xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ღირსი ფილარეტ მოწყალე
ღირსი ფილარეტ მოწყალე
6-03-2018, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

ღირსი ფილარეტ მოწყალე

 

   ღირსი ფილარეტი პაფლაგონიაში, სოფელ ამნიაში ცხოვრობდა (მცირე აზრია). მან ცოლად მოიყვანა დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი, სახელად თეოზვა. მათ შეეძინათ სამი შვილი - ვაჟი იოანე და ორი ქალიშვილი.

   ღმერთმა უხვად დააჯილდოვა ფილარეტი და დიდი სიმდიდრე უბოძა. ასე რომ, იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კეთილი ადამიანი იყო თავის ქვეყანაში - ეხმარებოდა გაჭირვებულთ, აჭმევდა მშიერთ, სიხარულით ღებულობდა სტუმრებს და საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა.

   ერთხელ, ფილარეტთან შორეული სოფლიდან გლახაკი მივიდა და სთხოვა: მე მსმენია, რომ შენს საჩუქარს სიმდიდრე შემოაქვს ოჯახში, - მეც მომეცი ერთი ხბო შენი მეურნეობიდანო. ნეტარმა სიხარულით შეასრულა გლახაკის თხოვნა, დალოცა იგი და ერთმანეთს დაშორდნენ.

   ძროხამ რომ ხბო ვერ იპოვა, ბღავილი დაიწყო. თეოზვას განრისხებას კი საზღვარი არ ჰქონდა.

   - რამდენი ვითმინოთ კიდევ! - ტიროდა მეუღლე - ჩვენი დაცინვა არ იკმარე, ახლა ძროხას ხბო წაართვი! ვინ გააბედნიერე? მას ხბო დაეღუპება, ჩვენ კი ძროხა ბღავილით აგვიკლებს.

   ფილარეტი დაედევნა გლახაკს და უთხრა: „დაბრუნდი ძმაო! ჩვენი ძროხა იტანჯება ხბოს გარეშე. ჩემი მეუღლე ამბობს, რომ უსამართლოდ მოვიქეცი, დედას შვილი წავართვი, წაიყვანე ძროხაც, ღმერთმა დაგლოცოს".

   იმ დროს ბიზანტიას მართავდა კეთილმორწმუნე დედოფალი ირინე და მისი ვაჟი კონსტანტინე. როდესაც კონსტანტინე სრულწლოვანი გახდა, მისთვის საცოლის ძებნა დაიწყეს. ძებნისას პაფლაგონიის სოფელ ამნიას მიადგნენ. ფილარეტის ლამაზი და დიდი სახლი შორიდან მოჩანდა. ამიტომ პირველ რიგში მას მიადგნენ. მასპინძელმა დიდად გაიხარა სტუმრების მობრძანებით და ყველანი ოჯახში შეიპატიჟა.

   - თეოზვა - დაუძახა მან მეუღლეს, - გაგვიმზადე ვახშამი.

   - რითი გავამზადო ვახშამი? ჩვენ ხომ არაფერი გაგვაჩნია, - უპასუხა თეოზვამ.

   - შენ მხოლოდ ცეცხლი დაანთე და ღმერთი გამოგვიჩენს რითი გავუმასპინძლდეთ სტუმრებს. - უპასუხა ფილარეტმა.

   და მართლაც, როგორც კი ცეცხლი დაანთეს, მეზობლებმა, ზოგმა პური, ზოგმა ღვინო, ზოგმაც ხორცი მოიტანა.

   ლამაზად დალაგებულ და მდიდრულ მაგიდასთან მსხდომი სტუმრები გაკვირვებულნი უცქერდნენ ფილარეტს, რომელიც საკმაოდ ღარიბულად იყი ჩაცმული. მასპინძლის შვილიშვილები დიდი ყურადღებით ემსახურებოდნენ სტუმრებს. სტუმრებმა ქალიშვილების გაცნობა ისურვეს და აირჩიეს ფილარეტის უფროსი შვილიშვილი. მარიამი მთელს ოჯახთან ერთად წაიყვანეს კონსტანტინეპოლში.

   კონსტანტინემ უყოყმანოდ გააკეთა არჩევანი და ფილარეტის შვილიშვილზე დაინიშნა.

   ამიერიდან თეოზვა და მთელი ოჯახი შენდობას სთხოვდნენ ფილარეტს და მადლობდნენ მას, რადგან მისი ლოცვით ღმერთმა მათი ოჯახის დიდება ინება.

   - მოდით სადილზე მეფე და მისი მსახურნი მოვიწვიოთ! - შესთავაზა ფილარეტმა. ყველამ გაიხარა და მზადება დაიწყეს. ნეტარი ფილარეტი კი გლახაკთა, კეთროვანთა და გაჭირვებულთა დასაპატიჟებლად წავიდა. მან, დაახლოებით, ორას ადამიანს მოუყარა თავი. სახლს რომ მიუახლოვდა შვილებს ჰკითხა: „სტუმრები უკვე მოვიდნენ, სადილი მზად არის?"

   მაშინღა მიხვდა ყველა, რომელ მეფეს გულისხმობდა ფილარეტი, თვით ზეციური მეფე ესტუმრა მათ.

   ფილარეტმა არ ისურვა ტიტული და სახელი, არ იმოსებოდა ძვირფასი სამოსით, არამედ სიმდაბლით ცხოვრობდა და ღვთის მცნებებს ასრულებდა.

   ეუწყა რა ღვთისაგან, რომ მალე აღესრულებოდა, ფილარეტი ფარულად მივიდა კონსტანტინეპოლის ერთ-ერთ მონასტერში, აკურთხა თავისი ოჯახი და განუტევა სული. მას მთელი ქვეყანა დასტიროდა. მეფე - დედოფლით დაწყებული უბრალო გლეხით დამთავრებული, რამეთუ არ იყო ამქვეყნად მეორე ასეთი მოწყალე ადამიანი.

 

 

მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine