xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » „პარიზის სკოლის“ მეორე თაობა
„პარიზის სკოლის“ მეორე თაობა
16-01-2021, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   „პარიზის სკოლის" მეორე თაობაში მოვიაზრებთ პირველი თაობის პედაგოგ-პროფესორთა მოწაფეებს. მათში კი უნდა ვიგულისხმოთ როგორც უშუალოდ პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები, ასევე მათი მსოფლმხედველობის გამზიარებელი პიროვნებები. ეს არის XX ს.-ის 50-იანი წლების თაობა, რომელმაც ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში განაგრძეს მოღვაწეობა. მაგალითად: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიუ-იორკის ამერიკის მიტროპოლიის მთავარ საღვთისმეტყველო სკოლის, ქრესტვურდის წმინდა ვალდიმერის სახელობის სემინარიაში წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტიდან გადავიდა: მეცნიერი გიორგი ფედოტოვი (1951) და მამა გიორგი ფლოროვსკი, მოგვიანებით ახალი (ანუ მეორე) თაობის პროფესორ-მასწავლებლები: დეკ. ა. შმემანი (1983), დეკ. ი. მეინდორფი (1992), სერგი ვერხოვსკი, მიტრ. ი. შახოვსკი, ა. მენი, ინგლისში - მიტრ. სუროჟელი, ლიბანი, სირია - ხოდრი და ა.შ.

   მღვდელ-მონაზონი დამასკინე შენიშნავს: „როგორც პარიზის არაერთსახოვანი საღვთისმეტყველო სკოლის ჭეშმარიტი შვილი, მეცნიერ-ღვთისმეტყველთა ეს ახალი თაობა ზოგ საკითხში ავლენდა ტრადიციულობას, ზოგში კი - მოდერნიზმს. თუმცა ის წინამორბედი თაობის თავისუფლად მოაზროვნე ღვთისმეტყველთა შეცდომებს უარყოფდა (განსაკუთრებით მ. სერგი ბულგაკოვის „სოფიოლოგიას"), მაგრამ კრიტიკულად ეკიდებოდა მართლმადიდებლობის ისტორიას, ტრადიციას, წმინდა წერილს, მამათა სწავლებებს, ლიტურგიკასა და ადათებს, მონაწილეობდა უახლეს თეოლოგიურ, სახელდობრ, „სათავეებთან დაბრუნების" მიზნით კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში წამოწყებულ „ლიტურგიკულ მოძრაობაში".1

   მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი არ იზიარებდა წმ. გარდამოცემისადმი პარიზის სკოლის ახალი (მეორე) თაობის კრიტიკულ დამოკიდებულებას, რომელიც მთლიანად რაციონალისტურ-მოდერნისტული სულით იყო გამსჭვალული. ის წერდა: „რუსულ ემიგრაციაში ახალი სკოლის წარმომადგენელი „ღვთისმეტყველნი" (იგულისხმებიან ა. შმემანი, ი. მეინდორფი და სხვა)... მეტისმეტად მოწადინებულნი არიან, მხარი აუბან ინტელექტუალურ მოდას, ციტირებენ ბოლო დროის კათოლიკე და პროტესტანტ მეცნიერებს, ბაძავენ თანამედროვე ცხოვრებაში, განსაკუთრებით - აკადემიურ სამყაროში, დამკვიდრებულ „დაუდევარ ტონს".2 დასავლელ ერეტიკოს მეცნიერთა მიერ მამათა მართლმადიდებლური ტრადიციის კვლევების თაობაზე კი სერაფიმე როუზი შენიშნავდა: „ასეთი „პატროლოგია" მხოლოდ და მხოლოდ რაციონალისტური განსწავლულობაა, რა დროსაც მამათა სწავლებას მსჯელობის თემად იხდიან. მეტად სავალალო შედეგს ვიღებთ, როდესაც მართლმადიდებელი მეცნიერები ამ ფსევდოპატროლოგთა სწავლებას იზიარებენ ან ისეთივე რაციონალისტური სულისკვეთებით ეწევიან კვლევებს, ვინაიდან მრავალი ადამიანი ამ მეცნიერებს აღიარებს „მართლმადიდებლობის ორატორებად", ხოლო მათ რაციონალისტურ მტკიცებულებებს - „უშუალოდ მამათა" მსოფლმხედველობის გამოხატულებად. ამით ბევრი მართლმადიდებელი ტყუვდება".3

   ამდენად, პარიზის სკოლის პროფესორი სასულიერო პირების უმრავლესობას ძნელია ვუწოდოთ ღვთისმეტყველები. უფრო ზუსტი იქნება მათზე ვთქვათ: ენციკლოპედიურად განათლებული ფილოსოფოსები, ერუდირებული პედაგოგ-სპეციალისტები, რომლებიც საინტერესოდ საუბრობენ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. მაგალითად, დეკ. ა. შმემანი, ცნობილი თავისი მოდერნისტული ხედვებით, არა იმდენად ღვთისმეტყველია, რამდენადაც თავისი შეხედულებების პოპულიზატორი. იგივე ითქმის მიტრ. ა. სუროჟელზე. ის ნიჭიერი მქადაგებელი და მისიონერია, მაგრამ მისი საღვთისმეტყველო მსოფლმხედველობა მეტად მერყევი და ადოგმატურია.

   ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავინახოთ დამსახურებებიც პარიზის სკოლისა, ძირითადად ვლ. ლოსკის და გ. ფლოროვსკის ნაშრომებში გამოვლენილი. ცალმხრივად არ უნდა წარმოვაჩინოთ ამ სკოლის სახე. მაგრამ დღეს, როგორც არასდროს მანამდე, გაჩნდა „პარიზის სკოლის" პოზიციის, შეხედულებათა, შეცდომათა, ცდომილებათა ანალიზის საფუძვლიანი საჭიროება. რატომ? იმიტომ, რომ არ გვეგონოს დასავლურ სკოლათა სულის სწავლების გათავისება იყოს თითქოს ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი საწინდარი. (გაგრძელება...)

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

1მ. სერაფიმე როუზი. ცხოვრება და შრომები. გვ. 477.

2იქვე 478.

3იქვე 479. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine