xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » წმიდა დავით მეფის ფსალმუნთა კითხვის მნიშვნელობის შესახებ
წმიდა დავით მეფის ფსალმუნთა კითხვის მნიშვნელობის შესახებ
16-09-2017, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   წმინდა ფსალმუნების მნიშვნელობის შესახებ საკმარისია ითქვას, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არ არის არც ერთი ღვთისმსახურება, რომლის დროსაც ფსალმუნი არ გამოიყენება. თვით ჩვენი უფალი საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთისადმი დიდებასა და მადლობას გამოხატავდა ფსალმუნთა გალობით. ცხოვრების ყველა შემთხვევის, გლოვისა და მწუხარების, თუ სიხარულისა და მხიარულების დროს ფსალმუნებით ქრისტიანს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები ღვთისადმი. ცნობილია, რომ ფსალმუნები ძველად სასწავლო წიგნი იყო. მისი დახმარებით სწავლობდნენ ჩვენი მამები და ბაბუები წერა-კითხვას, ღვთის სიტყვა ყრმობიდანვე ავსებდა მათ გულებს და იცავდა მათ ბევრი უბედურებისაგან. ჩვენმა მამებმა ბავშვობიდანვე იცოდნენ წერილები, რომლებიც განაბრძნობდა მათ იესო ქრისტეს რწმენაში (2 ტიმ. 3, 15). დღეს ყველა ჩივის, რომ ჩვენი ყმაწვილები გატაცებულნი არიან გარყვნილი ადამიანებით. რომელი მშობელი არ თრთოდა და არ თრთის თავისი შვილების ბედზე? მაგრამ რითი ვზრდით ჩვენ შვილებს? მსუბუქი შინაარსის სიმღერებით, იგავებითა და მოთხრობებით და აი, ადვილად იხრებიან ისინი სიმართლისა და კანონიერებისაგან უკანონობისა და სიცრუის გზისკენ. ამით ჩვენ ნელ-ნელა ვაქრობთ ბავშვებში სულიწმიდის მადლს, ჩამოვწმენდთ ცხებულებას წმიდის მიერ, რომელიც წმ. მოციქულთა მიხედვით გვმოძღვრავს. რა ნიადაგზეც დგას ხე, იმის შესაბამის ნაყოფს იძლევა. არ მოხდებოდა ეს ყველაფერი, ჩვენ რომ ბავშვობიდანვე ღვთის სიტყვას ვნერგავდეთ და ვზრდიდეთ მათ გულებში; ვაყვარებდეთ და ვასწავლიდეთ ღვთაებრივ ფსალმუნებს, გალობას.

   იქ ისინი წაიკითხავენ: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა, და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა" (ფს. 1, 1). რომელი მამა არ ისურვებს, რომ მისი შვილები უმანკოები იყვნენ. დაე, იკითხოს მათთან ერთად ღვთის სიტყვა და იგალობოს ფსალმუნები.

   რომელ აღმზრდელს არ სურს დაიცვას აღსაზრდელები ტკბობისმოყვარეობისაგან? ამისათვის, კვირას და სადღესასწაულო დღეებში თავის აღსაზრდელებს უნდა უკითხოს არა მოთხრობები, არამედ წმიდა ფსალმუნები. იქ ის იპოვის განმკურნებელს: „და არა ხუებულ იქმნნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა სათქმელი პირსა მათსა და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათზედა, და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა" (ფს. 77, 30-31).

   თუ აღმზდელს სურს აღსაზრდელების გადაჩვევა მზაკვრობისა და სიცრუისაგან, განამტკიცოს მათ გულებში მეფსალმუნის შემდეგი სიტყვები: „რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან. არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თვალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა" (ფს. 5, 4-6).

   როგორი საცდურიც არ უნდა ხიბლავდეს ყმაწვილს, ფსალმუნში ის იპოვის მისი დამარცხების საშუალებებს. ფსალმუნი განამტკიცებს მას ყოვლგვარ სიბრძნესა და სათნოებაში. ის იქნება ლამპარი მის ფეხებთან, რომელიც განაბნევს მის გარშემო არსებული ურწმუნოებისა და მანკიერების წყვდიადს; ასწავლის მას ღმერთზე იმედის დამყარებას და სიმშვიდის ძიებას მასში; ასწავლის ლოცვას და მისი ლოცვა იქნება უფლისათვის სათნო, როგორც კეთილსურნელოვანი საკმეველი. ფსალმუნის კითხვის ან გალობის დროს ქრისტიანი აღივსება მასში არსებული მადლმოსილი სულით.




წიგნიდან „ქრისტიანის მეგზური" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine