xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » წყალობა წყალობის წილ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყალობა წყალობის წილ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
3-08-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

წყალობა წყალობის წილ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   არსებობს ძველი თქმულება, რომელიც მოციქულთა სწორი წმინდა მეფის, კონსტანტინე დიდის ცხოვრებაშია შესული. სიყმაწვილეში წმინდა კონსტანტინე წარმართი იყო, მაგრამ მამამისის, ბრიტანეთის მმართველის - ქლორის მაგალითით, ქრისტიანებს მფარველობას უწევდა საიდუმლოდ. ის სიმამაცით, სამართლიანობითა და მოწყალებით გამოირჩეოდა და ქვეშევრდომთა დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მაგრამ ახალგაზრდობაში მას დიდი უბედურება დაატყდა თავს: კონსტანტინეს კეთრი შეეყარა. მისი სხეული ჩირქიანი წყლულებით დაიფარა, მთელ ტანზე ფუფხი გადაეკრა ედესის მეფე ავგაროზივით, მოციქულმა თადეოზმა რომ განკურნა. კეთროვანი ხანგრძლივი სიკვდილისთვის არის განწირული. მისი სხეული ჯერ თეთრი ლაქებით იფარება, ეს ადგილები მკვდარი და უგრძნობი ხდება, ცეცხლითაც რომ მოიწვას კაცმა, ტკივილს ვერ იგრძნობს. შემდეგ მათ ადგილზე ჩირქოვანი იარები ჩნდება. ხორცები ნაფლეთებად ცვივა გველის ქერქივით, წყლულებიდან მყრალი ზინზღლი გადმოდის, სახე სივდება და ლამის თავს ემსგავსება, ცხვირი შიგნით ვარდება, ტუჩები ლპება და კაცი სიკვდილის ნიღაბს ემსგავსება. მას სახეზე ძვლები უშიშვლდება, თვალებიდან ჩირქნარევი ცრემლი მოსდის, ხელები უსივდება და თითები სახსარ-სახსარ ეშლება. ადამიანი საფლავიდან წამომდგარ, მატლებისაგან ნახევრად შეჭმულ ცხედარს ემსგავსება.

   კეთროვნის იარები ენით უთქმელ სიმყრალეს გამოსცემდნენ. ყველაზე ახლო ნათესავებსაც კი ეშინოდათ მათთან მიახლოების. კეთროვნებს სახლებიდან აძევებდნენ, ისინი ტყეებსა და უდაბნოებში სახლდებოდნენ და მხოლოდ ადამიანთა ნაწყალობევი საკვებით არსებობდნენ. ადამიანები განსაზღვრულ ადგილზე დებდნენ მათ საჭმელს და სასწრაფოდ გაეცლებოდნენ ხოლმე კეთროვანთა ბუნაგს, როგორც დაწყევლილ ადგილს. ავგაროზ მეფე ქვეშევრდომებს რომ ელაპარაკებოდა, შავი ტილოთი იხვევდა სახეს, იქნებ სწორედ ამიტომაც შეარქვეს მას შავი ავგაროზი. ის ქრისტეს სარწმუნოებით, მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატზე შეხებით განიკურნა, ხოლო დარჩენილი იარები სახეზე მაშინ გაუქრა, როცა თადეოზ მოციქულმა მონათლა.

   კონსტანტინე წარმართთა გარემოცვაში ცხოვრობდა. ის წარმართ მკურნალებს მიმართავდა, მაგრამ ადამიანები უძლურნი იყვნენ ამ სნეულების წინაშე. მაშინ ექიმებმა უთხრეს მას, რომ არსებობდა განკურნების ერთადერთი, უკანასკნელი საშუალება: მას ჩვილების სისხლის აბაზანები უნდა მიეღო. კონსტანტინე დიდხანს არ თანხმდებოდა, მაგრამ სენი ძლიერდებოდა. და აი, სასახლეში თოთო ბავშვები მიიყვანეს, რომელნიც თავიანთ დედებს მოსტაცეს, რათა მათი სისხლით მომავალი კეისარი კეთრისგან განეკურნათ. კონსტანტინეს მათი ტირილი შემოესმა და იგი იმ ოთახში შევიდა, სადაც ჩვილები ჰყავდათ შეყვანილი. ექიმებმა უთხრეს, რომ განკურნების სხვა საშუალება არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ელოდა, მანამდე კი წლობით უნდა ეტარებინა ლეშივით გახრწნილი სხეული. კონსტანტინე დუმდა. მას ესმოდა ბავშვების ტირილი, ხედავდა მათ შეშინებულ თვალებს. ჩვილები თითქოს ხვდებოდნენ, რომ მოსწყვიტეს ისინი დედებს და რისთვის მიიყვანეს სასახლეში, რომელიც მალე სამარედ უნდა ქცეულიყო მათთვის. და აი, თანაგრძნობის განცდამ ზეციური ნათლის სხივივით გააცისკროვნა წარმართის გული. მან თქვა: „უმჯობესია სნეული დავრჩე და მოვკვდე, ვიდრე ამ ჩვილთა სისხლი დავღვარო", და ბრძანა, ბავშვები უკან დაებრუნებინათ, ხოლო მშობლებისთვის ძღვენი მიეცათ სამეფო ხაზინიდან. და უფალმა სასწაული მოახდინა: მისი წყლულები თანდათან მოშუშდა და მალე ის სრულიად განიკურნა. უკურნებელი სენი უსუსური აღმოჩნდა ღვთის ძალის წინაშე. მაგრამ მოხდა სხვა სასწაულიც. ჩვილების შეწყალებისათვის, რომელთა გამოც წარმართი მზად იყო, მოწამეობრივი სიკვდილი მიეღო, უფალმა მას უდიდესი წყალობა - თავისი მადლი უბოძა. ამ დროს მოხდა კონსტანტინეს პირველი, ჯერ საიდუმლო მოქცევა ქრისტიანობაზე.

   თუ არა ჩვილებისადმი მოწყალება, შესაძლოა, მას ვერც ეცნო ქრისტე და ეკლესიისა და მსოფლიოს ისტორიაც სხვაგვარად წარმართულიყო. კონსტანტინეს წარმართთა რჩევა რომ მიეღო, მისი სული კეთრის საუკუნო წყლულებით დაიფარებოდა და ის კეთროვნის სახით აღდგებოდა მარადიული სასჯელისათვის.

   დაე, დაფიქრდნენ ამაზე ისინი, ვინც დროებითი და მოჩვენებითი კეთილდღეობისთვის მზად არიან, საკუთარი შვილების სისხლი დაღვარონ და კეთროვნებად დარჩნენ საუკუნოდ.



წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine