xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ახალი თაობა - ბერი პაისი
ახალი თაობა - ბერი პაისი
28-05-2017, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ადამიანთა უმრავლესობისთვის დღეს უცნობია იმ სიხარულის გემო, რასაც მათ თავგანწირვა ანიჭებს. ადამიანებს არ უყვართ შრომა. მათ ცხოვრებაში უსაქმურობა დომინირებს, ყველას თბილად და კომფორტულად მოწყობა სურს. თუ ადამიანი რაიმეს უშრომელად აღწევს, ეს მიღწევად მიიჩნევა. ისინი სწუხან თუ იოლი გზით ცხოვრებას ვერ ახერხებენ. მაგრამ მათ რომ სულიერი თვალთახედვა ჰქონდეთ: პირიქით, გაიხარებდნენ, რადგან ამ შემთხვევაში ხელსაყრელი პირობა უჩნდებათ ღვაწლისათვის.

   დღეს დიდი და პატარა იოლი ცხოვრებისაკენ მიილტვის. სასულიერო პირები განწმენდას მცირედი შრომით ლამობენ, ერისკაცნი კი სიმდიდრის მოხვეჭას უშრომელად ცდილობენ. ახალგაზრდებს - გამოცდების ჩაბარება კაფედან გამოუსვლელად სურთ. მათ რომ საშუალება ჰქონდეთ კაფედან გამოუსვლელად გაეცნონ გამოცდების შედეგებს, ძალიან გაიხარებდნენ. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ბევრი მათგანი მოდის ჩემთან კელიაში და მთხოვს: „ილოცე, რათა უნივერსიტეტში მოვეწყო". გამოცდისთვის კი არ ემზადება, ამბობენ: „ღმერთი ჩამაბარებინებსო"" – „მოემზადე, ვურჩიე მე, - ლოცვით კი ღმერთს შემწეობა სთხოვე" – „რატომ, - გაიკვირვებენ ისინი, - განა ღმერთს არ ძალუძს შემეწიოს მომზადების გარეშე?" რა გამოდის, ღმერთი აკურთხებს შენს სიზარმაცეს? ასე არ ხდება. ღმერთი შეგეწევა იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა კითხულობს, შრომობს, მაგრამ ვერ იმახსოვრებს წაკითხულს. ზოგიერთნი მართლაც ვერ იმახსოვრებენ ან წაკითხულის გაგება უჭირთ, თუმცა, მაინც შრომობენ და კითხულობენ. ასეთებს ღმერთი უხვად წყალობს.

   საბედნიეროდ გამონაკლისიც არსებობს. ერთი ბიჭუნა ხალკიდიკიდან ერთდროულად სამ ფაკულტეტზე აბარებდა და სამივეზე ჩააბარა. თანაც ერთ-ერთ ფაკულტეტზე საუკეთესო ნიშნები მიიღო. მაგრამ, ამის მიუხედავად მან მუშაობა გადაწყვიტა და ამ გზით მამას შრომა გაუიოლა, რომელიც ოჯახის სარჩენად მაღაროში მუშაობდა. ამიტომაც გადაიფიქრა სწავლა და შრომა დაიწყო ოჯახში ფულის შემოსატანად. ეს ადამიანი მე გულს მიამებს. ასეთი ადამიანებისათვის მზად ვარ თავი დავდო, თუმცა ახალგაზრდობის უმრავლესობა ამასოფლის სულისკვეთებისაგან იძლია. მათ ისწავლეს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა, მოყვასი მათ საერთოდ არ აწუხებთ და რაც უფრო მეტს ეხმარები მათ, მით უფრო ზარმაცები ხდებიან.

   ახლანდელი თაობა ახალ მანქანას წააგავს, რომლის ძრავაში სიცივისაგან ზეთი გასქელდა. ეს მანქანა რომ დაიქოქოს, ზეთი უნდა გათბეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. უბედური ახალგაზრდები! მოდიან ჩემთან კელიაში - არა ერთი ან ორი, არამედ მრავალნი - და მეკითხებიან: „რა ვაკეთო მამაო? რითი დავკავდე?" – „ჩემო ძმაო, მონახე სამსახური" - ვპასუხობ მე, პასუხად კი მესმის: „საქმე ისაა, რომ ფული მაქვს. რისთვის მჭირდება სამსახური?" – მოციქული პავლე, - ვეუბნები მათ, - წერს: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის ნუცაღა ჭამნ" (2 თეს. 3. 10). თუნდაც ფულის პრობლემა არ გქონდეს, უნდა იმუშაო, რომ ჭამო. საქმე ეხმარება ადამიანს ძრავის ზეთის გათბობაში. საქმე - შემოქმედებაა. იგი ადამიანს სიხარულს ანიჭებს, სულიერ სიმძიმესა და მოწყენილობას განაგდებს. ასე, ჩემო დანაყრებულო ძმაო! მონახე ისეთი საქმე, ცოტათი მაინც რომ მოგეწონება, და დაიწყე შრომა. სცადე და დაინახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი.

   ზოგიერთი იღლება, მაგრამ სწორედ დაღლილობა აღუდგენს მას ძალებს. მოდიან ჩვენთან ახალგაზრდები, სხედან ეზოში და უქმად ყოფნით იღლებიან. ზოგი წარა-მარა მეკითხება: „რითი დაგეხმაროთ? რა მოგიტანოთ?" მე არასოდეს ვითხოვ დახმარებას. საღამოს მარტო რომ ვრჩები ყოველ საქმეს თვითონ ვაკეთებ. სულ სამჯერ ვთხოვე დახმარება. ერთ ჭაბუკს ერთხელ ვუთხარი: „მე მჭირდება ორი ასანთის კოლოფი კარიესის (წმ. მთის ადმინისტრაციული ცენტრი) მაღაზიიდან". მე მქონდა ოთხი სანთებელა. მას სიხარულის მისანიჭებლად ვთხოვე წასვლა. მან მოირბინა გახარებულმა, მოიტანა ასანთი, დაღლილობამ კი მისი ძალა აღადგინა, რადგან მან იგემა სიხარული, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოსდევს. მეორე ბიჭუნა კი ამ ხნის განმავლობაში ჯდომისაგან დაიღალა. ადამიანები ცდილობენ განიცადონ სიხარული. მაგრამ სიხარული რომ მოვიდეს ადამიანმა თავი უნდა გაწიროს. მსხვერპლი სიხარულს ბადებს, ეგოიზმი და პატივმოყვარეობა ტანჯვაა ადამიანისათვის, იგი სწორედ აქ ფერხდება.



თარგმნა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine