xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » წმიდა ლიტურგიაზე ჩვენი ახლობლების მოხსენიების შესახებ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
წმიდა ლიტურგიაზე ჩვენი ახლობლების მოხსენიების შესახებ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
13-09-2017, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ყოველმა მორწმუნემ (მათ შორის დამწყებმაც) იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ახლობელ ადამიანთა, როგორც ცოცხალთა, ასევე მიცვალებულთა მოსახსენებლის შეგზავნა საკურთხეველში (წმ. ლიტურგიაზე მოხსენიებისათვის). მაგრამ ყველას კარგად როდი ესმის რა ხდება ამ მოხსენიების დროს. ლიტურგიის მზადებისას, მღვდელი ფეშხუმზე ასვენებს სეფისკვერიდან ამოღებულ პურის ნაწილს, რომელიც განასახიერებს თვით ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს, მარჯვენა მხარეს ათავსებს ნაწილს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელზე, მარცხენა მხარეს - წმ. ანგელოზთა და ეკლესიის ყოველთა წმიდათა პატივად, ხოლო ქვემოთ - ნაწილებს ცოცხალ და მიცვალებულ მართლმორწმუნე ქრისტიანეთა მოსახსენებლად. როგორც მე-15 საუკუნის მოღვაწე მამა, წმ. სვიმონ თესალონიკელი ამბობს: „ამ ღმრთაებრივ სახესა და მოქმედებაში, გარკვეული სახით, თვით იესუს ვხედავთ და მთელ მის ერთიან ეკლესიასაც ვჭვრეტთ... აქ უდიდესი საიდუმლოა - ღმერთი ადამიანთა შორის და ღმერთი ღმერთთა შორისაა, რომელთაც მიიღეს განღმრთობა ჭეშმარიტი ღმერთის მიერ. აქ - მომავალი სუფევა და მარადიული ცხოვრების გამოცხადებაა". და აი, წმ. ლიტურგიის დროს, რომელიმე ქრისტიანისათვის ამოღებული ნაწილი წარმოადგენს თვით ამ პიროვნებას და მისთვის აღესრულება ღმრთისადმი მსხვერპლის შეწირვა. ეს ნაწილი თავსდება ფეშხუმზე, უფლის ყოვლადწმიდა ხორცის გვერდით, ჩაეშვება ბარძიმში, განიპოხება საღმრთო სისხლით და სიწმინდითა და სულიერი ნიჭით აღვსილი, მადლს გარდამოუვლენს მას, ვისი სახელისთვისაც შეიწირება. როგორც წმ. მამები ამბობენ: მიმადლებს განწმედას, ცოდვათა მიტევებას, უბედურებათაგან დაცვას, ხორციელ და სულიერ სიჯანსაღეს და საერთოდ, მრავალ სარგებელს. მაგრამ როგორც წმ. სვიმეონი ამბობს (ვაგრძელებთ ზემოთ მოყვანილ სიტყვას), „აქ ადგილი არა აქვთ ურწმუნოებსა და სხვაგვარად მოაზროვნეებს. ამიტომ, საერთოდ მღვდელმა არ შეიძლება შესწიროს ნაწილები არამართლმადიდებელისათვის ან აღასრულოს მისთვის ხსენება. ასევე არ შეიძლება ნაწილის შეწირვა მისთვის, ვინც აშკარად სცოდავს და მოუნანიებლად ცხოვრობს: ვინაიდან ეს შეწირვა სასჯელის მიზეზი იქნება მისთვის, ისევე როგორც სასჯელის ღირსი ხდება ის, ვინც სინანულის გარეშე ეზიარება"...

   იგივე წმ. მამა გვმოძღვრავს: „რამდენადაც სარგებლის მომტანია ქრისტიანის სახელის ღირსეული მატარებლისათვის ამ მსხვერპლის შეწირვა, იმდენად უბედურებისა და ზიანის მომტანია მისთვის, ვინც ცოდვიან ცხოვრებასაა მიცემული და უღირსად ატარებს ქრისტიანის სახელს. მღვდელმოქმედების დროს, საღმრთო პურის ხორცად გარდაქმნისას, ფეშხუმზე მოთავსებული ქრისტიანის სახელზე ამოღებული ნაწილი ხდება განწმედის ზიარი და წმ. ბარძიმში ჩაშვებისას აღივსება ცხოველსმყოფელი სისხლით, ამიტომ იმ სულს, ვისთვისაც შეიწირა, გარდამოუვლენს მადლს: ამ დროს აღესრულება სულიერი შეერთება ადამიანისა ღმერთთან. თუ სული ღმრთისმოსავია, ან შესაძლოა, უძლურების გამო ცოდვაში ვარდება, მაგრამ შემდეგ სინანულით განიწმიდება, მაშინ ამგვარი ადამიანი უხილავად სულიწმიდას ეზიარება, ხშირად კი ხორციელ სარგებელსაც იღებს. ხოლო თუ ვინმე ცოდვასაა მიცემული და მისგან განშორება არ სურს, როგორც ღმერთთან ურთიერთობის უღირსი, უფრო მეტ სასჯელს მიიღებს მისთვის შეწირული ძღვენის გამო. ამიტომ მღვდელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ არ მიიღოს შესაწირავი (ე.ი. - სეფისკვერი მოსახსენებლით) და არ აღამაღლოს მსხვერპლი (ე.ი. - ნაწილი) ამგვარი ადამიანისათვის, ამისათვის თვით მღვდელიც მიიღებს სასჯელს მასთან ერთად. ამის გამო შეემთხვევა ხოლმე ადამიანს განსაცდელი და მწუხარებები, „ამისათვის მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი" - ღაღადებს პავლე (1 კორ. 2, 30). ამრიგად შევშინდეთ ამ მკაცრი გაფრთხილებით წმ. მამისა (რომელსაც დიდად პატივ სცემს ყველა მისი მომდევნო ლიტურგიისა და ეკლესიის განმმარტებელი და ხშირად მოჰყავთ ციტატები) სასწრაფოდ ამოვიღოთ ჩვენი მოსახსენბლიდან ასეთ საეჭვო ქრისტიანთა სახელები, რომ სარგებლის ნაცვლად ზიანი არ მივაყენოთ! როგორც წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვმოძღვრავს: პირთა რვა ხარისხია, რომელთა ცხონებისათვის საჭიროა ეკლესიის ლოცვა: „დაღუპულნი, დატყვევებულნი, გზააბნეულნი, მოწყენილნი, დაცემულნი, მიმავალნი და სრულყოფილნი". ყოველი ამათგანი საჭიროებს განსხვავებულ ლოცვას: „დაღუპულნი - ლოცვას იმისთვის, რომ ღმერთმა მოიძიოს და ჰპოვოს", „დატყვევებულნი - ე.ი. ვნებებსა და ეშმაკს დამონებულნი - რომ მადლმა განათავისუფლოს", „გზააბნეულნი - რომ მადლმა გაუნათოს" და ა.შ. და ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა შესმენილი იყოს, „დაე, იზრუნოს, რომ მისი ლოცვა ყოველ მათგანს შეესაბამებოდეს, რათა ამაოდ არ დაშვრეს". ასევ მათთვის, ვინც უკიდურესად დაუდევარია, ილოცე, მაგრამ „ის კი არ ითხოვო, რომ ღმერთმა შეიწყალოს, რადგან ეს შეუძლებლია, სანამ უმოქმედობაში არიან, არამედ რომ განანათლოს და ძილისაგან გამოაღვიძოს", ვინაიდან ვინც ითხოვს რაიმეს, უნდა იცოდეს, რას ითხოვს და მას ნათლად წარმოიდგენდეს", სხვა შემთხვევაში ასეთი „არასოდეს არ იყო, არ არის და არც იქნება შესმენილი ღმერთის მიერ" - ამბობს წმ. მამა (სტ. 15). განა ამიტომ არ რჩება ხოლმე ხშირად ჩვენი ლოცვები უნაყოფო ან ზიანი მომტანი მათთვის, ვისთვისაც ვლოცულობთ?!



არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine