xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » მართლმადიდებლური სარწმუნოება დაფუძნებულია ქრისტეს აღდგომის სასწაულზე
მართლმადიდებლური სარწმუნოება დაფუძნებულია ქრისტეს აღდგომის სასწაულზე
4-04-2018, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   უკანასკნელ წლებში, ზოგიერთ საეკლესიო და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, პუბლიკაციები მირონდენაზე, ცრემლდენაზე და სისხლდენაზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა: მირონი სდის ათასობით ხატს. მართლმადიდებელ ქრისტიანს, როდესაც ესმის სასწაულებისა და ნიშნების შესახებ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა სასწაული ღვთისაგან როდია. როდესაც სასწაულები მრავლდება, მართლმადიდებელი ქრისტიანები ძალზედ ფრთხილად უნდა იყვნენ. „სასწაულები" შეიძლება ბნელეთის მთავრისგანაც მომდინარეობდეს. ისინი შეიძლება ზოგიერთი უწმინდური ადამიანის მიერაც იყოს მოწყობილი. როგორც მასონთა ცნობილი მამხილებელი ვორობიოვი წერს: „ცნობილია შემთხვევა, როდესაც, ერთ-ერთი მოლოცვის მოთავენი ხატებზე ფარულად, შპრიცით ასხამდნენ კეთილსურნლოვან ზეთს და შემდგომ ისტერიულ ყიჟინს ტეხდნენ."

   რა თქმა უნდა, არავის ეპარება ეჭვი მონრეალის ივერთა ღვთისმშობლის ხატიდან მირონდენის სასწაულში. ასეთი შემთხვევები ჩვენთანაც მრავლადაა.

   არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როგორც ტელერეპორტაჟიდან შევიტყვეთ, ისრაელში „ატირდა" გოდების კედელი, რაც ზოგიერთმა იუდეველმა თავდაპირველად მიშიახის (მესიის) მოსვლის მოახლოების ნიშნად მიიჩნია. მაგრამ იმათაც კი, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დანიშნეს კომისია, რომელიც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კედელში ბუნებრივი ხასიათის, ნესტის გამოყოფა ხდებოდა.

   ცნობილია, რომ აწ განსვენებულმა ნიჟეგოროდის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, მას შემდეგ, რაც მისი ეპარქიის ერთ-ერთ ტაძარში რამდენიმე ხატმა მირონდენა დაიწყო, ბრძანა ამ ტაძრის დალუქვა. მირონდენა მაშინვე შეწყდა.

   მირონდენა არ მიეკუთვნება ისეთ სასწაულებს, რომლებსაც ვერ იმეორებენ დემონები, რათა აცდუნონ ადამიანები, მათ შორის რჩეულნიც. ახლახან, ტელევიზიით აჩვენეს სიუჟეტი ინდოეთიდან, თუ როგორ სვამდნენ და შემდგომ გამოყოფდნენ რძეს ქვის კერპები.

   თუ ყოვლგვარი დასკვნისა და მსჯელობის გარეშე დავიწყებთ ყოვლგვარი „სასწაულებრივი" მოვლენის მიღებას, მაშინ შეიძლება ძალიან დავშორდეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა არ უნდა იყოს სასწაულებზე დაფუძნებული. არც წმიდა წერილი და არც წმიდა მამები არ გვასწავლიან სასწაულების ძიებას. უფრო მეტიც, სასწაულებისადმი ლტოლვა იკიცხება სასულიერო ლიტერატურაში. შემთხვევით არ არის ნათქვამი სახარებაში: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათ. 16. 4). საქმე მოციქულთაში სვიმონ მოგვი სასწაულებით აკვირვებდა ხალხს, რომლებიც მასში მოქმედ დემონურ ძალას ღვთის სასწაულად აღიარებდნენ. როგორც წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: „ადამიანებმა, დაკარგეს რა თავმდაბლობა, თავს ღირსად მიიჩნევენ არა მხოლოდ სასწაულების ქმედებისა, არამედ ხილვისაც. ისინი ელიან სასწაულებს იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ელოდა კაცობრიობა. თავდაჯერებული ადამიანები განურჩევლად, მამაცურად მიილტვიან ყოველგვარი სასწაულისაკენ. ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც მრავალი ცრუ სასწაული აღსრულდება, რაც წარწყმედავს იმ უბედურ, ბიწიერ მოაზროვნეებს, რომელნიც ამ სასწაულებით ცდუნდებიან".

   მართლმადიდებლური სარწმუნოება კი დაფუძნებულია უდიდეს სასწაულზე - ქრისტეს აღდგომის სასწაულზე.

 

 

ჟურნალიდან: „Благодатный огонь" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine