xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლების მდგომარეობა XVIII – XIX საუკუნეებში
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლების მდგომარეობა XVIII – XIX საუკუნეებში
21-01-2021, 15:27  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ბოლო დროის წმინდა მამები და ავტორიტეტული თანამედროვე ღვთისმეტყველები საკმაოდ საფუძვლიანად აანალიზებენ ჩვენი ეპოქის საღვთისმეტყველო სკოლების მდგომარეობას. დაკვირვებული ქრისტიანი შეამჩნევს, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველება (ცალკეული გამოვლინებების გარდა) მოდერნისტული გახდა. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გასული საუკუნის ოციანი წლებიდან მოდერნისტულ სქოლასტიკასა და უტიფარ სოფისტიკას ემსხვერპლა. ამის საუკეთესო ნიმუშია ე.წ. „პარიზის სკოლა", რომლის წარმომადგენლები ზემოდან დასცქეროდნენ უბრალო ადამიანთა ღვთისმოსაობას და, როგორც მაღალგანვითარებული ადამიანები, თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ მართლმადიდებლობის „ამაღლებასა" და „გაკეთილშობილებას". მაგრამ ვიდრე ე.წ. „პარიზის სკოლის" სულიერ ფენომენს განვიხილავდეთ, უნდა ითქვას, რომ მოდერნისტული სული ღვთისმეტყველებაში XVIII – XIX სს-ში გამოვლინდა, როდესაც მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სკოლები (როგორც რუსეთში, ისე საბერძნეთში) ლათინური და პროტესტანტული სკოლების ზეგავლენის ქვეშ მოექცა.1 თუ საღვთისმეტყველო მეცნიერება მოგვიანებით პერიოდში თითქოს განთავისუფლდა მათგან, გაისმა სხვა სახის საყვედურები: მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ნაკლებად შემოქმედებითია და ხშირად დაესესხება ხოლმე დასავლეთის საღვთისმეტყველო სკოლების მიერ შემოთავაზებულ წყაროებს (მ. პამაზინსკი). ერთი შეხედვით, რას გახდები, როდესაც დასავლეთში საღვთისმეტყველო მეცნიერება ძლიერ ვითარდებოდა. საჭიროებისამებრ გვიხდებოდა მისგან ნაშრომების მოძიება. ცხადია, უნდა ვაღიაროთ დასავლური საღვთისმეტყველო სკოლების დამსახურებები, მით უფრო მაშინ, როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ უძველეს და უნიკალურ წყაროებს, რომლებიც იქ არის დაცული და შესწავლილი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ბრმად მივენდოთ დასავლელი თეოლოგების ისტორიულ და საღვთისმეტყველო დასკვნებს.

   საფრთხე ისაა, რომ დასავლელი არამართლმადიდებელი ადამიანი, გნებავთ ის მეცნიერი იყოს, ვეჭვობთ მართებულად ჩასწვდეს მართლმადიდებლობის სულისკვეთებას. მით უფრო მაშინ, როდესაც პროტესტანტი მეცნიერები დიდი ხანია მოქმედებენ თავიანთი მსოფლმხედველობის შესაბამისად.

   ამრიგად, ამგვარი „დახმარების" შედეგად ნელ-ნელა, შეუმჩნევლად მოვექეცით მათი ზეგავლენის ქვეშ. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შენიშნავს: „მართლმადიდებელმა სკოლებმა უცხოური მეცნიერებებისაგან არა მხოლოდ ფაქტოლოგია, არამედ მეთოდოლოგიაც გადმოიღეს... კრიტიციზმმა, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების ცნობიერება განმსჭვალა. თუ მართლმადიდებლობაში ეკლესიის გარდამოცემის მეშვეობით დასტურდება ჭეშმარიტება, ახლა ეკლესიის გარდამოცემა ანალიტიკურმა აზროვნებამ ჩაანაცვლა... თავდაპირველად პროტესტანტმა თეოლოგებმა „გვიანდელი მეთოდოლოგიური ნალექებისაგან" განწმენდის მიზნით დაიწყეს გარდამოცემის კრიტიკა, ადრე თუ გვიან, წმინდა წერილის კრიტიკაში უნდა გადაზრდილიყო. და ჩვენ ვხედავთ, რომ რეფორმატორულ წიაღში ჩნდება მძლავრი ანტიბიბლიური მოძრაობა... ისინი კადნიერად შეუდგნენ ბიბლიის ტექსტების „მეცნიერულ ანალიზს", რითაც დააკნინეს წმინდა წერილის ავტორიტეტი".2

   საქმე ისაა, რომ წმინდა წერილის განმარტებისას არ კმარა მისი ყურადღებით წაკითხვა, გულმოდგინე, მონდომებული კვლევა, არამედ საჭიროა მადლი სულიწმინდისა. წმინდა მამები (იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი და სხვა) წმინდა წერილის მართებული განმარტებისთვის ღვთივგანბრძნობილი მასწავლებლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ცხადყოფს უზარმაზარი საღვთისმეტყველო და კატახიზატორული სკოლების არსებობაზე: ალექსანდრიის, ანტიოქიის, კაბადოკიის, მოგვიანებით კონსტანტინოპოლის სკოლებისა. ასევე მცირე საღვთისმეტყველო სკოლები და აკადემიები, მათ შორის შეგვიძლია ვახსენოთ ჩვენი (გელათისა, იყალთოს) აკადემიები. მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო ტრადიცია პრინციპულად განსხვავდება დასავლური სქოლასტიკური და მეცნიერული კვლევითი პრინციპებისაგან, რომელშიც წმინდა წერილისა და წმინდა მამათა თხზულებების კვლევა მარტოოდენ გარეგნული, ფილოლოგიური, ტექსტების რეკონსტრუქციული ფორმით ხორციელდებოდა.

   XIX საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე და ფილოსოფოსი რენე გენონი წერდა: „პროტესტანტიზმი თავშივე ალოგიკურია: ის მიილტვის რელიგიის „გაადამაინურებისაკენ": ამავე დროს (მართალია მხოლოდ თეორიულად) უშვებს რაღაც „ზეადამიანურსაც", ე.ი. გამოცხადებას, მაგრამ შეუდგა რა ღვთაებრივი გამოცხადების ადამიანურ განმარტებას, პროტესტანტიზმმა უარყო ის. შემდეგ, ყველაფრისადმი უარყოფის სულით განსჭვალულმა, შვა დამღუპველი კრიტიკანობა, რომელიც ე.წ. „რელიგიის ისტორიკოსების" ხელში გახდა მძლავრი საშუალება ზოგადად რელიგიის წინააღმდეგ. პროტესტანტიზმი მხოლოდ სიტყვიერად ანიჭებს წმინდა წერილს მთავარ როლს და არ აღიარებს არანაირ სხვა ავტორიტეტს. სინამდვილეში ის უარყოფს თვით წმ. წერილს და იმ სწავლებას, რომლის მიმდევრადაც წარმოაჩენს საკუთარ თავს".3

   მიუხედავად იმისა, რომ დასავლური თეოლოგიური სკოლა, სულიერი თვალსაზრისით, თავად დეგრადირებულ მდგომარეობაშია, ის კადნიერად ცდილობს თავისი რაციონალისტური და მოდერნისტული სულის მართლმადიდებლურ ღვთისმეტყვლებაში დამკვიდრებას. სამწუხაროდ, ამ სულისკვეთებამ თავი იჩინა აკადემიურ წრეებში და თანამედროვე საღვთისმეტყველო საკითხების უმეტესი წილი ამ სულისკვეთებითაა განმსჭვალული.

   ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ოდითგანვე გააჩნია თავისი უნიკალური სიმდიდრე პატრისტიკის, დოგმატური, კანონიკური, კრებსითი განსაზღვრების სახით, ერთგვარი status quo, რომლის უგულებელყოფა მართლმადიდებლობის ღალატის ტოლფასია.

   ეკლესიის ისტორია ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტებისაგან მცირეოდენ გადახრას მყისიერად იდეური და პრინციპული ცვლილებები მოჰყვებოდა. სწორედ ამის მხილველნი გავხდით ე.წ. „პარიზის სკოლის" მოღვაწეობის შედეგად. (გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

1Опыт преподования богословских дисциплин и патрологические иследонания в греческих государственных учевных заведениях. Ч. 1,2. agionoros.ru.

2Арх. Рафаил (Карелин). Векторы духовности. стр. 171.

3ციტ. წიგნ. Не от Мира Сего. С. Роуз. стр. 64-65.


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine