xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » სასჯელი უსჯულოებისათვის
სასჯელი უსჯულოებისათვის
14-09-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ერთხელ წმ. დიონისე წმ. ეკატერინეს სოფელში შევიდა და თვალწინ უმსგავსო სანახაობა გადაეშალა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ცეკვა-თამაშით ერთობოდნენ. ასეთი აშკარა საცდურის მხილველი ნეტარი, მნახველი ეშმაკისეული გარყვნილების ზეიმისა, დაღონებული მიუახლოვდა გოგო-ბიჭებს და მდაბლად უთხრა: „რატომ თამაშობთ თქვენ, ქალწულებო, ასე უსირცხვილოდ ამ ჭაბუკებთან? რატომ მღერიხართ ვნებისაღმძვრელ სიმღერებს, რომლებიც თქვენში ტკბობის სურვილს აღვიძებენ? გავიწყდებათ, რომ სიკვდილი და ღვთის სამსჯავრო ახლოა". ქალწულები შეშფოთდნენ და დადუმდნენ, გარდა ერთისა, რომელიც განსაკუთრებით უსირცხვილო აღმოჩნდა. მან დამცინავად უპასუხა ბერს: - „ოჰ, თქვენ, ცრუ მონაზვნებო, რა საქმე გაქვთ ჩვენთან? თქვენ თვითონ ცხოვრობთ ცუდად, სხვებს კი უბიწოებას ასწავლით?" - ამის გამგონე ბერმა მკაცრად წარმოთქვა: „- კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, რომელიც ყოველივეს უმჯობესად განაგებს, სხვების ჭკუის სასწავლად. შენ იქნები მაგალითი, თუ როგორ სჯის ღმერთი ქალწულებრივ უსირცხვილობას". - თქვა და განეშორა მათ.

   ქალწული სახლისაკენ გაემართა. გზაში მას უცაბედად ეშმაკი დაეუფლა - იგი მიწაზე გორავდა, პირიდან დორბლი სდიოდა. მოკლედ, გასაცოდავებულ მდგომარეობაში ჩავარდა. ამის შემხედვარე გულშეძრულმა მშობლებმა რა ექნათ აღარ იცოდნენ. მაშინ ერთ-ერთმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც მომსწრე იყო მომხდარი ამბისა, უამბო მშობლებს მათი შვილის უმსგავსო საქციელის შესახებ. მშობლებმა მოძებნეს ღირსი მამა, ჩაუვარდნენ მას ფეხებში და მდაბლად ითხოვდნენ თავიანთი უბედური შვილის განკურნებას. უბოროტო ბერი შეძრა ცრემლებმა. მან ილოცა და განკურნა ეშმაკეული. უფლისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილმა გოგონამ ღმერთს მიუძღვნა თავისი ქალწულობა და დარჩენილი ცხოვრება სინანულით განვლო.

   პატერიკიდან ჩანს, თუ რა განმრყვნელი და სულისათვის საზინოა ქალწულთა და ჭაბუკთა ერთობლივი ცეკვა-თამაშობანი, რომლებიც დღეს უბოროტო გართობადაა მიჩნეული. „ქრისტიანი" მშობლები ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. თანამედროვე ცეკვები და სიმღერები კი შეუდარებლად უფრო მეტი საცდურის მქონენი არიან და უფრო მეტად რყვნიან ახალგაზრდებს, ვიდრე უწინდელნი. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიპყრო დემონმა მროკავი გოგონა. ასეთივე ფარული დემონიზაცია ხდება თანამედროვე ფსევდო კულტურის ზემოქმედებით, რასაც ქრისტიანები აუცილებლად უნდა განერიდონ.


თარგმნა მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine