xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ლაოდიკიელის სულიერი პორტრეტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ლაოდიკიელის სულიერი პორტრეტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
27-04-2020, 09:15  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ბოლო დროს მართლმადიდებელ ქრისტიანთა გარემოში უცნაური იდეოლოგია ვრცელდება, რომელსაც ლაოდიკური სულისკვეთება - სწავლება შეიძლება ვუწოდოთ.

   ძირითადი საყრდენი თეზა, პოსტულატები ლაოდიკური იდეოლოგიისა გახლავთ მზაკვრული და ამსოფლიური სულისკვეთებით ნაკარნახევი. მათი შინაარსი დაახლოებით ასეთია: „ჩვენ არ ვიცით ეკლესიის მიღმა ვის აცხონებს უფალი", „ჭეშმარიტებას დაცვა არ სჭირდება", „რჯულის კანონი უბრალოდ წესების კრებულია", „ახლებურად უნდა შევხედოთ ეკლესიის სწავლებას" და მისთ.

   მოისმენთ ასეთ „არგუმენტებსაც": ხომ არის თქმული სახარებაში, რომ „ღმერთმა შეიყვარა სოფელი ესე", თქვენ კი მოგვიწოდებთ განვეშოროთ მას, უარვყოთ თანამედროვე ცხოვრების რიტმი, პროგრესი... არადა სინამდვილეში ამას თვით მაცხოვარი ამბობს წმინდა წერილში „სოფელი ესე" ანუ წუთისოფელი ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

   1) პირველი მნიშვნელობის მიხედვით „სოფელი ესე" მთელი კაცობრიობის მორწმუნეთ მოიაზრებს. „რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნო" (იონ. 3, 16).

   2) სიტყვა „ამასოფლისანი" გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ცოდვებში, არა ღვთივსათნოდ ცხოვრობენ. სწორედ ამგვარად უნდა გავიგოთ სახარების შემდეგ წინადადებაში: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა" (იონ. 15, 19). „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რა არს სოფლისა ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მის თანა" (1 იონ. 2, 15).

   წმ. ისააკ ასურის სიტყვით: „სოფელი ესე" ნიშნავს ავხორცულ ცხოვრებასა და ზრახვას. ამა სოფლის მსახური შეუძლებელია იმავდროულად ღვთის მსახურიც იყოს. ამა სოფლის მეგობარი, შესაძლოა მისთვის შეუმჩნევლადაც, მაგრამ უთუოდ გახდება უბოროტესი მტერი ღვთისა და საკუთარი ცხონებისა".1

   ლაოდიკიელ ქრისტიანებს მაცხოვარი ასეთი სიტყვებით მიმართავს: „ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელიო, ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელთბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან, ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი" (გამოცხ. 3, 15-17).

   როგორც ვხედავთ, ლაოდიკიელებზე არც ერთი საქებარი სიტყვა არ თქვა მაცხოვარმა, მამხილებელი კი - მრავალი. აქედან ცხადია, რომ ლაოდიკიელებში პირფერი, ორგული, ნელთბილი და ცრუქრისტიანები მოიაზრებიან.

   უდავოა, რომ ლაოდიკიის ეკლესიაში ბოლო ჟამის ქრისტიანები იგულისხმებიან. თანამედროვე ქრისტიანთა დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მათი ცხოვრების წესი, ახლანდელ ლაოდიკიელთა ძირითადი თვისებების გამოყოფა.

   1) ნელთბილობა - არაჯეროვანი სულიერი მოშურნეობა: „არც ცივი ხარ, არც ცხელი" (გამოცხ. 3, 15).

   2) თვითკმაყოფილება და გაამსოფლიურობა: „მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო" (გამოცხ. 3, 17).

   3) სულიერი შეუმდგარობა და უმადურობა: „უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი" (გამოცხ. 3, 17).

   სიშიშვლე - მადლის დაკარგვის სიმბოლოა.

   4) სულიერი სიბრმავე: „ბრმა" უწოდა ლაოდიკიელებს მაცხოვარმა.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

1Св. Исаак Сирии. Сл. 2. М. 2000.

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine