xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » „მოვალს ჟამი ოდეს მკუდართა ისმინენ სიტყუანი ძისა ღმრთისა...“ - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
„მოვალს ჟამი ოდეს მკუდართა ისმინენ სიტყუანი ძისა ღმრთისა...“ - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
19-05-2018, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

„მოვალს ჟამი ოდეს მკუდართა ისმინენ სიტყუანი ძისა ღმრთისა...“ - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

   მრავალ ადამიანს მიიჩნევდნენ კაცობრიობის მხსნელად, მაგრამ რომელ მათგანს მოსვლია აზრად ადამიანის სიკვდილისაგან გამოხსნა?

   ისტორიას მრავალი გამარჯვებული ახსოვს, მაგრამ რომელმა მათგანმა სძლია სიკვდილს?

   არავინ! - გარდა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ის არა უბრალოდ ახალი ადამიანია, არამედ ის ახალი სამყაროა, ის შემოქმედია ყოველივესი. იესუ ქრისტე ერთნაირად ზრუნავს ცოცხლებსა და მკვდრებზე. მკვდრები მისთვის არიან ვითარცა ცოცხლები, ხოლო ცოცხლები - ვითარცა მკვდრები. ქრისტემ წაშალა ეს საზღვარი და თავისი მეუფება ადამიდან დედამიწაზე ბოლო დაბადებულამდე განავრცო. ადამიანის ცხოვრებასა და სიკვდილს ქრისტე მოკვდავი ადამიანისაგან განსხვავებულად უყურებს - ცხოვრება არ მთავრდება ხორციელი სიკვდილით, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ხორციელ სიკვდილამდე კვდება. ქრისტე ხედავს მრავალ ცოცხალს სამარეში და მრავალ მიცვალებულს ხორცშესხმულს. „და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკვლად; არამედ გეშინოდნენ მისსა უფროს, რომელი შეძლებულ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა" (მათე. 10, 28). ე.ი. ხორციელი სიკვდილი არ ნიშნავს სულიერ სიკვდილს, ხოლო უკანასკნელი შესაძლოა დადგეს შეუნანებლობის შემთხვევაში.

   თავისი სულიერი მზერით უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჭვრეტს დროს. მის წინაშე წარდგებიან, როგორც დიდი ხნის წინ გარდაცვლილნი, ასევე ისინიც, ვინც ჯერ კიდევ არ დაბადებულა. ადამიანის ხორცი და ძვალი, არსობრივად, მხოლოდ სულის სამოსია, ეს სამოსი ცვდება და იშლება, მაგრამ ღმერთი განაახლებს მას და კვლავ შემოსავს ადამიანთა სულებს.

   ქრისტე განკაცდა, რათა განებნია ძველი შიში, მაგრამ მოეტანა ახლი შიში ცოდვილთათვის. ძველი შიში - ეს ხორციელი სიკვდილის შიშია, ხოლო ახალი - სულიერი სიკვდილისა. ხორციელი შიშით შეპყრობილი ადამიანები მხარდაჭერისათვის მთელ მსოფლიოს მიმართავენ, აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს დედამიწაზე, ძარცვავენ ქვეყნიერებას ერთადერთი მიზნით - უზრუნველყონ ხანგრძლივი და ჯანმრთელი არსებობა დედამიწაზე.

   „უგუნურო" - ეტყვის უფალი მატერილურად მდიდარ, მაგრამ სულით ღატაკ ადამიანს - ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან, ეგე რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?" (ლუკ. 12, 20). უგუნურს უფალი უწოდებს მას, ვინც ზრუნავს მხოლოდ ხორციელ სიამოვნებისათვის და არ ეშინია სულის წარწყმედის. კიდევ სთქვა მაცხოვარმა: „ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქვენნი ყოვლისაგან ანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან, ვისიმე არნ ცხოვრებაი მისი ნაყოფთა მისთაგან" (ლუკ. 12, 15). მაგრამ რაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება? - მხოლოდ ღმერთზე, რომელიც თავისი სიტყვით სულს აცოცხლებს, ხოლო სულით - სხეულს. გარდა ამისა, ღმერთი აღადგენს მიცვალებულთა სხეულებს, ხოლო ცოდვის დატევების, ცხოველმყოფელი სწავლების და წმიდა ზიარების მიღების შემთხვევაში აღადგენს მკვდარ სულებსაც. უკანასკნელ ჟამს მიცვალებულები ხორციელად აღდგებიან, უფალმა ეს ჯერ კიდევ ხორციელად ყოფნის დროს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგინებითა და ბოლოს, თავისი აღდგომით დაამოწმა. „ამინ, ამინ გეტყვ თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ" (იოანე. 5, 25).

   მრავალმა ცოდვილმა ისმინა ღვთის სიტყვა და სულით გაცოცხლდა, მრავალმა ხორციელად მკვდარმა გაიგონა მაცხოვრის ხმა და კვლავ აღსდგა ცხოვრებად.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) 

მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine