xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » გიხაროდენ, მარადის ქალწულო, მთავარანგელოზის ხარებისა, სიხარულით მიმღებელო
გიხაროდენ, მარადის ქალწულო, მთავარანგელოზის ხარებისა, სიხარულით მიმღებელო
7-04-2018, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

გიხაროდენ, მარადის ქალწულო, მთავარანგელოზის ხარებისა, სიხარულით მიმღებელო

 

   ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს ეხარა ქალწულ მარიამს, ადამიანთა შორის პირველს, მაცხოვრის შობა. ღვთისმშობლის სახით კი მთელ ქვეყნიერებას ეხარა ახალი ერის - მესიის ხანის დადგომა, ცოდვის დამთრგუნველისა და მხსნელის შობა.

   ეს სულის განმანათლებელი უწყება ძნელად, მაგრამ მაინც მიიღო მთელმა მსოფლიომ, ადამიანი ახალ ქმნილებად იქცა. ქრისტიანობის შედეგად განათლდა და განახლდა ადამის მოდგმა, მისი აზრი, მოქმედება, ყოფაცხოვრება. კაცობრიობა გათავისუფლდა წარმართობის გონებრივი წყვდიადისაგან. მაშინდელი ადამიანები დიდებას უძღვნიდნენ უზენაესს ამ უდიდესი წყალობის გამო.

   დღეს კი რა ხდება? სადღაა ერესების ლტოლვა ქრისტესაკენ, მისი ეკლესიისაკენ? დღეს განელდა ეს საყოველთაო აღტაცება ქრისტიანობით. ქრისტიანობა მოძველდაო - ამბობენ მავანნი. ისინი ფიქრობენ, რომ რწმენა აღარ ასაზრდოებს თანამედროვე, განათლებული კაცობრიობის სულსა და გულს. მათთვის ქრისტიანობა ისტორიული მოვლენა იყო მხოლოდ, მაშინ შეიძლება აუცილებელიც, დღეს კი არა ყველასათვის სავალდებულო.

   განა დაძველდა ჭეშმარიტება?! განა განათლებული კაცობრიობა მეტია ქრისტიანობაზე?! დაგვიმტკიცონ ამ მქადაგებლებმა, რომ მათ უკეთესი ზნეობრივი იდეალები გააჩნიათ, ვიდრე ქრისტიანობას. ან კი გვითხრან, ვის უთქვამს ოდესმე იმაზე ამაღლებული, რაც მაცხოვარმა ბრძანა: „იყვარებდით ურთიერთარს, რამეთუ ღმერთი სიყვარულ არს. ამით იცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებდეთ ურთიერთარს".

   საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ სიყვარული ღვთისგანაა. ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცის ღმერთი.

   ვისაც არ უყვარს, მან არ იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარულია.

   ჭეშმარიტება არ ძველდება და ის იდეალი, რომელიც ქრისტე მაცხოვარმა დაუსახა კაცობრიობას, დღესაც მიუწვდომელია. მის გარეშე ადამიანი ადამიანურ ღირსებას ვერ დაიბრუნებს.

   სამწუხაროდ, დღევანდელ ადამიანს ურჩევნია ველური, საშინელი იდეებით იყოს გატაცებული, რომლებსაც მხოლოდ უბედურება მოაქვს მათთვის. იგი ირჩევს სხვა გზას, სხვა მიმართულებას. არ სურს მიბაძოს ძველ კაცობრიობას და თავი ქრისტეს მონად გამოაცხადოს. დღესაც, ისე როგორც ოცი საუკუნის წინათ, ეხარება კაცობრიობას ქრისტე მაცხოვრის შობა. ისაა ღმერთი, ისაა მხსნელი, სიყვარული, სიმართლე, გზა, ცხოვრება, ჭეშმარიტება, ბედნიერება. სხვა გზა, გარდა ქრისტესკენ მიმავალი გზისა, არის გადაშენება, წარწყმედა, ცოდვისა და საუკუნო ტანჯვის გზა.



გამოყენებულია ეპ. ლეონიდეს ქადაგებანი 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine