ვინ არის წმიდა ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი? ის, ვისაც სწორი სარწმუნოებით და გულით სწამს ღმერთი და ქრისტე, ძე ღმრთისა; მიღებული აქვს ნათლობის წმიდა საიდუმლო, თავისი სარწმუნოებისა და ახალი, სულიერი შობის ნაყოფს გამოაჩენს, თავისი ცხოვრებით ქრისტეს ემსახურება, აქვს ჭეშმარიტი შიში ღმრთისა; ისწრაფვის, რომ ყოველგვარ ცოდვას ებრძოლოს და კეთილი საქმეები აკეთოს.
ქრისტეანებს, რომლებიც ღმრთის შიშის გარეშე ცხოვრობენ, სინანული და მისი ნაყოფი არ გააჩნიათ, წმიდა ეკლესიას არ ეკუთვნიან; თუმცა კი ნათელღებულნიარიან წმიდა სამების სახელით, მაგრამ სარწმუნოება არა აქვთ, ხოლო სარწმუნოების გარეშე წმიდა ეკლესიის წევრად ყოფნა შეუძლებელია („წმიდა ეკლესიის შესახებ" [31, გვ. 171]).