xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ქრისტიანული ოჯახი » აბორტის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
აბორტის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
11-09-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მე ვარ ადამიანი, რომელსაც წაართვეს ადამიანი სახელი. მე ვარ ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს მშობლები. მე მოვასწარი ამქვეყნად გაჩენა, მე სიკვდილმა დაბადებამდე მომიტაცა. სიბნელიდან ისე გადავინაცვლე წყვდიადში, რომ სინათლეც კი არ მიხილავს. და მაინც მე შენ, მოგმართავ სიტყვით - „დედა", შენ რომელიც მატარებდი შენს წიაღში მყოფს, ხოლო შემდეგ კი სიკვდილის გაყინულ ხელებზე მიმაგდე, თითქოს მდინარეზე გადასვლისას შუა წყალში მომისროლე.

   მე მინდა გითხრა, რომ მიყვარდი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე, რომელიც ჩემთვის სიკვდილად იქცა. იმ წუთს, როცა რკინის კლანჭები მოუახლოვდნენ ჩემს სხეულს, უხმოდ გეძახდი: დედა, მიშველე! ხოლო როცა ისინი ურჩხულის ეშვებივით ჩაესვნენ ჩემს სხეულში, მაშინ ავყვირდი: დედიკო, ნუ მომკლავ, დედიკო, შემიბრალე! მაგრამ, ამაოდ - შენი საშო ჩემთვის სასაკლაოდ იქცა.

   დედა! რატომ მომკალი, რისთვის წამართვი სიცოცხლე? ალბათ, არ იცი, როგორ მიყვარდი, როცა მე და შენ ჯერ კიდევ ერთი სხეული ვიყავით. როგორ მინდოდა მოგხვეოდი ყელზე, მაგრამ ხელები ჯალათმა მომკვეთა. მინდოდა მიგკვროდი მკერდზე ჩემი გულით, მაგრამ იგი რკინამ განგმირა. როგორ მინდოდა შენი ხელებით გეტარებინე, მაგრამ შენ საუკუნო წყვდიადისათვის გამიმეტე. ჩვილებს აკვანში აწვენენ, ჩემი აკუწული სხული კი სანაგვეზე მოისროლეს სისხლით გაჟღენთილ დოლბანდებთან და მყრალ ნარჩენებთან ერთად. არავინ ტიროდა ჩემს გვამზე, არავინ ჩაასვენა იგი ციცქნა კუბოში. ჩემი სამარე ვირთხების კბილებში ვპოვე, რომელიც ნაგვის გროვაზე დაწანწალებენ. დედა ლოცვებს კითხულობს მძინარე შვილის სასთუმალთან, მე კი ვინ მიპოვის აქ და ვინ მომეფერება? მე დედის ხსენებისაც კი მეშინია და ჟრუანტელი მივლის, როცა ის მარწუხები მაგონდება, რომლებიც ჩემს სხეულს გლეჯდნენ. მაშინ შენი თბილი წიაღი ჩემთვის გველის ცივ სხულად იქცა.

   არსებობს ორი წმიდათაწმიდა სიტყვა - ღმერთი და დედა. უფალმა არ მიმატოვა თავისი მოწყალების გამო, მაგრამ ჩემი თვალები, ნათლისღებით განუბანელნი, ვერ ხედავენ მას. მეორე წმინდა სიტყვა „დედა" კი მე დავკარგე - შენთვის ზედმეტი აღმოჩნდა ჩემი სიყვარული. ბავშვი განსაცდელში დედას მოუხმობს. სანამ დედა ცოცხალია, ადამიანი არ არის ეული, არ არის მარტოდ დაშთენილი. მან იცის, რომ დედის გული არ შეაქცევს მას ზურგს, თუნდაც მთელი მსოფლიო აღდგეს მის წინააღმდეგ. იცი, რომ დედა ყოველთვის გაათბობს მას თავისი სიყვარულით.

   მე კი ობოლი ვარ ცოცხალი დედის მყოლი. მან საუკუნო ბნელეთისათვის ისე გამიმეტა, რომ ერთხელაც არ ჩაუხედავს ჩემთვის სახეში. მან, ყოველგვარი ბრალის გარეშე გამასამართლა და გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი. მაგრამ ის - ჩემზე უბედურია: როცა მკვლელის მახვილი ასო-ასო ანაწევრებდა ჩემს სხეულს, მაშინ მან მოაკვდინა ჩემი დედის გულიც - საბრალომ არც კი იცის, რომ გული აღარ გააჩნია.

   შენ არა მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრება წამართვი, არამედ ეკლესიასაც განმაშორე. მე მის ზღუდესთან ვიმყოფები, ვხედავ ნათელს, რომელიც იქიდან გამოსჭვივის, მაგრამ არ შემიძლია შევიდე შიგ და ვეზიარო ამ ნათლის ბრწყინვალებას. ასე რომ, დედა, შენ არა მხოლოდ ჩემი სხეული მოკალი, არამედ სულიც.

   გახსოვდეს, დედა, რომ უმანკო სისხლის დათხევით ქრისტეს მსჯავრი მეორდება. იუდამ უდანაშაულო სული 30 ვერცხლად გაყიდა, შენ კი იმიტომ გამყიდე, რომ თავისუფლად ყოფნის უფლება მოგეპოვებინა, საფასურიც თვითონვე გადაუხადე ჩემს ჯალათებს - შენ იუდასავით მოიქეცი. კაიაფამ განსაჯა უდანაშაულო და თქვა, რომ უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს, ვიდრე მთელი ერი. შენ კი განსაჯე, რომ ოჯახის საკეთილდღეოდ უმჯობესია, მოკვდეს უდანაშაულო ბავშვი - თითქოს მე შენი შვილი არ ვყოფილიყავი. ქრისტე ჯვარს აცვეს, და შენც მომისაჯე მე ჯვარცმა.

   თუმცა, ვერ ვხედავ პირსა ღვთისასა, მაგრამ ვიცი, რომ მას ყველას გადარჩენა სურს. შენ არ ისმინე მაშინ ჩემი სიტყვები, როცა შეძრწუნებული გევედრებოდი შენს საშოში: „დედა, შემიბრალე", ახლა მაინც ისმინე ჩემი. დედა, შეიბრალე თავი შენი, შეიწყალე შენი სული, განბანე იგი სინანულის ცრემლებით. ხოლო თუ გეყოლება შვილი, მიეცი მას ის სიყვარული, რომელიც ჩემთვის უნდა მოგეცა. მან მაინც შეიგრძნოს შენი ხელების სითბო, ესმოდეს შენი ლოცვის ხმა. განანათლე იგი წმიდა ნათლისღებით, რომ ამ ქვეყანაში ჩემსავით ბრმა არ შემოვიდეს, და თუკი ის ჩვილი გარდაიცვლება - თავის კუბოზე მაინც გაიგონოს ეკლესიის ღაღადისი, ცაში კი ანგელოზთა გალობა. მიეცი მას ის, რაც მე მომაკელი.


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine