ერთისა მისთჳს გუამისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა
1. / რამეთუ იყო პირველითგან უჟამოდ და დაუსაბამოდ საღმრთოჲ იგი გუამი სიტყჳსა ღმრთისაჲ, უნივთოჲ, მარტივი, დაუბადებელი, უხილავი, ოჴორცოჲ, შეუხებელი, გარეშეუწერელი, განუყოფელი მამისაგან, ყოველივე აქუნდა, რაოდენი აქუს მამასა, თჳნიერ ხოლო უშობელობისა. რამეთუ მამაჲ უშობელ არს და ძე შობილ და არაოდეს სადა განეშორა მამასა. 2. ხოლო უკანაჲსკნელთა ჟამთა განუშორებელად წიაღთაგან მამისათა მოვიდა ქუეყანად სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაემკჳდრა გარ/ეშემოუწერელად საშოსა ქალწულისასა უთესლოდ, ვითარცა იცის მან მხოლომან. და გუამმან მან დაუსაბამომან ძისა ღმრთისამან მიიხ/უნა ჴორცნი ქალწულისაგან. იყო უკუე ყოველგანვე უზეშთაეს ყოვლისა, ოდეს-იგი საშოსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა იყო, არამედ მის თანა საქმითა მით განჴორციელებისაჲთა იყო. განჴ/ორციელდა უკუე მისგან ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ ნებითა მამისაჲთა და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა და მიიღო დასაბამი არსებისა ჩუენისაჲ - ჴორცნი სულითურთ გონიერით. 3. რამეთუ არარაჲ დაუტევა, რომელიცა პი/რველსა მას დაბადებასა დაებადა ჩუენ თანა სიტყუასა ღმრთისასა, არამედ ყოველივე მიიღო - ჴორცნი და სული გონიერი. რამეთუ ყოვლითურთ შეიმოსა ბუნებაჲ ჩუენი და ყოველივე ყოველსა შეერთო, რაჲთა ყოველივე ბუნებაჲ ჩუენი აცხოვნოს, რამეთუ უკუეთუმცა არა ყოველივე მიეღო, მიუღებელი იგი უკურნებელმცა იყო. 4. ამის/თჳს ყოვლითურთ ბუნებაჲ ჩუენი მიიღო და შეიმოსა თჳნიერ ცოდვისა. და გუამი იგი სიტყჳსა ღმრთისაჲ ექმნა გუამ ჴორცთა მათ და მარტივი იგი გუამი სიტყჳსა იქმნა შეზავებულ ორთაგან სრულთა ბუნებათა - ღმრთეებისა და კაცებისა - და ჰქონან ორთავე ბუნებათა თჳთებანი / განწესებულად. 5. ბუნებითა მით ღმერთეებისაჲთა შეერთებულ არს მამისა და სულისა წმიდისა და ბუნებითა კაცებისაჲთა შეერთებულ არს დედისადა და ჩუენ ყოველთა კაცთადა, ხოლო რომელ-იგი ღმერთ არს და კაც, ამით არცა მამასა და სულსა წმიდასა შეეერთების, არცა დედასა და კაცთა.
თჳთებათათჳს ორთა / ბუნებათაჲსა
1. ამისთჳსცა აღვიარებთ მას სრულსა ღმერთსა და სრულსა კაცსა, რამეთუ ყოველივე აქუს, რაჲცა აქუს მამასა, თჳნიერ უშობელობისა, და ყოველივე აქუს, რაჲცა პირველსა მას ადამს აქუნდა თჳნიერ ცოდვისა, ესე იგი არს, ჴორცნი და სული პირმეტყუელი და გონიერი. და აქუს შემსგავსებულად ორთა მათ ბუნებათა თჳთებანი, ორნი ბუნებითნი ნებანი - საღმრთოჲცა და კაცობრივიცა, და ორნი ბუნებითნი საქმენი - საღმრთოჲ და კაცებისაჲ, და თჳთმფლობელობაჲ აზნაურებისაჲ - საღმრთოჲ და კაცობრივი, და სიბრძნე / და გულისჴმისყოფაჲ - საღმრთოჲ და კაცობრივი, რამეთუ თანაარს არს ღმრთისა და მამისა და ჴელმწიფებით ჰნებავს და იქმს, ვითარცა ღმერთი. და კუალად, იგივე ზიარებითა მით / ბუნებისა ჩუენისაჲთა თანაარს არს ჩუენდა. და ჴელმწიფებითა მით თჳთმფლობელობითა ჰნებავს / და იქმს, ვითარცა კაცი. რამეთუ მისნი არიან ვნებანიცა, რომელნი ჩუენთჳს თავს-ისხნა ბუნებითა მით კაცობრივითა. და მისნივე არიან საკჳრველებანიცა, რომელნი ღმრთეებრ აღასრულნა.
ორთა მათ თჳთმფლობელთა ნებათათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა
8. ხოლო ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ბუნებით არს კაცსა თანა ნებაჲ თჳთმფლობელი. რამეთუ თჳთმფლობელობაჲ სხუაჲ რაჲ არს, გარნა ნებაჲ ბუნებითი? ვინაჲთგან უკუე სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა და მიიხუნა ჴორცნი ბუნებისა ჩუენისანი და სული გონიერ იქმნა, თჳთმფლობელისაცა ნებისა შემწყნარებელ. რამეთუ ბუნებითნი ნებანი უსწავლელად არიან ჩუენ / თანა და არავინ ისწავლის მოგონებასა ანუ სიცოცხლესა, ანუ მომშევასა, ანუ წყურილსა, ანუ ძილსა, ანუ ნებებასა, არამედ ესე ყოველნი უსწავლელად არიან კაცთა თანა. ჩანს უკუე, / ვითარმედ ბუნებით ნებიერ არს კაცი. 9. რამეთუ პირუტყუნი ბუნებისადა დამორჩილე/ბულ არიან და სადა ბუნებაჲ მიიზიდვიდეს, მიჰყვებიან. ხოლო კაცისა ბუნებაჲ დამორჩილებულ არს და ჴელმწიფებითა ნებისაჲთა, ვიდრეცა ენებოს, მიჰყვების. და ამი/თცა ჩანს, ვითარმედ ნებაჲ ბუნებითი არს კაცისაჲ. და არა თუ რომელთამე კაცთა თანა არს ნებაჲ და რომელთამე თანა არა არს, არამედ ყოველთა თან არს სწორებით, ამისთჳს ჩანს, ვითარმედ ბუნებით არს ნებაჲ კაცთა თანა, ნებასა ვიტყჳ ბუნებითსა.
10. აწ უკუე ვითარცა ბუნებაჲ ჩუენი მიიღო უფალმან, ეგრეთვე ნებაჲ ბუნებითი ჩუენი მიიღო. და ამით სახითა იტყჳან მამანი, ვითარმედ ბუნებითი ნებაჲ ჩუენი გამოისახვოდა მის თანა. რამეთუ არცა ეგების ერთი ნებაჲ თქუმად ქრისტეს თანა, რაჲთა არა წვალებასა ბოროტსა შთავცჳვნეთ. 11. / რამეთუ კეთილად იტყჳან მამანი, ვითარმედ რომელთა ნებაჲ ერთ არს, მათი ბუნებაჲცა ერ/თ არს და არსებაჲ. აწ უკუეთუ ერთი ვთქუათ ნებაჲ ქრისტეს თანა, ერთსაცა სადმე ვიტყჳთ ბუნებასა, რომელ-ესე არა ეგების, არამედ ორსა ბუნებასა აღვიარებთ ქრისტესსა და ეგრეთვე ორსა ნებასა, რამეთუ რომელი ერთსა ნებასა იტყოდის, განყოფილებასა ორთა ბუნებათასა ვერ იტყჳს. 12. / და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ. წმიდასა სახარებასა შინა წერილ არს ესრეთ, ვითარმედ: წარვიდა იესუ საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.*
13. აწ უკუე ესე ყოველთა მიერ საცნურ არს, ვითარმედ საღმრთოჲ იგი ნებაჲ მისი ყოვლად ძლიერ არს და ყოვლივე, რავდენიცა ენებოს ღმრთეებისა მისისა ნებასა, ძალ-უც და ვერარაჲ წინა-აღუდგებ/ის. ხოლო / ესე, რომელ იტყჳს მახარებელი, / თუ: „არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად", ცხად არს, ვითარმედ კაცობრივ უნდა ესე და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად", რამეთუ იყო მის თანა ნებაჲ ესე ბუნებითი კაცთაჲ...
●●●
უწყ/ებაჲ უკუე ჯერ-არ, ვითარმედ ცხოვრებაჲ ესე ჩუენი საქმე არს ბუნებითი, და აღზრდაჲ და ჰასაკებაჲ და წარმართებაჲ რომელსამე საქმესა და გონებითი თჳთმფლობელი ცნობაჲ და სხუანი ესევითარნი. ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი იყო ქრისტეს თანა, საცნაურ არს, ვითარმედ აქუნდა საქმე კაცობრივისა ბუნებისაჲ.* და ესეცა, რომელი გონებასა შინა ჩუენსა გულისჴმისყოფაჲ აღესრულების და მოგონებაჲ, უხილავად გონებასა შინა აღსრულებული, რომელი თჳნიერ მისა არა ეგების ყოფაჲ, გონებისა საქმე არს ბუნებითი. (გაგრძელება...)
* მარკოზ 7, 24; მათე 15, 21; მათე 27, 34; ფილიპელთა 2,8.
* მაქსიმე აღმსარებელი, სიტყჳსგება პიროსის მიმართ: PG 91 c. 236 A7-C12. ანასტასი ანტიოქიელი, ფრაგმენტები: PG 94 c. 1049 D 9s.
Xareba.net - ის რედაქცია