xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » მესამე თაობის „პარიზელები“ - თავიანთი წინამორბედების ერთგული მემკვიდრენი
მესამე თაობის „პარიზელები“ - თავიანთი წინამორბედების ერთგული მემკვიდრენი
4-04-2017, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მესამე თაობის „პარიზელებში" მოვიაზრებთ ჩვენი დროის მოდერნისტ თეოლოგებს, რომელთა საღვთისმეტყველო მიმართულებანი სათავეს სწორედ პარიზის საღვთისმეტყველო სკოლის გამოჩენილი რუსი მოაზროვნეებისაგან იღებენ. წინა თაობების ზეგავლენის ფაქტი თანამედროვე მოდერნისტების მსოფლმხედველობაზე აშკარაა. მესამე თაობის „პარიზელები", შესაძლოა, ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში ახლებურ, ინდივიდუალურ ხედვებს ავლენენ, რითაც, ერთი შეხედვით, განსხვავდებიან „პარიზის სკოლის" ფუძემდებლების მსოფლმხედველობისაგან, მაგრამ სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი ძირითადი პოსტულატები აბსოლუტურად იდენტურია.

   ჯერ კიდევ პირველ თაობაში გაიჟღერა თეზამ: „სულიწმიდის ახალი რელიგიის აუცილებლობა" (ვლ. სოლოვიოვი); „ტრადიციული მამებისეული სწავლების ეპოქა უნდა ჩანაცვლდეს ქარიზმატული ქრისტიანობით" (ნ. ბერდიაევი). მათ მიერვე წამოიჭრა „დოგმატური განვითარების" (ვლ. სოლოვიოვი), აპოკატასტასისის (საყოველთაო ცხონების) ერესის აღორძინების იდეა და მრავალი სხვა.

   მსგავსი შეხედულებების განვითარების კვალი მკაფიოდ იკვეთება მომდევნო თაობების მოდერნისტებში. მაგალითისთვის გამოვიყენოთ ორიგენიზმის (აპოკატასტატისი) რეაბილიტაციის მცდელობა. აპოკატასტატისის ცრუსწავლებას სხვადასხვა ფორმით იზიარებდნენ პირველი თაობის რელიგიური მოაზროვნეები და ფილოსოფოსები: მ. გ. ფლოროვსკი, მ. ს. ბულგაკოვი, ვლ. სოლოვიოვი, ნ. ბერდიაევი და სხვები.

   ზემოაღნიშნული პათოსი შეინიშნება მეორე თაობის ისეთი გამოჩენილი წარმომადგენელის თხზულებებში, როგორიცაა მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა საყოველთაო ცხონების სწავლებაზე, ანტონ სუროჟელმა უპასუხა: „წმიდა წერილში არ არის მკაფიო მტკიცებულება საყოველთაო ცხონების შესახებ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მტკიცებულებას იმედის - შემეცნებისამებრ ღვთისა ჩვენისა. გვაქვს უფლება, ყველაფრის იმედი გვქონდეს".1 (ე.ი. იმედი აქვს, რომ ყველა ცხონდება, მიუხედავად იმისა, რომ არც წმინდა წერილში, არც წმ. მამათა დოგმატურ განსაზღვრებებში ამის მტკიცებულება არ არსებობს - ავტ.).

   ორიგენიზმის ერესის გამოვლინებებს ვპოულობვთ მეორე თაობის გამოჩენილი წარმომადგენლის მიტროპოლიტ კალისტოს უეარის სტატიაში „ცხონების გაგება მართლმადიდებლურ ტრადიციაში", რომელშიც წერს: „ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს. ნუთუ გვჯერა, რომ ღვთის ჩანაფიქრი წარუმატებელი იქნება? თუ ჩვენ უნდა ვსასოებდეთ საბოლოო აპოკატასტატისს - ყოველივეს „აღდგენას", რომელშიაც ყველა გონიერი ქმნილება (ეშმაკის ჩათვლით) ცხონდება? სწორედ ამგვარ სწავლებას საყოველთაო ცხონების შესახებ იცავდა ორიგენე. ამის გამო მსჯავრდებულჰყო იგი მეხუთე მსოფლიო კრებამ. წმ. გრიგოლ ნოსელიც ასევე გამოხატავდა ეშმაკის საბოლოო ცხონების იმედს, მაგრამ ამას უფრო ფრთხილად აკეთებდა და ამიტომაც არ იქნა მსჯავრდებული. ამიტომ მართლმადიდებლობაში სწავლება „აპოკატასტატისზე" (თავშეკავებული ვარიანტით) კანონიერ ადგილს იკავებს".3 ამ ციტატაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დასმული და შეფარულად პასუხიცაა გაცემული: თუკი ღმერთს რაიმე სურს, ის აუცილებლად შესრულდება და რადგანაც მას ყველა ადამიანის ცხონება სურს, ასეც მოხდება, და ამიტომ: „მართლმადიდებლობაში სწავლება „აპოკატასტატისზე" (თავშეკავებული ვარიანტით) კანონიერ ადგილს იკავებს". მაგრამ წმ. მამები ასე არ ასწავლიან. აქ წარმოგვიდგება თავისუფალი არსებების თავისუფალი ნების საიდუმლო, რომელიც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები ზუსტი პასუხია მიტროპოლიტ კალისტოსის კითხვაზე: „რატომ ვერ ცხონდება ყველა, თუკი მას ყველას ცხონება სურს? - იმიტომ, რომ ყველას ნება არ ეთანხმება მის ნებას, ხოლო ის არავის აიძულებს"4.5

   მესამე თაობის „პარიზელებში" უნდა მოვიაზროთ მიტრ. ილარიონიც (ალფეევი). მის მიერ ღირსი ისააკ ასურის მეორე ტომად წარმოჩენილი წიგნის თარგმანში ვკითხულობთ: „იმისათვის კი არ შექმნა ღმერთმა გონიერი არსება, რომ უმოწყალოდ მისცეს მარადიულ სატანჯველად" (II ტ. გვ. 201); „არც დემონები დარჩებიან თავის დემონურ მდგომარეობაში, არც ცოდვილები - ცოდვებში, არამედ იქნებიან ერთიან, თანასწორ, სრულყოფილ მდგომარეობაში, როგორშიც ანგელოზები იმყოფებიან" (II ტ. გვ. 211).

   უცნაურია, რატომ ვერ პოულობს მკაფიო მტკიცებულებას წმინდა წერილში ორიგენიზმის წინააღმდეგ. სახარებაში ვკითხულობთ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა" (მათ. 25, 41). წმინდა მამათა განმარტებით „საუკუნესა" უნდა გავიგოთ როგორც სამუდამოდ, დაუსრულებლად და არა ისე, როგორც ეს ორიგენეს ესმოდა და „პარიზელების" ყველა თაობას სურს. აქვე, უპრიანია მეხუთე მსოფლიო კრების მე-9 კანონის მოშველიებაც, სადაც ორიგენიზმი ანათემას გადაეცა. (გაგრძელება...)

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

1Митр. Антони Сурожский. Человек перед Богом. 2010. გვ. 59.

2Преп. Исаак Сирии. Слово подвижника.М. 1993. გვ. 201. T II.

3Еп. Каллис (Уэр). Понимание спасения в православной традиции. Страницы. 1996. №3. с. 34.

4Св.Иоанн Златоуст, Беседы на Евангелие от Иоанна. Беседа 8.

5რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ. ვლ. წამალაშვილი.


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine