xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სიმდაბლე » მადლი მხოლოდ თავმდაბლებს ენიჭებათ
მადლი მხოლოდ თავმდაბლებს ენიჭებათ
9-05-2017, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   ● ჩვენ უნდა ვიშრომოთ სათნოების მოსახვეჭად, თუმცა წარმატება ღვთის მადლზეა დამოკიდებული. ღმერთი კი მადლს არა შრომისთვის გვანიჭებს, არამედ თავმდაბლობისათვის: რამდენადაც ადამიანი იმდაბლებს თავს, იმდენადვე მადლი ეწევა.

   ● წმინდა მამები ამბობენ, რომ ბუნებრივი ნაკლი წმინდანებსაც გააჩნია - მათი თავმდაბლობისთვის.

   ● მადლი მხოლოდ თავმდაბლებს ენიჭებათ, ხოლო დამამდაბლებელი სიტუაციის გარეშე თავს ვერ დაიმდაბლებ.

   ● წმ. პეტრე დამასკელი წერს: „საკუთარ თავში თუ უამრავ ცოდვას ხედავ, ეს ჯანსაღი სულის ნიშანია". ასეთი განწყობის დროს სასოწარკვეთას ადგილი არა აქვს, გულში სიმშვიდე ისაგდურებს და ყველასადმი სიყვარული.

   ● რამდენად ადამიანი იმდაბლებს თავს, იმდენადვე წარემატება სულიერ ცხოვრებაში.

   ● სასარგებლოა ზოგჯერ გაიხსენო წარსული ცოდვები, რადგან ეს თავმდაბლობას ჰბადებს. და თუკი ამგვარმა მოგონებამ სასოწარკვეთა წარმოშვა, აქ უკვე ბოროტის ხელია. არ დაღონდე, დამშვიდდი და ეცადე, ლოცვით განაგდო ამგვარი აზრები.

   ● თავმდაბალს საკუთარ ცოდვების მზერა ახასიათებს, სხვაში კი მხოლოდ სიკეთეს ხედავს. ამაყი კი, პირიქით, მხოლოდ კარგს ხედავს საკუთარ თავში, სხვაში კი მხოლოდ ავს. აი, კიდევ თავმდაბლობის ნიშანი: უბრალოება და გულახდილობა, ხოლო რა არის თავმდაბლობა და როგორ იბადება ჩვენს სულში, ვერავინ აღწერს სიტყვებით, ეს მხოლოდ სულიერი გამოცდილებით გვენიჭება.

 

სქეიღუმენი იოანე 

 

როგორ მოვიქცეთ რათა თავი დავიმდაბლოთ?

 

   1. ყველას შეურიგდი გულწრფელად და არა მხოლოდ სიტყვით.

   2. ყოველთვის თავი გაიმტყუნე, თუნდაც უდანაშაულო იყო.

   3. ამგვარად ელაპარაკე საკუთარ თავს: „წარსულში არასწორი ცხოვრების გამო ახლა ვღებულობთ საზღაურს".

   4. მიაკელი ყურადღება შენს სხეულს, დაიცავი მარხვა არა მარტო ხარისხობრივად, არამედ რაოდენობრივადაც.

   5. დილით და საღამოს აუცილებლად ილოცე.

   6. ყოველი დღე, თუნდაც ნახევარი საათი, წარმოიდგინე, რომ თითქოს მოკვდი და რა გელოდება შენ. იკითხე, რასაც ნახავ გარდაცვალების შესახებ.

   7. ნუ განიკითხავ სხვებს, თუ დაინახავ ბოროტმოქმედს, ნუ განიკითხავ, შეიცოდე იგი და ილოცე მისთვის, რათა ღმერთმა შეუნდოს მას.

   8. დაუტევე ამაოდმეტყველება, სიცილი, ხუმრობა და ა.შ.

   9. საღამოთი შენდობა ითხოვე ღვთისგან ყოველი მცნების დარღვევისთვის - სიტყვით, საქმით თუ გულისხმისყოფით.

   10. ეცადე, გულის შემუსვრილებას მიაღწიო და ნუ განელდები რწმენაში.

 

იღუმენი ნიკონი 

 

 

   ● არ გსურს შესცოდო, მაგრამ მძიმედ სცოდავ. როგორ მოვიქცეთ? ადამიანები ეშმაკისაგან განიცდებიან. ნუ შეძრწუნდები და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები. თუნდაც ცოდვით დაეცე, ადექი და კვლავაც შეუდექი სიკეთის კეთებას. იცოდე, სათნოებაში წარმატება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ ღვთის მადლზე. შეიმოსე თავმდაბლობა და ნუ ენდობი საკუთარ თავს, ვიდრე არ გარდაიცვლები და რაც მთავარია, არავინ არაფერში განიკითხო. ვისაც რა ცოდვაში განვიკითხავთ, იმავე ცოდვით დავეცემით. სხვაგვარად არ არსებობს.

   ● გეთანხმები, „კმაყოფილება, სიმდიდრე, ქება" დიდ წინააღმდეგობას ქმნის სულიერ ცხოვრებაში. წმ. მამები გაურბოდნენ ცოდვის ყოვლგვარ მიზეზს. ცხოვრობდნენ მონასტრებსა და უდბნოებში, მაგრამ შენთვის გაქცევა საჭირო არ არის, არამედ ეცადე, იყო უბრალო, როგორც მტრედი და ბრძენი, როგორც გველი. უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ დღეს ან ხვალ აუცილებლად მოკვდები, იქ კი მარადიული ცხოვრება გელოდება. უფალო შეგვიწყალენ!

   ● გულს კარგად თუ დაუკვირდები, ასთავიან გველეშაპს დაინახავ, მაგრამ არ შეუშინდე. ღვთის შეწევნით, დაამარცხებ გველეშაპს. ყურადღებით ცხოვრება შენს უძლურებასა და სისუსტეს დაგანახებს, სხვას აღარ განიკთხავ, ყველაში მხოლოდ სიკეთეს დაინახავ, სხვის დაცემას ყურადღებასაც არ მიაქცევ, გულში კი სიმშვიდე და მდუმარება დაისადგურებს, ზოგჯერ ცრემლიც მოგერევა.

   ● ვნებებთან შენი ბრძოლის მეთოდი სწორია: რომელ ვნებასაც შეამჩნევ, მასვე ებრძოლე, მხოლოდ არა მარტო საკუთარი ძალით, არამედ ღვთის შეწევნით.

   ● სულმოკლეობის წუთები მარტო შენ არ გაწუხებს. ყველა ადამიანი განიცდის ამ მძიმე წუთებს, ზოგჯერ მთელი ხმით ყვირილი მოგინდება.

   ● უძლურებას არ უნდა დაუფრთხე, რადგან სწორედ უძლურთათვის მოვიდა მაცხოვარი ამ ქვეყნად. ადამიანი თუ შეიგნებს თავის უძლურებას და შეინანებს, უფალი თავისი დიადი წყალობით არ გაიხსენებს მის უძლურებასა და შეცოდებებს. უპირველესად, ეშმაკური სიამაყისა და პატივმოყვარობისა უნდა გვეშინოდეს, უძლურება კი ამდაბლებს ჩვენს მოჩვენებით კეთილგონიერებას.

 

სქეიღუმენი იოანე 

თარგმნა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine