ჭეშმარიტი ეკლესია, ნამდვილი, ძველი - ერთადერთია... რამეთუ როგორც ერთია ღმერთი და ერთია უფალი, ასევე ჭეშმარიტი ღირსება ერთადერთობით გამოიხატება, მსგავსად ერთადერთი საწყისისა - ღმრთისა. ამგვარად, ერთიანი ეკლესია, რომლის დაყოფასაც მწვალებლობები ცდილობენ ძალით, თავისი ერთობით ერთიანი ღმრთის ბუნებას ემსგავსება [34, გვ. 450].