xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » სინდისი - მკაცრი მსაჯული - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სინდისი - მკაცრი მსაჯული - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
25-11-2022, 07:53  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ბიზანტიელ ქრონოგრაფთა მატიანეში შემონახულია სულის შემძვრელი ისტორია ერთ-ერთი იმპერატორის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებისა. ამ მეფეს ჰყავდა ძმა, რომელიც მოწყალებითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. თავისი მართალი ცხოვრებით მან ხალხის სიყვარული დაიმსახურა. იმპერატორს ტახტის დაკარგვისა ეშინოდა: მას ეჩვენებოდა, რომ მისი ძმა, რომელსაც ხალხის სიყვარული მოეპოვებინა, მეფობაში შეეცილებოდა და გვირგვინსა და სკიპტრას წაართმევდა. ძმა ფიცით არწმუნებდა, რომ ძალაუფლების მოსურნე არასოდეს ყოფილა. მაგრამ, როგორც წესი, ადამიანი თავისი თავის მიხედვით მსჯელობს სხვებზე. იმპერატორმა გადაწყვიტა, ის ძალით აღეკვეცა ბერად და თან დიაკვნად ეკურთხებინა, რათა ამით საერო თანამდებობის დაკავების უფლება წაერთმია მისთვის. ადამიანს, რომელიც სასულიერო ხარისხის აყრას გაბედავდა, ხალხი ისე უყურებდა, როგორც სარწმუნოებისაგან განდგომილს. ხელთდასხმული სიხარულით მადლობით თავის მბრძანებელ ძმას საუკეთესო ხვედრის განწესებისათვის და საკურთხეველში მსახურებას დიდ პატივად მიიჩნევდა. გავიდა რამდენიმე წელი. დიაკვანი განსაკუთრებული რუდუნებითა და გულისხმიერებით ასრულებდა ღვთისმსახურებას და როცა ქრისტეს სისხლით სავსე ბარძიმს იღებდა ხელში, ცრემლმორეული ლოცულობდა თავისი ძმისთვის. მაგრამ ეშმაკი გულს უღრღნიდა მეფეს. თავისი ძმა მას დიაკვნის შესამოსელშიც მეტოქედ ეჩვენებოდა და ფარულად მკვლელები მიუგზავნა. ბოროტმოქმედება აღსრულდა. „ახლა კი მშვიდად დავიძინებ" - თქვა მეფემ. მაგრამ იმავე ღამეს მან საშინელი სიზმარი ნახა, ჩვენების მსგავსი. მას მოკლული დიაკვანი მიუახლოვდა სისხლიანი სასმისით ხელში და უთხრა: „დალიე, ძმაო, ჩემი სისხლია". თავზარდაცემულ იმპერატორს გამოეღვიძა, ხოლო როდესაც ისევ წამოწვა ტახტზე და თვალები მიელულა, კვლავ ძმა იხილა სისხლიანი ბარძიმით ხელში. იგი ეუბნებოდა: „ძმაო, შენ ხომ ჩემი სისხლი გწყუროდა, აჰა, დალიე". ასე ხდებოდა ყოველ ღამე. ის ხედავდა თავის ძმას დიაკვნის სისხლიანი შესამოსლით მოსილს, რომელიც ევქარისტიული ბარძიმის ნაცვლად თავისი სისხლით სავსე სასმისს აწვდიდა და ეუბნებოდა: „გწადია ჩემი სისხლი? აი, მოგიტანე და დალიე". ეს ხილვა შემდგომში დღისითაც არ ასვენებდა მეფეს. იგი მჭმუნვარებამ შეიპყრო და ბოლოს, სასოწარკვეთილმა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე: გავარვარებულ ღუმელში დაიწვა თავი.

   განა უფრო საზარლად არ იქცევა ის, ვინც საკუთარ შვილებს ხოცავს, ვინც ადამიანის სისხლის ფასად ცდილობს, თავისი ცხოვრება უფრო ლაღი და უდარდელი გახადოს? უდანაშაულოდ მოკლული ძმის მოჩვენება მოსვენებას არ აძლევდა მეფეს. მათ, ვისაც ხელები საკუთარი შვილების სისხლით აქვთ დასვრილი, დაე ახსოვდეთ, რომ ღამით მათ სასთუმალთან ის პაწაწინა ჩვილები მოდიან მათივე სისხლით გავსებული ფიალით ხელში და ეუბნებიან: „დედა, დალიე ჩემი სისხლი, ის ხომ შენს საამებლად არის დაღვრილი. აჰა სასმისი, შენთვის მომირთმევია, შესვი ბოლომდე!"


   



წიგნიდან „სულის უდაბნო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine