ლინდონ ლარუშის სახელი ნაკლებადაა ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იგი გახლავთ უდიდესი ამერიკელი ეკონომისტი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, რომელმაც თავისი საუკეთესო წლები ფინანსურ ოლიგარქებთან ბრძოლას შესწირა. ეს საკმაოდ რთული ბრძოლა იყო. ხუთი წლის განმავლობაში ლ. ლარუში დაპატიმრებული იყო, ვითომდა ხელისუფლების მიმართ შეთქმულების ორგანიზების ბრალდებით, თუმცა, მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ პროტესტი განაცხადა, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა გაენთავისუფლებინა იგი. დღეს, როდესაც გლობალიზმის პრობლემა აქტიურად დგას მთელ მსოფლიოში, ლინდონ ლარუშის მოსაზრებანი მნიშვნელოვნად დაეხმარება ადამიანებს.
ტატიანა შიშოვა - ბატონო ლარუშ, თუ შეგიძლიათ ზოგადად გვიამბეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან თქვენი ბრძოლის შესახებ.
ლინდონ ლარუში - პირველად მე ვიგრძენი, რომ არ ვეთანხმები ს.ს. ფონდის პოლიტიკას 1945 წ. მაშინ როდესაც ჯარში ვმსახურობდი. ჩემი იდეები, როგორც მოგვიანებით დადასტურდა, ძალიან უახლოვდებოდა ფ. რუზველტის პოლიტიკას, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების მომხრე იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თანაბრად განვითარებულიყო ყველა სუვერენული ქვეყანა და არა მხოლოდ წამყვანი სახელმწიფოები. მაგრამ ეს პოლიტიკური კლიმატი ამერიკაში შეიცვალა და მთავრობამ მიატოვა რუზველტის პოლიტიკა. იგი შეეკრა ინგლისს და კარდინალურად შეცვალა მსოფლიო წესრიგი. ამ იდეის ერთ-ერთ სულის ჩამდგმელად ჩერჩილი მოგვევლინა.
ტ.შ. - რატომ არ მოგეწონათ ეს პოლიტიკა?
ლ.ლ. - მე თავიდანვე მივხვდი, რომ ეს პოლიტიკა საერთაშორისო ფინანსურ კრიზისს გამოიწვევდა. განსაკუთრებით კი მაღელვებდა მილტონ ფრიდმანის დამანგრეველი კურსის არჩევა, რომელიც სრულიად ფაშისტური ეკონომიკური შეხედულებების აღმსარებელი გახლდათ. „დიქტატურის გარეშე ეკონომიკური წარმატებები შეუძლებელია" - ამბობდა მ. ფრიდმანი. 1971 წლიდან კი სიტუაცია პრინციპულად იცვლება. მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციები ფეოდალიზმს უბრუნდებიან, რომელსაც ლამაზი სახელი „გლობალიზაცია" დაარქვეს. ფაქტიურად მათ ახალი მსოფლიო იმპერიის მშენებლობა დაიწყეს. 1989-1999 წ.წ. კი ახალი რომის იმპერიის ჩამოყალიბების განსაკუთრებულად აქტიურ წლებად შეინიშნება, რისი მაგალითიც გერმანიის გაერთიანება და საბჭოთა კავშირის დაშლაა. ეს მსოფლიო იმპერია კი ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან იმართება. მათ აშკარად გენოციდის პოლიტიკა აირჩიეს, მასიურად ანადგურებდნენ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას. ადამიანები, რომლებიც ახალ რომის იმპერიას აშენებენ ანადგურებენ სუვერენული ქვეყნების ეკონომიკას და ამცირებენ მათ მოსახლეობას. მე კი არ ვაკრიტიკებ მათ - მე მათ ვადანაშაულებ! ეს ადამიანები ბოროტმოქმედები არიან.
ტ.შ. - განგვიმარტეთ, თუ შეიძლება, თქვენი აზრი. რატომ გაგონებთ დღევანდელი გლობალისტური პროექტი რომის იმპერიას?
ლ.ლ - ევროპის განვითარების ისტორიაში აშკარად შეინიშნება ორი ტენდენცია, ორი ძირითადი მიმართულება - ბერძნული და რომაული. ბერძნული მიმართულება - ქრისტიანულია, რომაული - წარმართული. რომის ძველ იმპერიაში, ასევე არსებობდა მოსახლეობის კონტროლის სისტემა. ახალი რომის იდეოლოგიის სისტემა. ახალი რომის იდეოლოგიების ამოცანაა - შეიქმნას ერთიანი სახელმწიფო, რომლის კონტროლს მსოფლიო ბანკირები განახოციელებენ. ისინი გადაწყვეტენ ვინ მოკვდეს, ვინ იცოცხლოს და განვითარდეს, ანუ ოლიგარქები ცდილობენ დაეპატრონონ მსოფლიოს. მაგრამ, ეს უტოპია დაინგრევა მისი განვითარების უმაღლეს პერიოდში, ისევე, როგორც ძველი რომის იმპერია დაინგრა.
ტ.შ. - კი მაგრამ, როგორ შეიძლება იარსებოს იმპერიამ იდეოლოგიის გარეშე?
ლ.ლ. - რასაკვირველია, მხოლოდ პოლიტიკა და შეიარაღება საკმარისი არ არის. საჭირო იყო მენტალიტეტის შეცვლა. სანამ ადამიანები ხვდებიან, რომ ერის კეთილდღეობა დამოკიდებულია შიდა წარმოების განვითარებაზე, ტექნოლოგიურ პროგრესზე და არა უცხოურ ფინანსურ კაპიტალზე, ისინი თავდაუზოგავად დაიცავენ სუვერენიტეტულ ინტერესს.
მენტალიტეტის შესაცვლელად ახალი წესრიგის მომხრეებმა ანტიქრისტიანული წესრიგის მომხრეებმა ანტიქრისტიანული იდეოლოგია გამოიგონეს - „new age” (ახალი ეპოქა). ეს იდეოლოგია XX-ს პირველ ნახევარში გაჩნდა და ძირითადად აღმოცენდა თეოსოფიის საფუძველზე. ამ იდეოლოგიის წამყვან ფიგურებად შეიძლება მივიჩნიოთ მადამ ბლავაცკაია და ცნობილი სატანისტი ალისტერ კროული. ჰიტლერის ფაშიზმი, ეგრეთწოდებული "კონსერვატიული რევოლუცია", ასევე „new age” დაარსებულია. ეს ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი იდეოლოგიაა. იგი უარყოფს ადამიანს, როგორც ხატებასა და მსგავსებას ღვთისას. ნაცვლად კი ადამიანს გარყვნილ ცხოველად წარმოგვიდგენს. სწორედ ამიტომაა მასებში მყარად გავრცელებული როკის, სექსისა და ნარკოტიკის კულტურა. „new age” ასევე პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალიზმსა და ყოველგვარი გარყვნილების გავრცელებას.
ტ.შ. - კი მაგრამ მს. ფონდი და სხვა მსოფლიოს მმართველი სტრუქტურები რატომ არიან დაინტერესებული მოსახლეობის შემცირებით? ეკონომიკის განვითარებისათვის ხომ ჭარბი მოსახლეობაა სასურველი?
ლ.ლ. - ყველაზე მეტად ოლიგარქებს თანამედროვე ნაციონალური სახელწიფოების ეშინიათ. ისინი შეჩვეულნი არიან ადამიანისადმი „ცხოველურ" მიდგომას, მაგრამ XX - საუკუნეში ეს „ცხოველი", ჯერ ერთი, საკმაოდ განათლებული გახლავთ, მეორეც, იგი საკმაოდ გამრავლდა. შედეგად კი ოლიგარქებს საფრთხე დაემუქრა. განათლებულ ადამიანს იოლად ვერ გადააქცევ მონად. მეტიც, ადამიანები მმართველი ორგანოების სისტემას რომ ჩაწვდნენ, ოლიგარქების მოშორებას მოინდომებენ, ამიტომ მმართველი მსოფლიო ოლიგარქია, ერთის მხრივ არ არის დაინტერესებული მოსახლეობის ზრდით, ვინაიდან რაც მეტი განათლებული ადამიანია, მით უფრო ძნელდება მათი მართვა, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა საშუალებებს იგონებს ადამიანის დასაჩლუნგებლად. აი, რატომაც ეცემა მსოფლიოში განათლების დონე და ტარდება შობადობის შემცირების პოლიტიკა. 1966 წ. აშშ-სმთავრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაუშვებელია იმ ქვეყნების ეკონომიკური დახმარება, რომელთა მოსახლეობა ჭარბად მატულობს. რატომ? იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების „ამოქაჩვა" პრობლემატური გახდება: ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს განაცხადებს რესურსების არათანაბარი გადანაწილების გამო. 1974 წ. ამერიკაში შეიქმნა „ნაციონალური უსაფრთხოების მემორანდუმი", რომელშიც ამ მიმართულებით სამოქმედო სახელმძღვანელოდ იქცა. მთელი ამერიკის პოლიტიკა, სხვა ქვეყნებისადმი დახმარების მინიჭება, აღმოჩნდა დაკავშირებული „ოჯახის დაგეგმარებისა და მოსახლეობის შემცირების პროგრამასთან" - და ყოველივე ეს დღესაც ხორციელდება.
ტ.შ. - ბატონო ლარუშ, თქვენ არა მარტო უდიდესი ეკონომისტი, არამედ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ბრძანდებით. თქვენი აზრით, რა პრინციპი უნდა დაედოს თანამედროვე პოლიტიკის საფუძველს?
ლ.ლ. - პოლიტიკა თავის საფუძველში ქრისტიანული უნდა იყოს, ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. შესაბამისად, ამორალური, ადამიანებისადმი ზიანის მიმყენებელი პოლიტიკის გატარება არ შეიძლება. არანაირი ეკონომიკა არ ღირს იმად, რომ ადამიანი შეეწიროს მას. თუ საუბარია კრიზისსა და ბანკროტზე, სახელმწიფოებმა უნდა აპატიონ ერთმანეთს ვალები და იზრუნონ პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტაზე. მათმა მეთაურებმა უნდა თქვან: „ჩვენ ვერ ჩავიდენთ დანაშაულს, რამეთუ ფულის გამო ადამიანის მოკვლა უდიდესი ცოდვაა. პირიქით, ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი". თუ მთავრობა იზრუნებს გასაჭირში მყოფ ადამიანებზე და ისინი იგრძნობენ ამას, მაშინ ხელისუფლებას რეალური მხარდამჭერი ეყოლება. მაგრამ ხალხს უნდა ვუჩვენოთ სწორი გზა, ისინი უნდა მიენდონ მთავრობას.
ტ.შ. - არის კი დედამიწაზე ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოს მართვის გლობალისტურ გეგმებს?
ლ.ლ. - ზოგიერთი ქვეყანა თანდათან ერკვევა არსებულ სიტუაციაში, ხვდება, რომ მსოფლიო იმპერია ნელ-ნელა ინგრევა, ჩინეთმა და სამხრეთ - აღმოსავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გარკვეული ზომები თავისი ეკონომიკის გადასარჩენად.
ტ.შ. - რა როლი უნდა დაეკისროს ამ ახალ პირობებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას?
ლ.ლ. - უნდა დავუბრუნდეთ სუვერენულ სახელმწიფოთა პატივისცემის პრინციპს. სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა უნდა ითვალისწინებდეს ყველა ერის ინტერესს და არა მხოლოდ რჩეული ერებისას. გაერო არ უნდა გადაიქცეს ექსკლუზიურ კლუბად, არ უნდა არსებობდეს ზენაციონალური ხელისუფლება. დროა, ბოლო მოეღოს აშშ-ის ნეოკოლონიურ სისტემას, თორემ ეს საშინელი ომითა და საყოველთაო ქაოსით დასრულდება.
ტ.შ. - კი მაგრამ, როგორ მივაღწიოთ ამას?
ლ.ლ. - დროა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოს მმართველთა მოქმედება არა უნებლიე შეცდომა, არამედ შეგნებული დანაშაულია მილიონობით ადამიანის წინაშე. ეს დაგეგმილი ბოროტებაა. და როდესაც უმრავლესობა ამას გაიგებს, ბოროტება დაითრგუნება. დღეს მრავალი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი, ვერ გაურჩევიათ სიკეთე ბოროტებისაგან. სწორედ ადამიანთა უმეცრების ხარჯზე ახორციელებენ ოლიგარქები თავიანთ ბნელ გეგმებს. ჩვენ უნდა განვუცხადოთ მათ: „მორჩა! გეყოფათ! ექსპერიმენტების დრო დასრულდა", მაშინ კიდევ არის მოვლენათა მშვიდად განვითარების შანსი.
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია