განაგრძობს რა რაკოვი ჩემთან პოლემიკას, მოჰყავს ამონარიდები ღირსი იოანე დამასკელის წიგნიდან „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", ვითომდა დამამტკიცებელი ოსიპოვის პოზიციისა, რომელსაც ახლავს მისთვის დამახასიათებელი წუხილი იმის გამო, რომ მე წინასწარ გამიზნულად ვმსჯელობ ოსიპოვის სწავლებაზე და ვეწინააღმდეგები წმინდა იოანე დამასკელის სწავლებას. ამასთან იგი რა თქმა უნდა არ აზუსტებს რაში ეთანხმება იოანე დამასკელი ოსიპოვს და რაში ვეწინააღმდეგები წმინდა მამას - მე.
რაშია ჩემსა და ოსიპოვს შორის პოლემიკის არსი? ბ-ნი ოსიპოვი წერს, რომ ქრისტემ მიიღო არა სუფთა, არამედ პირველქმნილი ცოდვით მოწყლული დაცემული ბუნება ადამიანისა. მე მივდევ წმინდა მამათა სწავლებას, რომ ქრისტემ მიიღო სუფთა, სრულყოფილი ბუნება, რომელსაც არ ჰქონდა პირველქმნილი ცოდვა. ბ-ნი ოსიპოვი ასწავლის, რომ ქრისტემ თავისი ბუნება მიწიერი ცხოვრების დროს სრულყო, განსაკუთრებით ჯვარზე ვნების დროს. მე კი მწამს, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება ყოველთვის სუფთა და სრულყოფილი იყო. და მან აღიხვნა (თავის თავზე აიღო) არა პირველქმნილი ცოდვა, არამედ პირველქმნილი ცოდვის შედეგები. ბ-ნი ოსიპოვი ამტკიცებს, რომ ქრისტეს არ გამოუსყიდივართ და თავად სიტყვა „გამოსყიდვა" - ეს არის კათოლიკური წარმოდგენა. მე ვამტკიცებ, რომ ისტორიის მთელი ღერძი ადამის დაცემასა და ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვას - გოლგოთის მსხვერპლს შორის გადის. მათთვის, ვინც ეჭვობს, რომ სწორად გადმოვცემ ბ-ნ ოსიპოვის პოზიციას, მოვიყვან საკუთრივ მის სიტყვებს: „ღმერთმა სიტყვამ ნებაყოფლობით მიიღო ეს ჩვენი დაზიანებული ბუნება, ანუ დაზიანებული პირველქმნილი ცოდვით" (ა.ი. ოსიპოვი „ქრისტეს მსხვერპლის არსი").
ამავე სტატიაში ბ-ნი ოსიპოვი ცდილობს თავად გამოსყიდვის ცნების პროფანირებას და მიდის იქამდე, რომ პავლე მოციქულს სიტყვიერ პრაგმატიკას მიაწერს, სახელდობრ: რომ მოციქული სიტყვას „გამოსყიდვა" იუდეველებისა და წარმართებისადმი იყენებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვა ჩვეული იყო მათ ცხოვრებაში (როგორც „გმოსყიდვა", „სყიდვა").
ნება მომეცით ვიკითხო: წმინდა მამებიც იუდეველები და წარმართები იყვნენ, თუ არ ესმოდათ რაშია საქმე დაჟინებით რომ ხმარობდნენ ამ საეჭვო ტერმინს? ამასთანავე ბ-ნი ოსიპოვი ლანძღავს მოსე წინასწარმეტყველამდე მცხოვრებ, ესავის ჩამომავალ მართალ იობს, მაგრამ განა ის გამოსყიდვაზე პირდაპირ არ საუბრობს? ხომ არ შეეძლო ეს თავად მოეგონებინა?
მე ოდნავ შევეხე იმას, თუ რაშია ჩემსა და ოსიპოვს შორის წინააღმდეგობრიობის არსი, რათა მკითხველისათვის გასაგები იყოს რაზეა საუბარი. ახლა გადავიდეთ ღირს იოანე დამასკელთან, რომელსაც ბატონი რაკოვი ციტირებას უკეთებს, როგორც ბ-ნ ოსიპოვის მოკავშირეს.
აი იოანე დამასკელის სიტყვა: „ჩვენ ასევე აღვიარებთ, რომ ქრისტემ მიიღო ყველა ბუნებითი და უყვედრელი ვნებები ადამიანისა, რამეთუ მან მიიღო მთელი ადამიანი და ყველაფერი ადამიანისთვის დამახასიათებელი, გარდა ცოდვისა, რადგან ცოდვა არ არის ბუნებითი და ის შემოქმედს არ ჩაუნერგავს ჩვენში, არამედ ის (ცოდვა) შემდგომ ჩნდება ეშმაკის მიერ ჩათესვით ჩვენს თავისუფალ ნებაში ჩვენივე თანხმობით და ის არ მბრძანებლობს ჩვენზე ძალადობრივად" (თ. XX „ბუნებითი და უმწიკვლო ვნებების შესახებ").
პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ვნების რაობა. საეკლესიო ენაზე ვნება, ეს უპირველეს ყოვლისა, არის ადამიანის ვნება და ვნებითი მდგომარეობა. მანკიერი ვნებებისაგან განსხვავებით უყვედრელი ვნებებისათვის უცხოა სიბილწე და ცოდვა. სიბილწე ადამიანის სულში ცოდვის მეშვეობით შემოვიდა და სხვა მანკიერებებთან ერთად მისი ფსიქოფიზიკური ორგანიზმი მოწამლა. ცოდვიანი ვნებიანობის ასეთი მდგომარეობა მთელ კაცობრიობაზე გავრცელდა გარდა იესო ქრისტეს ადამიანური ბუნებისა. ეს აზრი ნათლად არის გამოხატული წმინდა იოანე დამასკელის ფრაზაში: „მან მიიღო მთელი ადამიანი, და ყველაფერი მისთვის დამახასიათებელი, გარდა ცოდვისა". ადამიანისათვის თვისობრივია ის, რაც მასში უფალმა შთადო, ამიტომ ქრისტემ მიიღო ცოდვით დაცემამდელი ადამის ხორცი, ღვთისაგან, ვითარცა მძერწავისაგან სუფთა, ცოდვით შეუბღალავი მიწისაგან გამოძერწილი. წმინდა იოანე დამასკელი განაგრძობს: „... რადგან ცოდვა არ არის ბუნებითი და ის არ არის შთადებული ჩვენში შემოქმედის მიერ..." ისევე როგორც არ არის ბუნებითი ავადმყოფობა, ან წყლული, რომელიც ადამიანის ხორცს ჭამს.
ცოდვა - ეს არის დამახინჯება, ნაკლი, სნეულება, დეფორმაცია და დეგრადაცია. ამიტომ ქრისტე იღებს ბუნებით და არა დაზიანებულ, დაბინძურებულ ადამიანურ ხორცს „... მაგრამ ჩნდება (ცოდვა) ეშმაკის მიერ ჩვენს თავისუფალ ნებაში შემდგომი თესვით და არ მეუფებს ჩვენზე ძალადობრივად" (იქვე).
ადამმა და ევამ ეშმაკის მიერ დათესილი ნებაყოფლობით მიიღეს, გველის სიტყვებს დაეთანხმნენ არა ძალდატანებით, არამედ ხალისით გადავიდნენ მის მეუფებაში. ადამიანზე ეშმაკის მეუფება, ეს არის ცოდვის მეტაფიზიკური მხარე, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც იგნორირებულია რაციონალისტების მიერ.
შემდგომ წმინდა მამა განაგრძობს: „ბუნებითი და უყვედრელი ვნებები არ არის ჩვენს განმგებლობაში - ისინი, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში გაჩნდნენ დანაშაულისათვის სასჯელად - შიმშილი, წყურვილი, დაღლა, გარჯა, ცრემლი, ხრწნილება, სიკვდილისაგან გაქცევა, შიში, სიკვდილისწინა ტანჯვა, რისგანაცაა ოფლი, სისხლის წვეთები, ბუნების უძლურების გამო ანგელოზთაგან შეწევნა და ამის მსგავსი, ის, რაც ყველა ადამიანს ახასიათებს".
შევჩერდეთ სიტყვებზე: „ადამიანის ცხოვრებაში გაჩნდნენ დანაშაულისათვის სასჯელად...", მაშ ასე, უყვედრელი ვნებები ეს არის შედეგი ცოდვისა, რომელიც ყველა ადამიანზეა გავრცელებული. წმინდა იოანე დამასკელი იყენებს გამოთქმას „დანაშაულისათვის (პირველქმნილი ცოდვისთვის) განკითხვა", რასაც ბ-ნი ოსიპოვი აბსურდულს ეძახის. აი მისი სიტყვები: „კათოლიკური, შემდგომ კი პროტესტანტული ღვთისმეტყველება პირველშობილ ცოდვაში უმეტესწილად გულისხმობს ადამისა და ევას ბრალეულობას, იმ ცოდვას, რომელიც ჩაიდინეს, დანაშაულს, რომელიც ვითომდა მთელ კაცობრიობაზე გადადის, მაგრამ ეს არის - აბსურდი" (ა.ი. ოსიპოვი, კითხვა-პასუხები „პირველშობილი ცოდვის შესახებ").
ბ-ნ ოსიპოვის გამონათქვამი შევადაროთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „რამდენადაც ცოდვა ქვეყნად ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა, ცოდვით კი - სიკვდილი, ასევე გადავიდა სიკვდილი ყოველ ადამიანზე იმიტომ, რომ მასში (ადამში) შესცოდა - ყველამ" (ჰრომ. 5. 12). „რამდენადაც ერთის (ადამის) დანაშაულით ყველა განიკითხება, იმდენად ერთის (ქრისტეს) სიმართლით ყოველ ადამიანს აქვს განმართლება" (ჰრომ. 5. 18).
სწავლებას იმის შესახებ, რომ დაცმულ ადამში განკითხულია მთელი კაცობრიობა, ბ-ნი ოსიპოვი აბსურდად თვლის.
ადამისა და ევას დაცემის შემდგომ მათში ცოდვა შევიდა. პირველმამათა მეშვეობით ის, როგორც შთამომავლობით ხრწნილება, ყოველ ადამიანს გადაეცა. ადამიანებში გაჩნდა გნომიკური ნება, არა ბუნებითი, არამედ სხვადასხვა სურვილებსა და მოტივებს შორის ამრჩეველი. ქრისტეს ადამიანურ ბუნებაში არ არსებობდა გნომიკური ნება, რამდენადაც ის თავისუფალი იყო პირველქმნილი ცოდვისაგან.
ბ-ნი ოსიპოვი პირიქით, ეწევა პროპაგანდას, რომ ქრისტემ პირველქმნილი ცოდვა მიიღო. ამ ორ მთავარ პუნქტში - ცოდვით დაცემა ადამში და ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით გამოსყიდვა - ბ-ნი ოსიპოვი უშვებს პრინციპულ შეცდომებს, რომლებიც მიუხედავად მართლმადიდებლურს მიმსგავსებული ფრაზებისა და წმინდა მამებიდან ფრაგმენტული ამონარიდებისა, ძირს უთხრის მთელ წმინდა მამებისეულ სოტერიოლოგიას. ამიტომ ბ-ნ ოსიპოვისაგან ნასწავლი ღვთისმეტყველება ჰგავს ნაგებობას, რომელსაც მთავარი საყრდენი გამოაცალეს.
ახლა დავუბრუნდეთ წმინდა იოანე დამასკელს. აი როგორ განმარტავს ის უყვედრელ ვნებებს: „ბუნებითი და უყვედრელი ვნებები არის: შიმშილი, წყურვილი, დაქანცულობა, შრომა, ცრემლი, სიკვდილისაგან გარიდება, შიში, სიკვდილისწინა ტანჯვა, რისგანაცაა ოფლი, სისხლი წვეთები, ბუნებრივი უძლურების გამო ანგელოზთაგან შეწევნა და სხვა ამის მსგავსი, ის, რაც ბუნებრივად ყოველ ადამიანს ახასიათებს".
აქედან ჩანს, რომ ქრისტე იღებს არა ცოდვას, არამედ ცოდვის შედეგებს, და ის, უცოდველი, იღებს სასჯელს. ამაში მდგომარეობს მსხვერპლის არსი - დამნაშავეთა შეცვლა უდანაშაულოთი.
შემდგომ წმინდა მამა განაგრძობს: „მაშ ასე, ქრისტემ მიიღო ყოველივე, რათა ყოველივე ეკურთხებინა". შეიძლება კურთხევა ბუნებისა, სუბსტანციისა, ანუ არსებულისა, ხოლო ცოდვის კურთხევა არ შეიძლება, ცოდვა არ არის მსუფევი, ის - ადამიანში ჩამჯდარი პარაზიტია. ამიტომ სიტყვები „ქრისტემ მიიღო ყოველივე, რათა ყოველივე ეკურთხებინა", ნიშნავს იმას, რომ ქრისტემ მიიღო მთელი ბუნება გარეშე ცოდვისა.
შემდგომ ღირსი იოანე განაგრძობს: „ის გამოიცადა და გაიმარჯვა, რათა ჩვენთვის დანემზადებინა გამარჯვება და ბუნებისათვის მიეცა ძალა მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისა, რათა ოდესღაც დამარცხებულმა ბუნებამ ოდესღაც გამარჯვებულს იმ თავდასხმების მეშვეობით სძლიოს, რომელთა მეშვეობითაც თავად იყო დამარცხებული".
უფალი გამოიცადა დემონისაგან უდაბნოში, რაც ჰგავდა ადამის გამოცდას. ეშმაკი მთელ სამყაროზე მეუფებას ჰპირდება ქრისტეს; ადამს ღმერთობას აღუთქვამს. ეშმაკი ქვების პურად გადაქცევას სთავაზობს ქრისტეს; ადამს ვაშლს სთავაზობს, შესახედად მშვენიერს, რომელსაც ადამისთვის სიცოცხლის ხე უნდა შეეცვალა; ეშმაკი აცდუნებს ქრისტეს, აჩვენოს თავისი ძალა - გადმოხტეს ტაძრის გუმბათიდან და სასწაულის დემონსტრირებით ხალხი თავისკენ მიიქციოს; სატანა არწმუნებს ადამს, რომ აკრძალულ ნაყოფში, როგორც თილისმაში, იდუმალი ძალებია დაფარული, რომელთა მფლობელიც გახდება ადამი. სატანა ქრისტესგან ითხოვს ერთს - ქრისტემ თაყვანი სცეს მას, ანუ აღიაროს მისი ხელისუფლება; გველი ადამისაგან მოითხოვს უფრო მეტ რწმენას მისი დაპირებისადმი, ვიდრე ღვთის აღთქმისადმი. უფალი პასუხობს მაცდურს: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის - სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე (მთ. 4, 10). ადამმა ყური უგდო სატანას, ცოდვა ჩაიდინა, და ამით სატანის ხელისუფლების ქვეშ მოექცა. თუმცა გველს საუბარი ჰქონდა ევასთან, მაგრამ ამ მსოფლიო დრამაში მინც მთავარია ადამი, როგორც მთელი კაცობრიობის წინაპარი.
უდაბნოში უფალმა უარყო ის, რითიც ეშმაკი იმარჯვებს ჩვენზე. სახელდობრ: ხორციელი გულისთქმა, ამპარტავნება და ხელისუფლების მოყვარეობა, საკუთარ ადამიანურ ძალებზე მოიმედეობა. ეს განსაცდელები არ იყო ქრისტეს გონებრივი შერკინება, ეს იყო მხოლოდ გარეგნული прирождением და უფალმა იმწამსვე განაგდო ისინი. გეთსამანიის ბაღში თქვა რა უფალმა: „უფალო იყოს ნება შენი და არა ჩემი", სძლია განსაცდელს - სიკვდილისა და ტანჯვის ბუნებით შიშს. ანუ ის თავის ადამიანური ნებით არ განდგა ღვთაებრივი ნებისაგან. ქრისტემ ადამიანური ბუნების უცოდველი უძლურება დაგვანახა, გვიჩვენა, რომ მისი მსხვერპლი არ არის მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტია და ნამდვილი „... რათა განგვიმზადოს გამარჯვება და მისცეს ბუნებას მოწინააღმდეგეზე გამარჯვების ძალა". განამზადოს, ესე იგი შექმნას პირობები, ეს აუცილებელი პირობა იყო, სული წმინდის გარდამოსვლა დედამიწაზე და ეკლესიის გაჩენა. ქრისტეს ჯვარზე ვნებისა და პირველშობილი ცოდვის გამოსყიდვის მეშვეობით ადამიანს საშუალება მიეცა მადლის შემწეობით წინაღუდგეს ცოდვას და ამით სძლიოს დემონს „ ... ოდესღაც ძლეულმა ბუნებამ" (ადამში ძლეულმა და მის შთამომავლებში მოწყლულმა) ოდესღაც გამარჯვებულს (ანუ ედემში ადამის მძლეველ ეშმაკს) იმ თავდასხმათა მეშვეობით სძლიოს (მადლი მეშვეობით აღდგეს), რომელთა მეშვეობითაც თავად იყო ძლეული".
ეშმაკი ქრისტეს ვნებაში მთავარი დამნაშავეა - უნდოდა ჯვარზე სამარცხვინო სასჯელით გაენადგურებინა ქრისტეს საქმე, მაგრამ თავად იძლია ჯვრით.
უფალი თავისი ადამიანური ბუნებით მსხვერპლად შეიწირა წმინდა სამებისადმი და კაცობრიობა გამოისყიდა; და წმინდანებიც ჯვრის ძალისა და მათი ბუნების განმაახლებელი სული წმინდის მეშვეობით სძლევენ დემონს. მაგრამ მათ გამარჯვებაში არის გამარჯვება ქრისტესი.
რაკოვის მიერ მოყვანილ წმინდა იოანე დამასკელის მომდევნო ციტატაში: „მაცდური გარედან ეკვეთა ქრისტეს და არა გულისთქმების მეშვეობით, ისევე, როგორც ადამს, რამეთუ მას (ადამს) ეკვეთა არა გულისთქმებით, არამედ გველით" - მტკიცდება ზემოთ თქმული.
წმინდა იოანე დამასკელი წერს: მას (ქრისტეს) არ ჰქონდა გნომიკური (განზრახვით გამოხატული) ნება, განზრახვა, ანუ ნდომის საგანი, საწინააღმდეგო მისი ღმრთაებრივი ნებისა. ანუ მის წმინდა სულს მისი ღვთაებრივი ნებისათვის შეუთავსებელი (მიუღებელი) არაფერი ჰქონდა. (მართლმადებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი 2, თ. 22).
ქრისტეს ბუნებაში რომ ყოფილიყო პირველქმნილი ცოდვა, მაშინ მას ცდუნება გონების დონეზე უნდა აესახა, ანუ თავის სულის შიგნით ებრძოლა ცდუნების წინააღმდეგ. ცოდვით დაცემამდე ადამსაც არ ჰქონდა აქტუალური გნომიკური ნება. ცოდვა მასში გარედან, გველზე მინდობის გზით შევიდა. საცდური ქრისტეს გარედან ეკვეთა. მაგრამ მაცხოვრის სული სუფთა და შეურყეველი დარჩა. უფალმა აირეკლა კვეთება, ანუ სატანის ცდუნება და კვამლივით გაფანტა, რათა მასზე გარედან კვეთებული, მისი ბუნებითი ნებით ძლეული და მის ღმრთაებრივ ნებასთან შეურევნელად შეერთებულა (?) ვნებები ამპარტავნებისა, ავხორცობისა, ხელისუფლების მოყვარებისა, чтобы страсти гордости, похоти, властолюбия, приразившиеся к нему совне и побежденные егно естественной волейб неслиянно соединенной с божественной волей ჩვენთვისაც იოლად გადასალახი გახდეს სული წმინდის მეშვეობით, რომელიც ადამიანის გულის კუნჭულებშია დაფარული. „უფალმა აირეკლა კვეთება და კვამლივით გაფანტა, რათა მასზე კვეთებული და ძლეული ვნებები ჩვენთვისაც იოლი გადასალახი გახდეს, რათა (ამგვარად) ახალმა ადამმა განკურნოს ძველი ადამი".
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სიტყვა „ამგვარად" ტექსტში არ არის. ეს არის რაკოვის, ან მისი რომელიმე მასწავლებლის დამატებული, რაც ციტატის მთელ აზრს ცვლის. რამდენადაც ცოდვა ჩვენშია, ჩვენ არ შეგვიძლია ეშმაკს ვძლიოთ ისე, როგორც სძლია ქრისტემ და ბრძოლა დემონთან ჩვენთან აზრების, სურვილებისა და განზრახვების დონეზე მიმდინარეობს. უნდა ითქვას, რომ წმინდანები ეშმაკს არ ამარცხებდნენ თავიანთი ძალებით იმიტომ, რომ მას სძლია ქრისტემ და წმინდანები მადლის ძალით განამტკიცა.
ახალმა ადამმა - ქრისტემ, როგორც მთელი კაცობრიობის წარმომადგენელმა, მათ რიცხვში ადამისაც, „განკურნა ძველი" - განკურნა კაცობრიობა, უფრო ზუსტად ისინი, ვინც ქრისტე გამომსყიდველს ერწმუნა და მის ეკლესიაში შევიდა.
იქვე, 25-ე თავში ღირსი იოანე დამასკელი ამ აზრს განმარტავს. ის წერს, რომ არის შეთვისების ორი სახე: ერთი ბუნებით და არსობრივი, რომელიც მიიღო ქრისტემ, მეორე პირადი და შეფარდებითი „ ... პირადი არის მაშინ, როდესაც ვინმე რაიმე ურთიერთობის გამო, ან თანაგრძნობით ან სიყვარულით თავის თავზე სხვის სახეს იღებს და მის დასაცავ სიტყვას მის ნაცვლად წარმოთქვამს ისე, რომ ეს სიტყვა თავად წარმომთქმელს არანაირად არ ეხება. ამ გაგებით უფალმა შეითვისა წყევაც, ჩვენი დატევებაც, და სხვა ამისი მსგავსი, ის, რაც არ არის ბუნებითი, - შეითვისა არა თავად ასეთად მყოფმა, ან ასეთად გამხდარმა, არამედ შეითვისა როგორც ჩვენი სახის მიმღებმა თავისი თავის ჩვენს რიგებში ჩამყენებელმა".
როგორც წმინდა იოანე დამასკელის სიტყვებიდან ჩანს, ქრისტემ საკუთარი თავით შეგვცვალა, მაგრამ თავის ბუნებაში ჩვენი ცოდვები არ მიუღია (რასაც ბ-ნი ოსიპოვი თავისი სწავლებით არ ეთანხმება), რამდენადაც პირველშობილი ცოდვა, როგორადაც არ უნდა ამახინჯებდნენ მის აზრს, ცოდვად რჩება.
შემდეგ რაკოვი აცხადებს: „... მამა რაფაელი ოსიპოვის სწავლების შესახებ რამდენამდე წინასწარი განზრახვით მსჯელობს და თვითონ შედის წინააღმდეგობაში ღირსი იოანე დამასკელის შრომებთან, რომლებსაც ის ეყრდნობა".
მაშ რაკოვი მის მიერ ნაპოვნ შეცდომებს რატომ არ უდარებს იოანე დამასკელის სწავლებას, რათა მკითხველისათვის თვალნათლივ გამოჩნდეს ეს წინააღმდეგობრიობები და პროფესორის ტონით აცხადებს, რომ მე წინასწარი განზრახვით ვმსჯელობ ოსიპოვის სწავლებაზე, რომ ვეწინააღმდეგები ღირს იოანე დამასკელს და ა.შ. ერთი სიტყვით, რაკოვმა ყველაფერი თავად შეისწავლა, განსაზღვრა და შეაჯამა. რჩება მხოლოდ პირის გაღება და მისი მონაჩმახის გადაყლაპვა.
რაკოვი მოგვიწოდებს არ შემოვიფარგლოთ წმინდა იოანე დამასკელით და ეკლესიის ყველა მამა შევისწავლოთ. ვნახოთ წმინდა მამათა როგორ კონსენსუსს წარმოადგენს ის ოპტინის უდაბნოს ფორუმზე.
Xareba.net - ის რედაქცია