xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მორჩილება თავისუფლებაა - წმიდა პაისი
მორჩილება თავისუფლებაა - წმიდა პაისი
23-10-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   - გერონდა, როგორი ხდებიან ბავშვები, რომლებიც დისციპლინის გარეშე იზრდებიან?

   - ზოგიერთი ბრალის შემამსუბუქებლი გარემოება მათ ნამდვილად გააჩნიათ. მშობლებს არ ესმით, რისთვის არის საჭირო დისციპლინა, ამიტომ შვილებს მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებენ, შედეგად კი ხულიგნები ეზრდებათ - ერთს ეტყვიან, ხუთს შემოგიბრუნებენ, თანაც გაუგონარი ბილწსიტყვაობით! ასეთი ბავშვები პოტენციური დამნაშავეები არიან. დღეს ბობოქრობს ლოზუნგები: „თავისუფლება!" „ნუ შეზღუდავთ ბავშვებს!", ბავშვებიც გახარებულნი გაიძახიან: „სად იპოვი კიდევ ამგვარ სახელმწიფო წყობას?!" არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ბავშვები არ დაემორჩილონ მშობლებს, მასწავლებელს და სრულიად აღვირახსნილნი აღიზარდონ. შემდგომში კი ეს ახალგაზრდა მეამბოხეები გარკვეულ პირებს ეხმარებიან ჩანაფიქრის განხორციელებაში. ბავშვებს თავიდანვე აქცევენ მეამბოხეებად, რომ შემდეგ ბოროტი მიზნებისათვის გამოიყენონ. ამიტომაც უკვე სახეზეა ნახევრად ეშმაკეული ახალგაზრდობა.

   - თუ სულიერ ცხოვრებაში სათანადოდ არ ვიყენებთ თავისუფლებას, საერო ცხოვრებაში როგორღა გამოვიყენებთ მას?

   - ასეთი თავისუფლება ხომ კატასტროფაა?! ქვეყნის ზნეობრივი მდგომარეობაც ნათელია. საერო ევოლუციამ ამგვარ ცოდვიან თავისუფლებასთან კავშირში კაცობრიობას სულიერი თავისუფლება დაუმკვიდრა. სულიერი თავისუფლება ღვთის ნებისადმი სულიერი მორჩილებაა.

   ხედავ? მორჩილება თავისუფლებაა. თუმცა ეშმაკი თავისი ბოროტი განზრახვით, მას სასტიკ მონობად წარმოგვიდგენს, ბავშვები კი, ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი სულისკვეთებით აღჭურვილნი, ამბოხს იწყებენ. გასაგებიც არის, ისინი ხომ, ამასთანავე XX საუკუნის სხვადასხვაგვარი ანტიქრისტიანული სისტემის მომსწრენი არიან. სისტემისა, რომელმაც საუბედუროდ გაანადგურა როგორც ღვთისაგან ბოძებული ბუნება, ასევე ადამიანი - ხატი ღვთისა. თანამედროვე სისტემა ანადგურებს ადამიანს, უკარგავს სიხარულის გრძნობას და განაშორებს ღვთისაგან. დღევანდელი ახალგაზრდობა დაბმულ ხარს ჰგავს. იგი მთელი ძალით ექაჩება თოკს, მერე პალოს მოაგდებს ძალით და გარბის, მაგრამ რაღაცას გამოებმება, სადღაც გადაიჩეხება და გარეული მხცების საკვებად იქცევა.

   ბავშვს პატარაობიდანვე თავშეკავება უნდა ვასწავლოთ, მიძვრება და შეიძლება ჩამოვარდეს და დაიღუპოს, შენ შეჰყვირებ: „არ შეიძლება, გაჩერდი" და დამატებით ფიზიკურად დასჯი. შემდგომში იგი, ისევ დასჯის შიშით, ფრთხილად და ყურადღებით მოიქცევა. დღეს არც სკოლაში არვის სჯიან ფიზიკურად. ძველად კი, რაც უფრო მკაცრი იყო მეთაური, მით უფრო მამაცურად იბრძოდნენ ჯარისკაცები.

   ახალგაზრდას სულიერი ხელმძღვანელი სჭირდება. იგი უნდა ითხოვდეს რჩევებს და ემორჩილებოდეს მოძღვარს - რათა გადადგას სწორი ნაბიჯი და განერიდოს საცდურს. აღზრდასთან ერთად ადამიანი დიდ გამოცდილებასაც იძენს. ახალგაზრდებს ეს გამოცდილება აკლიათ, ამიტომ უფროსი თაობა ეხმარება მათ შეცდომის თავიდან აცილებაში. ახალგაზრდა, რომელიც არ უსმენს უფროსს, ექსპერიმენტს ატარებს საკუთარ თავზე.

   ერთხელ ჩემს კელიაში ერთ-ერთი ქრისტიანული საძმოს წევრი ახალგაზრდები მოვიდნენ. ისინი თავდაჯერებულად გაჰყვიროდნენ: „ჩვენ არავინ გვჭირდება! ჩვენ თვითონ ვიპოვით გზას!" წასვლისას მათ ივერონის მონასტრისაკენ მიმავალი გზის სწავლება მთხოვეს. მე ვუპასუხე: „თქვენ ხომ თქვით, რომ გზას თვითონ გაიგნებთ, რომ არავის დახმარება არ გჭირდებათ. განა ამას არ ამტკიცებდით ახლა? ივერონის გზას რაც შეეხება, ვიდრე მიგასწავლით და მიაგნებთ, მაგრამ წინამძღოლის გარეშე როგორ იპოვით გზას, რომელსაც ზეცად მივყავართ?" მაშინ ერთ-რთმა ახალგაზრდამ თქვა: „ძმანო, მგონი მართალს ამბობს სულიერი მამა".


წმიდა პაისი 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine