IV დონე - ლიტურგიკული თეოლოგია
ა) საღმრთისმსახურო წიგნი მღვდლებს მკაფიოდ შეაგონებს: „უწყოდეთ რამეთუ რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი, სასიკვდინედ მიწევნული, ნუ დაააყენებთ ნათლისცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ დააყენებ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და დააყოვნებენ ექვსსა და რვასა დღესა და შეამთხვიოს სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად. უკეთუ მერვედ დღემდე იცოცხლოს, დააცალონ და დღესა მერვესა ნათელ-სცენ. ხოლო უკეთუ ვერ მიაწევდეს, მასვე ჟამსა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რაითა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის. უკეთუ უდებ-იქმნნეთ, ხელთაგან თქუენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა" (დიდი კურთხევანი).
ბ) ლიტურგიკის სახელმძღვანელო ცალსახად განმარტავს: „ყრმა წარმოშიობილი მუცლიდან, ვითარცა (ბნელი) საპყრობილიდან, პირველშობილი ცოდვის მიზეზით არის წყვდიადის ძე და ტყვე დემონისა (Новая скрижаль, стр. 327; СПБ, 1899 г.)
გ) მღვდელმსახურის სპეციალური ინსტრუქციის კრებული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს:
„მართლმადიდებელი ეკლესიის წესით არ იმარხებიან და არ მოიხსენებიან: მკვდრადშობილი; უნათლავი, თუნდაც უკვე სახელდებული; ან არასწორად მონათლული ყრმები"
დაკვალად: „თავისთავად ცხადია, რომ მოუნათლავად, ან არასწორად მონათლული გარდაცვლილი, აგრეთვე მკვდრადშობილი, ყრმებისათვის, ვითარცა მორწმუნეთა (ე.ი. ეკლესიის წევრთა) რიცხვისადმი მიუკუთვნებელთათვის, - პანაშვიდის გადახდა არ შეიძლება. (Настольная книга Священнослужителя; Т. II. стр. 1349; 1364; Москва, 1993 г.)
ამრიგად IV დონეზეც უნათლავად აღსრულებულ ყრმათა ხვედრი, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს არ ცხონებაზე ე.ი. წარწყმედაზე. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია