xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » უსამართლო მსაჯული ჩვენი გულგრილობაა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
უსამართლო მსაჯული ჩვენი გულგრილობაა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
13-08-2017, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დედამიწის მკვიდრთაგან მხოლოდ ადამიანს (ქალს) არ შეუძლია მშობიარობა დახმარების გარეშე. მისი ხვედრია, ტკივილითა და ტანჯვით აჩინოს შვილები. ბავშვის დაბადება მთელ მსოფლიოში ყოველთვის დიდ სიხარულს ჰგვრიდა ადამიანებს. მრავალშვილიანი ოჯახი ღვთივკურთხეულად ითვლებოდა. დღეს კი გაუგებარი რამ ხდება: მშობლებს შვილების თავიდან მოცილება სურთ, დედა ავთვისებიან სიმსივნესავით იკვეთს საშოდან ბავშვს. უწინ მონათმფლობელს თავისი მონის შვილის დაბადებაც კი უხაროდა. მებატონეები თავიანთი ყრმების დაქორწინებას ცდილობდნენ, რათა მათი შთამომავლობაც გამრავლებულიყო. ჩვენს დროში კი ისეთი დაჟინებით სურთ ბავშვის თავიდან მოშორება, როგორც მებაღეს - სარეველებისგან ბაღის გასუფთავება. ყველა სახელმწიფოში ბავშვის დაბადებას სხვადასხვა საშუალებებით უწყობდნენ ხელს: მშობლებს მაღალხელფასიან სამსახურს სთავაზობდნენ, დახმარებას უნიშნავდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში მათ ბინითაც უზრუნველყოფდნენ. ჩვენ კი სულ მცირეს, ელემენტარულს ვითხოვთ: დაბადების საშუალება მიეცით ბავშვს. ამჯერად ვსაუბრობთ არა იმ შემთხვევებზე, როცა ადამიანებს შვილის გაჩენა არ სურთ და ამიტომ აბორტს იკეთებენ, არამედ იმაზე, რომ ხშირად უსახსრობის გამო მშობლები გასამრჯელოს ვერ უხდიან ექიმს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ უფასო სამშობიეროებზე, მაგრამ რეალურად ისინი არ არსებობენ. თუ ხელმოკლე მშობიარე დაიჯერებს, რომ მას უფასო დახმარებას გაუწევენ, სულ მალე დარწმუნდება, რომ ეს მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობის მსგავსი რამ იყო და სხვა არაფერი. მშობლებს, რომლებსაც მედპერსონალისთვის რამდენიმე ასეული ლარის გადახდა არ შეუძლიათ, დიდი შანსი აქვთ, რომ საკუთარი თვალით იხილონ შვილის სიკვდილი. ვინ არის ბავშვის მკვლელი? - ექიმი, რომელმაც უარი თქვა, დახმარებოდა მშობიარეს, თუ მთელი ჩვენი საზოგადოება, რომელსაც სხვისი ცხოვრება არ ადარდებს, თანაგრძნობა არ გააჩნია და ერის ტრაგედიას საკუთარ უბედურებად ვერ აღიქვამს?

   შობადობა კლებულობს. ბავშვთა სიკვდილიანობა მატულობს. ფეხმძიმობის სამოცდაათი პროცენტი აბორტით მთავრდება. ამ ფონზე მით უმეტეს, ყოველგვარი დახმარება უნდა გაეწიოს მას, ვისაც შვილების ყოლა სურს, ვისაც საკუთარ თავში მამობრივი ან დედობრივი გრძნობა არ ჩაუკლავს, ვინც მზად არის, სიხარულით იტვირთოს შვილების აღზრდის ღვაწლი, შვილებისა, რომლებიც ქვეყნის ხვალინდელი დღეა.

   ჩვენს ქვეყანაში ბავშვის სიცოცხლის დასაცავად უფასო სამშობიაროები არ იხსნება. რა უნდა ქნას ქალმა, რომელსაც არა თუ რამდენიმე ასეული, რამდენიმე ათეული ლარიც კი არ აბადია. ამ აზრით, ქალი ყველაზე უმწეო არსებაა, ძაღლსა და კატაზე უმწეოც კი, რომლებსაც შეუძლიათ, თვითონვე დაყარონ კნუტები და ლეკვები სადმე სხვენში ან თავიანთ ხუხულაში. ფიქრობენ კი, რისთვის იმეტებენ ქალს, როდესაც სამშობიაროს კარს ცხვირწინ უხურავენ? მშობიარე თვითონ ხომ ვერ მიიღებს საკუთარ მშობიარობას და ვერც ჭიპლარს გადაიღრღნის კბილებით.

   გავიხსენოთ ფაშისტების გეგმები შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით იმ ქვეყნებში, რომლებშიც, მათი აზრით, დაბალი რასები ცხოვრობდნენ. ამ გეგმებში შედიოდა: სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გავრცელება, გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობების პროპაგანდა, რაც, სხვათა შორის, ჰიტლერისთვის დაუშვებელი იყო თავის ქვეყანაში. ამ გეგმებში შედიოდა აგრეთვე შიმშილობისა და ეპიდემიების ხელოვნურად გამოწვევა. ფაშისტების გეგმაში აღნიშნული იყო, რა მინიმუმამდე უნდა დაეყვანათ ამა თუ იმ ხალხის რაოდენობრივი მაჩვენებელი. თავად ფიურერს არაერთხელ უთქვამს, რომ მას არასრულფასოვანი ერებისა და რასების განადგურების უფლება აქვს. ნუთუ აწ საკუთარი თვალით ვიხილავთ იმას, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ ვერ განხორციელდა? და თანაც ნუთუ ჩვენივე ხელით ვიქმთ ამას?

   მახსენდება მწერალ მაჩტეტის ფანტასტიკური მოთხრობა იმის შესახებ, რომ ადამიანმა გაიღვიძა ორასი წლის ძილის შემდეგ და თავის ირგვლივ თანამემამულეების ნაცვლად სულ სხვა რასის ხალხი დაინახა - ამ ხნის მანძილზე მთელ დედამიწაზე გამრავლებულიყვნენ. თუ მომავალი თაობების გადასარჩენად ზომებს არ მივიღებთ, ორასი წელი ლოდინი აღარ დაგვჭირდება იმისათვის, რომ კატასტროფის მომსწრენი გავხდეთ.

   შობადობის ალტერნატივად ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და გაუკუღმართებული ურთიერთობების თავისუფლებას გვთავაზობენ. რა ქნან მშობლებმა, თუ მათ სინდისი აკავებთ და არ სჩადიან იმ დანაშაულს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია გმობს, როგორც მომაკვდინებელ ცოდვას? რა იღონოს მან, ვისაც არ გააჩნია იმის სახსრები, რომ ჯანდაცვის ორგანოებიდან შვილი გამოისყიდოს? ამ შემთხვევაში უკვე სავსებით რეალურია, რომ ეს გარემოება დედისთვისაც და ბავშვისთვისაც სასიკვდილო განაჩენად იქცეს. ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

   ინდოეთსა და ჩინეთში იძულებითი სტერილიზაცია შემოიღეს, თანაც სტერილიზაციის დასაცავად გამოვიდა ყველასათვის კარგად ცნობილი მაჰათმა განდი, რის გამოც ის ინდუსმა ნაციონალისტმა მოკლა.

   რუსეთში ჯანდაცვამ „ორიგინალური" გამოსავალი იპოვა: დედას შეუძლია გაყიდოს თავისი ბავშვი სხვადასხვა პრეპარატის დასამზადებლად. ნუთუ ამ კანიბალიზმის ჩრდილი ჩვენთანაც ჩამოწვება? ნუთუ ჩვენთანაც შემოიღებენ ადამიანის სტერილიზაციას, მსგავსად იმისა, ევროპაში ხშირად შინაური ცხოველების სტერილიზაციას რომ ახდენენ? ჯერ-ჯერობით მხოლოდ აჩრდილები მოჩანს ახლო თუ შორეული პერსპექტივისა. მაგრამ ეს თუ მოხდა, ამაში მთელი საზოგადოება იქნება დამნაშავე, თუმცა მას ბრალი ედება იმაშიც, რაც უკვე ხდება. დაფიქრდით იმ დედის მდგომარეობაზე, რომელსაც ფული ვერ უშოვია, თავისი ჯერ არშობილი შვილი რომ გადაარჩინოს. გვიპასუხეთ კითხვაზე: ვინ წაართვა ამ ბავშვს სიცოცხლე, ვინ მოაწერა ხელი სასიკვდილო განაჩენს? - ეს უსამართლო მსაჯული ჩვენი გულგრილობაა. ნუთუ სიკვდილმისჯილ ბავშვს კასაციის - სამართლიანობისა და შეწყალების მოთხოვნის - უფლებაც არა აქვს?





წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine