xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » აჭის წმინდა გიორგის ეკლესია
აჭის წმინდა გიორგის ეკლესია
6-11-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

აჭის წმინდა გიორგის ეკლესია

 

   ოზურგეთიდან, ცხრა კილომეტრის მოშორებით, სოფელ ლიხაურის გავლით, მდებარეობს აჭის წმ. გიორგის ეკლესია. სოფელთან მიახლოებისას იშლება დიდებული სანახაობა: პატარა, კოხტა ბაზილიკა გარშემოზღუდულია მაღალი, მტკიცედ ნაგები ქვის გალავნით. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე (XVIII ს.) აღნიშნულია აჭის ციხე-სიმაგრე. მის შესახებ ქაიხოსრო გურიელიც (XVII ს.) მოწმობს. სავარაუდოა, რომ აჭის ეკლესია ლიხაურის ციხე-სიმაგრესთან ერთად ასრულებდა თავდაცვის ფუნქციას.

   გურიაში შესასვლელი ერთ-ერთი ძირითადი გზა იყო ქობულეთი - ლიხაური - ოზურგეთის ტრასა. შესაძლოა ამან განაპირობა თავად გურიელების განსაკუთრებული ყურადღება აჭის წმ. გიორგის ეკლესიისადმი. გამორიცხული არ არის, რომ აჭის ეკლესია თვით გურიელების შეკვეთით არის აშენებული.

   წმ. გიორგის ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აუგიათ თლილი ქვის სწორი კვადრატებით.

   დაკვირვება ცხადყოფს, რომ ეკლესიის გალავანიცა და თვით ეკლესიაც მრავალგზის აღდგენილი და გამაგრებული უნდა იყოს.

   რადგანაც ეკლესიას მისადგომი სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან აქვს, ქართული არქიტექტურის ტრადიციის თანახმად, დეკორატიული აქცენტი სწორედ ამ მხარეზეა გადატანილი. ჩრდილო ფასადი კი დატოვებულია უორნამენტოდ.

   დეკორატიული ორნამენტებიდან აღსანიშნავია დასავლეთის კარის გაფორმება - ქვაზე ამოკვეთილი სამი ჯვრის კომპოზიცია, ასევე სამხრეთ-კარების ზემოთ კვეთაზე შესრულებული ბოლნისის ჯვარი. ეკლესიის ირგვლივ ძველი ქართული ორნამენტით შესრულებული სარკმლები და კარნიზებია.

   ეკლესიის შიდა სიმდიდრეს მისი ფრესკები და ასომთავრული წარწერები წარმოადგენს. მხატვრობიდან ყურადღებას იპყრობს შემდეგი კომპოზიციები და ხატები: „ვედრება", „ღვთისმშობლის მიძინება", „წმიდა გიორგის წამება", „ხარება", „ამაღლება", „ქრისტეს შესვლა იერუსალიმში".

   აღსანიშნავია წმ. გიორგის ურმისთვალზე წამების კომპოზიცია, სადაც სავარაუდოა იყო სამი პერსონაჟი: წმ. გიორგი და ორი ჯალათი მარცხნივ და მარჯვნივ. ფრესკაზე მარჯვნივ მყოფი ჯალათი არ ჩანს (ეს ხატი მოთავსებულია II  გვერდზე).

   სოფელ აჭში ნოემბერში განსაკუთრებით აღნიშნავდნენ გიორგობას. აქ დღესაც მრავალი ადამიანი ნოემბერს გიორგობის თვეს უწოდებს.

   ამჟამად აჭის ეკლესიაში წირვა აღევლინება ტაძრის დღესასწაულებზე.




Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine