პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე შემუშავებულ მრწამსის მეცხრე მუხლში ჩვენ ვაღიარებთ ერთ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ეკლესია კრებსითი ბუნების თანახმად, უმაღლესი ორგანო დედამიწაზე, რომელიც უფლებამოსილია ცხოვრების უმთავრესი საკითხები გადაწყვიტოს, რომელზეც იწვევენ ყველა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავრებსა და მღვდლებს, მსოფლიო კრება გახლავთ.
მართლმადიდებელი ეკლესია შვიდ მსოფლიო კრებას აღიარებს: ნიკეის I (იგივე I მსოფლიო კრება); ხსენება 29 მაისს, რომელიც 325 წელს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ ქალაქ ნიკეაში წმიდა კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს შედგა. კონსტანტინეპოლის I (II მსოფლიო კრება; ხსენება 22 მაისს), რომელიც 381 წელს მაკედონის მწვალებლობის წინააღმდეგ იმპერატორ თეოდოსი დიდის დროს შედგა. ეფესოს (III მსოფლიო; 9 სექტემბერს) - რომელიც 431 წელს ნესტორის მწვალებლობის წინააღმდეგ ქ. ეფესოში იმპერატორ თედოსის დროს შედგა. ქალკედონის (IV მსოფლიო კრება, ხსენება 16 ივლისს) – 451 წელს მონოფიზიტების მწვალებლობის წინააღმდეგ ქ. ქალკედონში იმპერატორ მარკიანეს მეფობის დროს შედგა. კონსტნტინეპოლის III (VI მსოფლიო კრება) ხსენება მარდამავალია 11 ოქტომბრის მიახლოებულ კვირას - 787 წელს ხატმებრძოლი მწვალებლობის წინააღმდეგ იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის, ირინეს მმართველობის დროს შედგა.
მსოფლიო კრებების წმიდა მამათა განსაკუთრებული თაყვანისცემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო კრებები, სრულფასოვნად გამოხატავენ მსოფლიო ეკლესიის სარწმუნოებას, ნებასა და გონებას.
მსოფლიო კრებები ეკლესიაში ყოველთვის მწვალებლობის გამოჩენის, მართლმადიდებლური სწავლებისა და გადმოცემის დამახინჯების გამო იკრიბებოდა დოგმატები, - უცვლელნი თავისი შინაარსითა და მოცულობით, - თანდათანობით და თანმიმდევრულად ირკვეოდა და იზუსტებოდა წმიდა მამების მიერ იმდენად, რამდენადაც ესაჭიროებოდა თვით ეკლესიას ადამიანების საცხოვნებლად.
ეკლესიის ისტორიის გადამწყვეტ პერიოდში წმიდა მსოფლიო კრებებმა წარადგინეს თავისი დოგმატური განსაზღვრებები, როგორც მართლმადიდებლობის დაცვის მყარი საფარი, რომელიც იქამდე გაგრძელდება, „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა" (ეფ. 4, 13). ახალ ერესებთან ბრძოლის დროს ეკლესია არასდროს არ უარყოფდა წინათ მიღებულ დოგმატებს და არ ცვლიდა მათ ახალი ფორმულირებებით. წმიდა მსოფლიო კრებების დოგმატურ ფორმულირებებს ვერასდროს ვერ აღვემატებით, ისინი ეკლესიის ცოცხალ გადმოცემაში მუდამ დარჩებიან თანამედროვე. ამიტომ, ეკლესია აცხადებს: „ღვთის ეკლესიაში განდიდებულ მამათა სარწმუნოების მსგავსად, რომელნიც იყვნენ მნათობნი ამა სოფლისა, იცავდნენ რა ღვთის სიტყვას, დაე, დაცულ იქნას მყარად, რათა ცხოვრების აღსასრულამდე შეუცვლელად შერწყმულ იყოს წმიდა წერილთან და დოგმატებთან. განვაყენებთ და ანთემას გადავცემთ ყველას, რომელნიც წმიდა მამებმა განაყენეს და ანათემას გადასცეს, როგორც ჭეშმარიტების მტრები. თუ ვინმე არ იცავს და არ მიიღებს აღნიშნულ დოგმატებს და სხვაგვარად აზროვნებს და ქადაგებს, დაე, ანათემირებული იყოს (მეექვსე მსოფლიო კრების პირველი კანონი).
დოგმატური მოღვაწეობის გარდა, მსოფლიო კრებების წმიდა მამები დიდი ძალისხმევით იღვწოდნენ ეკლესიური დისციპლინის მოსაწყობადაც. ადგილობრივი კრებები, როგორც ცნობილია, გამოსცემდნენ თავის დისციპლინარულ კანონებს, დროისა და ადგილის მოთხოვნილებებისამებრ. მართლმადიდებლური ეკლესიის მსოფლიო ერთობა კანონიკურ პრაქტიკაშიც ითხოვდა ერთობას, ანუ კრებსით განხილვასა და მსოფლიო კრებების მნიშვნელოვანი კანონიკური ნორმების დამტკიცებას. ასე, კრებების გადაწვეტილებებისამებრ, ეკლესიის მიერ მიღებული იქნა ოცი პირველი, შვიდი - მეორე, რვა - მესამე დოგმატი. კრებები დაკავებულნი იყვნენ უშუალოდ დოგმატური საკითხებით და არ დაუტოვებიათ კანონები. დადგენილი ეკლესიური წეს-ჩვეულებების კოდიფიცირების მოთხოვნილებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის არსებული კანონიკური კოდექსების საბოლოო დამტკიცებისათვის, 451-680 წლებში განსაკუთრებული კრების მოთხოვნილება გახდა, რომლის მოღვაწეობა ეკლესიის კანონების სრულად თავმოყრას დაეთმო. ეს გახლდათ 682 წელს შემდგარი ტრულის კრება. მას ასევე მეხუთე - მეექვსე კრებას უწოდებენ, იგულისხმება რა, რომ მან კანონიკური თვალსაზრისით შეავსო მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრებები. მას ხშირად უბრალოდ მეექვსე კრებას უწოდებენ, ანუ მეექვსე მსოფლიო კრების პირდაპირ გაგრძელებად მიიჩნევენ.
ტრულის კრება, რომელმაც 102 კანონი დაგვიტოვა, მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ღვთისმეტყველების ისტორიაში ერთობ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ჩამოთვალა რა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ეკლესიის მიერ მიღებული მოციქულთა, წმიდა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონები, ტრულის კრებამ დაადგინა: „არავის არ მიეცეს ზემოხსენებული კანონების შეცვლის ან უარყოფის, ან სხვა კანონების მიღების უფლება" (მეექვსე მსოფლიო (ტრულის) კრების მეორე კანონი).
ეკლესიის კანონები, რომელნიც ნაკურთხია ექვსი მსოფლიო კრების ავტორიტეტით (VII მსოფლიო კრება 787 წ. და ასევე კონსტანტინეპოლის 861-878 წლების კრება მას მოგვიანებით, წმიდა პატრიარქ ფოტის დროს დაემატა) ერთობლივად მადლმოსილ კანონიკურ ნორმას წარმოადგენენ, რომელიც აუცილებელია ყველა დროში, ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის პრაქტიკული ხელმძღვანელობის აღსასრულებლად.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია