xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » წმიდა თეოფანე დაყუდებული
წმიდა თეოფანე დაყუდებული
14-11-2012, 12:34  / ამოსაბეჭდი ვერსია
წმიდა თეოფანე დაყუდებული
 
 

   ცხონებისათვის მადლია საჭირო; სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, მას არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდულმოებები და არც მადლი [25, გვ. 124].

 

 

* * *

   მწვალებლობა არის რაიმეს განსჯა საკუთარი გონებით, იმასთან შეუთანხმებლად, რაც უფალმა გადმოსცა ეკლესიას ამ საკითხის შესახებ. არიოზმა დაიწყო უფლის შესახებ თავისებურად განსჯა და წვალებაში ჩავარდა, რადგან არ აღიარებდა უფლის ერთარსებობას მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან. ლუთერმა თავისებურად დაიწყო ქრისტეანული სწავლების სისტემის შედგენა და რამდენი სიცრუე გამოიგონა? ასევეა პაპი, ასევეა ყველა ახალი გზააბნეული სწავლებები. როდესაც იბადება კითხვა, მის გადაწყვეტას ქრისტეანი თავის თავში და საკუთარ გონებაში კი არ უნდა ეძიებდეს, არამედ ყველასათვის საერთო აღმსარებლობაში. იმას როდი ვამბობ, თითქოს თვითონ არც განსჯა შეეძლოს და არც თავისი აზრი გააჩნდეს, იგი მას შეიძლება სხვაზე ადრე დაებადოს; მაგრამ საქმე ისაა, რომ ქრისტეანი ამ მოსაზრებებს არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, ვიდრე საერთო მოძღვრებით ამ შეამოწმებს. თუკი მისი აზრები ამ მოძღვრებას ეთანხმებიან, დაიტოვებს მათ, და თუ არ ეთანხმებიან - განაგდებს. ამაშია მისი სიმშვიდე; იგი დგას ამ საერთო მოძღვრებაზე, როგორც მტკიცე კლდე, რადგან მისი მეშვეობით ადის ღმერთთან, ჭეშმარიტების წყაროსთან [25, გვ. 100].

 

 

* * *

   ”და სიმონსაცა თვით ჰრწმენავე და ნათელ-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა" (საქმე 8.13). ირწმუნა და ნათელ-იღო კიდეც, მაგრამ მისგან არაფერი გამოვიდა. უნდა ვიფიქროთ, რომ მისი რწმენის წყობაში იყო რაღაც ურიგო. გულწრფელი სარწმუნოება საკუთარი გონების უარყოფაა. უნდა გაშიშვლდეს გონება და სუფთა დაფასავით დახვდეს რწმენას, რომ მან გამოსახოს თავი ამ დაფაზე ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი უცხო გამოთქმებისა და სწავლებების გარეშე. როდესაც გონებაში რჩება საკუთარი წარმოდგენები სარწმუნოებაზე, მაშინ მასში წარმოდგენათა შენარევი აღმოჩნდება; ცნობიერება დაიბნევა, რადგან რწმენის მოქმედებაში საკუთარი გონების ცრუ სიბრძნესაც შეხვდება. ასეთი იყო სიმონი - სახე და ხატი ყველა მწვალებელისა. ასეთნი არიან ყველანი, ვინც უწინ და დღესაც ბედავს საკუთარი აზრებით სარწმუნოების სამფლობელოში შესვლას. ისინი იბნევიან სარწმუნოებაში და მათგან არაფერი გამოდის გარდა ზიანისა თავისთვის, თუ ჩუმად არიან და სხვებისთვის, თუ მათში არ ჩერდება ეს არეულობა, არამედ გარეთ გამოხეთქავს დამოძღვრის წყურვილით. მათგან ყოველთვის გამოდიან ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან საშინელი თავდაჯერებულობით საკუთარ შეუცდომლობაში და აქვთ ჭირვეული სურვილი, რომ ყველა თავისნაირი გახადონ [24, გვ. 118-119].

 

 

* * *

   იმისათვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი, ხოლო ამისათვის მისი შეცნობაა საჭირო. ამგვარად, ყველა მცნობელი ქრისტეანული ჭეშმარიტებისა ხდება მისი შემნახველი. რაც მეტია მცნობელი ჭეშმარიტებისა, მით უფრო ძლიერადაა იგი დაცული; მით უფრო უსაფრთხოდაა - არა თავისთავად, არამედ ადამიანთა შორის; და პირიქით, რაც ნაკლებია ჭეშმარიტების მცნობელი, მით უფრო ნაკლებია ზღუდეები სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია ჭეშმარიტების მდგომარეობა ჩვენს შორის; ეს იმიტომ, რომ როცა რომელიმე ცრუ სწავლება გამოჩნდება, ჭეშმარიტების უცოდინარს გაეპარება იგი, რადგან ვერაფრით შეძლებს მის გამოცნობასა და მხილებას; ამ კაცისგან სიცრუე სხვა უცოდინართან გადავა, მეორისგან - მესამესთან და ასე შემდეგ; სიცრუე დამკვიდრდება ხალხში და შეავიწროებს ჭეშმარიტებას. განა მართალი არ იქნება იგი, ვინც გაატარა სიცრუე?! - არანაირად. ეს იგივეა, მეომარს დაუდევრობის გამო საიდუმლო ნიშანი რომ გამოეპაროს და მტერი ბანაკში შეუშვას. გამოდის, რომ ყველა, უცოდინარი ჭეშმარიტებისა, მისი გამცემია და გამცემია მორწმუნეთა საზოგადოებისა ანუ წმიდა ეკლესიისა. მკაცრი ნათქვამია? დიახ, მაგრამ ესაა სიმართლე [25, გვ. 100].


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine