოდება, რომელიც თითქმის ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე მეორდებოდა იმ წმიდა მღვდელმთავრებისა და წმიდა მამების მიერ, რომლებიც ამ კრებებს ესწრებოდნენ [30, გვ. 58].

 

 

* * *

   მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი შემეცნება და თაყვანისცემა ღმრთისა; მართლმადიდებლობა არის თაყვანისცემა ღმრთისა სულითა და ჭეშმარიტებით; მართლმადიდებლობა არის დიდება ღმრთისა მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და თაყვანისცემით; მართლმადიდებლობა არის ღმრთისაგან იმ ადამიანის განდიდება, ვინც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელია მისი, განდიდება სულიწმიდის მადლის მინიჭებით. სულიწმიდა არის დიდება ქრისტეანეთა. სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.

   არ არის მართლმადიდებლობა ადამიანურ სიბრძნეებსა და სწავლებებში, მათში ბატონობს მტყუარი გონება - დაცემის ნაყოფი. მართლმადიდებლობა სულიწმიდისმიერი სწავლებაა, ღმრთისაგან კაცთათვის საცხოვნებლად მონიჭებული. სადაც არ არის მართლმადიდებლობა, იქ არ არის ცხონება.

   . . . საშინელი იარაღია ბოროტ სულთა ხელში მწვალებლობა! მისი საშუალებით მათ მთელი ერები დაღუპეს, მოსტაცეს რა, მათთვის შეუმჩნევლად, ქრისტეანობა; ქრისტეანობა მათ ღმრთის მგმობი სწავლებით შეცვალეს და ეს სიკვდილშემოსილი სწავლება შეამკეს განწმედილი, ჭეშმარიტი, აღდგენილი ქრისტეანობის სახელწოდებით. მწვალებლობა ცოდვაა, რომელიც უპირატესად გონებაში აღესრულება. ეს ცოდვაა, გონების მიერ მიღებული, გადაეცემა სხეულს, დაიღვრება მასზე, შეაგინებს თვით ჩვენს სულს, რომელსაც ისიც შეუძლია, მიიღოს განწმედა ღმრთის მადლათან ერთობით და ისიც, რომ შეგინებულ იქმნეს და დაავადდეს დაცემულ სულებთან თანაზიარობით („სიტყვა მართლმადიდებლობაზე" [28, გვ. 78].

 

* * *

   გულგრილად უყურებენ ამა სოფლის გონებადაბნელებული შვილები იმ აზრებს, რომლებიც ღმერთს შეეხება. მათი აზრით, დიდი უბედურება არ იქნება, ასე იფიქრებ ღმერთზე, თუ სხვანაირად. ბედკრულნი! მათ არ იციან, თუ რა უმთავრესია აზრები ღმრთის შესახებ, რა უმთავრესია მათში „ჭეშმარიტება" და მარად მისი თანამყოფი და თანაშემწე სულიწმიდა. მათი ერთობლივი მოქმედებით ხდება ადამიანის სულიერი გაცოცხლება ცხონებისათვის, რომელიც მდგომარეობს ადამიანური ბუნების ღმრთაებრივ ბუნებასთან ზიარებაში. ამის საწინააღმდეგოდ ცრუ აზრებს მუდამ თან ახლავს და შეეწევა ბნელი და ბოროტი სული ცთუნებისა. მამა სიცრუისა ეშმაკია - ასე ამბობს სახარება; სიცრუე ეშმაკისეული თვისებაა. ცრუ აზრების შემთავსებელმა შეითვისა ეშმაკის თვისებები, დაუნათესავდა განგდებულ ანგელოსებს და ჰქმნა ღმერთთან შეერთება საკუთარი თავისთვის შეუძლებელი, არაბუნებრივი. ღმრთისაგან უცხო, უცხოა ცხონებისაგან და სულიერი ცხოვრებისაგან (წერილი 58 [28, გვ. 525]).

 

 

* * *

   ქრისტეს წმიდა ეკლესიაში ანთებულა ელვარე ლამპარი, სულიწმიდისმიერი სწავლება; ნუ მიაპყრობ მზერას უცხო ლამპრებს, რომლებიც სხვა გზებზე ანათებენ. ერთ გზას, წმიდა ჭეშმარიტების გზას, მივყავართ ცხონებისაკენ; ყველა სხვა გზა წარსაწყმედელისკენ მიდის. მრავალნი შრომოდბენ, მრავალნი იტანჯებიან, მრავალნი იღწვიან, მაგრამ გვირგვინოსანნი მხოლოდ „სჯულიერად მოღვაწენი" (2 ტიმ. 2.5) შეიქმნებიან (წერილი 43 [28, გვ. 497].


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine