საღმრთოისა მის განგებულებისათვის
4. სრული იგი ღმერთი კაც იქმნა სრულ და იქმნა საქმე ყოველთა ახალთა უახლესი და ყოველთა საკვირველთა უსაკვირველესი ცასა ქუეშე, რომლისაგან საცნაურ იქმნა მიუწვდომელი იგი ძლიერებაჲ ღმრთისა... 11. ამისთვისცა ქრისტეს არა კაცად ვიტყვით განღმრთობილად, არამედ ღმერთად განკაცებულად, რამეთუ იყო ბუნებით სრული ღმერთი და იქმნა იგივე ბუნებით სრული კაცი. არა იცვალა ბუნებაჲ მისი, არცა საოცრად აჩუენა განკაცებაჲ, არამედ ხორცთა მათ სულითა გონიერითა და მშვინვიერითა,რომელნი მიიხუნა ქალწულისაგან, შეერთო გუამოვნებით შეურევნელად და უცვალებელად და განუყოფელად. 12. არცა ბუნება ღმრთეებისა თვისისა შეიცვალა არსებად ხორცთა, არცა არსებაჲ ხორცთა - ბუნებად ღმრთეებისა, არაც ბუნებისა მისგან ღმრთეებისა და ბუნებისა მისგან კაცებისა ერთი შეზავებული ბუნებაჲ შეჰმზადა, ნუ იყოფინ!
ორთა მათთჳს ბუნებათა
1. არამედ უქცეველად და უცვალებელად შეიერთნეს / ბუნებანი ურთიერთას და არცა საღმრთოჲ იგი ბუნებაჲ განეყენა თჳსისა მისგან წესისა და სხუად იცვალა, არცა ბუნებაჲ კაცობრივი ბუნებად ღმრთეებისა იქცა, ანუ არაარსებად მოვიდა, არცა ორთაგან ბუნებათა ერთი შეზავებული ბუნებაჲ იქმნა. 2. რამეთუ შეზავებული ბუნებაჲ არცა ერთისა მსგავ/ს არს, რომელთაგან შეიზავა. ვითარ-ესე ჴორცნი ჩუენნი ოთხთა ნივთთაგან შემზადებულ არს: ცეცხლისა და წყლისა და ჰაერისა და ქუეყანისა, არამედ არცა ერთისა მათგანისა მსგავს არს, რამეთუ არც/ა ცეცხლ არს, არცა წყალ, არცა ჰაერ, არცა ქუეყანა და არცა ეწოდების რაჲ მათგანი. 3. ხოლო მწვალებელნი ვინაჲთგან იტყჳან, თუ შემდგომად განკაცებისა ერთი ბუნებაჲ იყო ქრისტეს თანა, შეზავებული ღმრთეებისაგან და კაცებისა, უკეთუმცა / ესრეთ იყო, მასა, მარტივისა მისგან ბუნებისა იცვალა სადმე შეზავებულად, და ვითარღა იყოს თანაარს მამისა, რომლისა ბუნებაჲ მარტივ არს და არა შეზავებულ? ანუ ვითარ იყოს თანაარს დედისა, რომლისა ბუნებაჲ არა ღმრთეებისა და კაცებისაგან შეზავებულ არს, არამედ კაცი არს ბუნებით? / და ვითარ ეწოდოს ღმერთ ანუ ვითარ / ეწოდოს კაც? დიდ არს გმობაჲ და წვალებაჲ ესე, ბოროტ და განგდებულ ეკლესიისაგან.
4. ხოლო ჩუენ არა ვიტყჳთ ქრისტესთჳს ერთსა შეზავებულსა ბუნებასა, არცა სხჳსაგან სხუად შეცვალებულსა, ვითარ ოთხთა მათ ნივთთაგან ჴორცნი, არამედ ორთა მათ ბუნებათაგან ორთავე ბუნებათა აღვიარებთ. რამეთუ ღმრთეებისაგან და კაცებისა სრულსა ღმერთსა და სრულსა კაცსა აღვიარებთ, მასვე თავადსა ორთა ბუნებათაგან და ორთა ბუნებათა შინა ვიტყჳთ. ხოლო ქრისტე გუამოვნებისა / მის სახელი არს, არა ერთსა ზედა ითქუმის განთჳსებულად, არამედ ორთა მათ ბუნებათა მომასწავლებელ არს. 5. რამეთუ ქრისტე ცხებულად გამოითარგმანების. და მან თავადმან ქმნა ესე, სცხო, ვითარცა ღმერთმან ჴორცთა თჳსთა ღმრთეებისა თჳსითა, / და ცხებულ იქმნა, ვითარცა კაცი. რამეთუ იგი თავადი არს ორივე - ღმერთი და კაცი, და / საცხებელ კაცებისა არს ღმრთეებაჲ მისი.
6. ვჰრქუათ უკუე მწვალებელთა: უკუეთუ ერთი ბუნებაჲ არს ქრისტესი, შეზავებული ღმრთეებისაგან და კაცებისა, ხოლო ქრისტე თანაარსი არს მამისაჲ, მაშასადამე, მამასაცა შეზავებულსა იტყჳთ ღმრთეებისაგან და კაცებისა და თანაარს ჴორცთა, რომელ-ესე უპირული არს და ყოვლითავე გმობითა სავსე. 7. ანუ ვითარ იყოს ერთი ბუნებაჲ წინააღმდგომთა არსებათა შე/მწყნარებელი? ვითარ ეგების, თუმცა ერ/თი ბუნებაჲ ერთბამად დაბადებულმცა იყო და დაუბადებელ, მოკუდავ და უკუდავ, გარეშეწერილ და გარეშეუწერელ? 8. და კუალად, უკუეთუ რომელნი-იგი ერთსა ბუნებასა იტყჳან ქრისტესსა, მარტივ თქუან ბუნებაჲ იგი, ანუ ღმრთად ხოლო აღიარონ და კაცებაჲ საოცრად შერაცხონ, ნუ თუ კაცად ლი/ტონად თქუან უშჯულოჲსა მის ნესტორისებრ, ყოვლით კერძო მგმობარ და წარწყმედულ არიან ესევითარისა მეტყუელნი, რომელთა ქუემორე უვრცელესად სიტყუაჲ უგოთ შეწევნითა ღმრთისაჲთა. რამეთუ რომელნი ორთა ბუნებათა არა აღიარებენ, ვითარ ჴელ-ეწიფების თქუმად სრული ღმერთი და სრული კაცი? არამედ ესე არს საცთური მწვალებელთაჲ, რომელ ბუნებათა და გუამსა ერთად იტყჳან და ამისთჳს შესცთეს ჭეშმრიტებისაგან.*
9. ხოლო ჩუენ ჭეშმარიტად ორთა ბუნებათა აღვიარებთ და გურწამს სრული ღმერთი და სრული კაცი. ხოლო ბუნებაჲ / იგი კაცობრივი დაღაცათუ თავით თჳსით არა ერთ ოდენ არს, რამეთუ სულისაგან და ჴორცთა შემზადებულ არს ბუნებაჲ კაცთაჲ, ხოლო არა ერთ არს ბუნებაჲ სულისა და ჴორცთაჲ, გარნა ვინაჲთგან ყოველნი კაცნი ამით სახითა არიან - სულისაგან და ჴორცთა შეერთებულ, ესევითარი ესე ზოგადი / ყოველთა / კაცთა აგებულებაჲ ერთი ბუნებაჲ ითქუმის.
10. თუ არა ესე, ვინ არა უწყის, ვითარმედ თითოეული კაცი ორთაგან ბუნებათა არს შეერთებულ - სულისა და ჴორცთა. და ესე სახე ყოველთა კაცთაჲ არს. ამისთჳს ერთი ბუნებაჲ ითუქმის კაცებისაჲ, რომელიცა შეიმოსა სიტყუამან ღმრთისამან, და არს იგი მხოლოჲ სრული ღმერთი და სრული კაცი ორითა ბუნებითა - ღმრთეებისა და კაცებისაჲთა. ხოლო შეერთებაჲ იგი ბუნებათა ქრისტესთაჲ ერთსა შინა გუამსა არა თუ შჯულითა და წესითა ბუნებითითა / იქმნა, არამედ უზეშთაეს ბუნებათა განგებულებითა იქმნა ერთსა მას გუამსა შეკრებაჲ ორთა ბუნებათა სრულთაჲ - ღმრთეებისა და კაცებისაჲ, არა შერევნით ანუ შერწყუმით, ანუ შეზავებით, ვითარცა შეჩუენებულმან თქუა დიოსკორე და ევტჳქი და სებეროს და მათ თანა ბილწმან კრებულმან, არცა განყოფითა პირთა და გუამთაჲთა, და ნებითა ოდენ, ანუ, განზრახვითა, ანუ სახელითა, ანუ / პატივითა შეერთებული, ვითარცა დაწყულმან ნისტორ თქუა და დიოდორე და თეოდორე მ/ომფსუესტელმან, და მათმან ეშმაკთა მობაძავმან ლეგეონმან. არამედ ჩუენ აღვიარებთ უქცეველად და უცვალებელად და შეურევნელად და განუყოფელად ერთსა გუამსა განჴორციელებულისა ძისა ღმრთისასა ორითა ბუნებითა სრუ/ლითა, ერთსა მას გუამსა ვიტყჳთ ღმრთეებისა და კაცებისა მისისასა და ორთა ბუნებათა აღვიარებთ შემდგომად ერთობისაცა. / არა თუ თითოეულსა ბუნებასა თჳსაგან და განყოფილად დავსდებთ, არამედ შეერთებულსა ერთსა შინა გუამსა...
●●●
ქრისტესა სახელ-ვსდებთ ორთაგანვე, ღმერთსა და კაცსა ერთბამად და ღმერთსა / განჴორციელებულსა, და ოდესმე ერთისა კე/რძოჲსა სახელსა ვიტყჳთ და ღმრთად ვხადოთ, ანუ ძედ ღმრთისა, და კუალად, კაცად და ძედ კაცისა ვიტყჳთ. და ოდესმე მაღალთა მათ და საღმრთოთა საქმეთა ვაჴსენებდით მისთა და ოდესმე კუალად მდაბალთა და კაცობრივთა. რამეთუ ერთ არს, რომელი-იგი ორსავე აღასრულებს და ორივე არს - ღმერთი და კაცი, ერთი იგი მარადის / იყო, მარადის არსისა მისგან მამისა, უზეშთაეს მიზეზისა და სიტყჳსა; 23. ხოლო მეორე იგი უკუანაჲსკნელ იქმნა გარდამეტებულისა მისთჳს კაცთმოყუარებისა.*/ რაჟამს უკუე ღმრთეებასა ვიტყოდით, არა მივაჩემებთ მას წესთა და სახეთა კაცობრივთა, რამეთუ არა ვიტყჳთ, თუ ღმრთეებასა ევნებოდა, ანუ თუ დაბადებული იყო და დასაბამიერი, ნუ იყოფინ ესე! და არცა კუალად კაცობრივსა ბუნებასა მივაჩემებთ ღმრთეებისა საქმეთა, რამეთუ არა ვიტყჳთ კაცებასა დაუბადებელსა და დაუსაბამოსა. 24. / ხოლო ოდეს გუამსა მას, ორთაგან ბუნებათა შემზადებულსა ვაჴსენებდეთ, გინა თუ ორკერძოჲთ, გინა თუ ერთისა ხოლო კერძოჲსაგან სახელ-ვსდვათ, ორთავე ბუნებათა საქმეთასა დავსდებთ მას ზედა. (გაგრძელება...)
*„წინამძღვარი" არის პირველი ნაწარმოები ძველ ქართულ მწერლობაში, რომელიც ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება: მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო დოგმების განმარტებასა და მათ შესახებ სხვადასხვა ერეტიკულ შეხედულებათა კრიტიკას.
„წინამძღვარი" არის სრულიად განსაკუთრებული ნაწარმოები თავისი კომპოზიციით. კარგად არის ცნობილი ეფთვიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი ტექნიკის „კლებისა და მატების", მის მიერ სხვადასხვა წყაროების გამოყენების ფაქტები, მაგრამ მისი ყველა სხვა თარგმანისაგან განსხვავებით, „წინამძღვარში", რომელიც ძირითადად შედგენილია დამასკელის „გარდამოცემისა" და ანასტასი სინელის „წინამძღურის" მიხედვით, წყაროებით სარგებლობა ისეა უტრირირებული, კომპილაცია ისეთ მაღალ შემოქმედებით დონეზეა განხორციელებული, რომ ფაქტიურად თითქმის ორიგინალურ ნაწარმოებთან გვაქვს საქმე.
* ნემესიოს ემესელი, ბუნებისათჳს კაცისა: 40 c. 516 C-517B.
* ანასტასი სინელი, წინამძღუარი, PG 89 c. 140 D – 141 A2.
* გრიგოლ ნაზიანზელი, ეპისტოლე 101, PG 37 c. 180 A 13-15* 1 კორ. 2,8.
Xareba.net - ის რედაქცია