xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ყოველგვარი ბოროტების მიზეზი მედიდურობაა - წმ. იოანე ოქროპირი
ყოველგვარი ბოროტების მიზეზი მედიდურობაა - წმ. იოანე ოქროპირი
10-01-2017, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მედიდურობაა ლანძღვა-გინებისა და ჩხუბის, ცილისწამებისა და დავის მიზეზი. როცა ადამიანური დიდება გვიყვარს და პატივის მონები ვხდებით, აქედან მოდის სიყვარულის განელება. ვინაიდან, ქება-დიდების მონა, ღვთის ჭეშმარიტი მონა ვერ იქნება. შენ იკითხავ, როგორ გავექცეთ მედიდურობას, რამეთუ გზა ჯერ არ გიჩვენებია? უსმინე, რას ამბობს მოციქული: „სიმდაბლით ურთიერთარს უმეტეს შეჰრაცხდით თვითოეული თავისა თვისისა" (ფილიპ. 2. 3). ხედავ, ყოველგვარი კეთილგონიერებით აღსავსე როგორი წესი და ჩვენი ცხონების როგორი სახელმძღვანელო შემოგვთავაზა მან! ის ამბობს: თუ შენ წარმოიდგენ, რომ ვიღაც სხვა, შენზე უკეთესია და ამაში დარწმუნდები, რასაც არა მარტო იტყვი, არამედ ამაში სავსებით დაჯერებული პატივსაც მიაგებ მას, და როცა სხვა მიაგებს მას პატივს, უსიამოვნებას არ იგრძნობ. მაშ ასე, სხვა არა მხოლოდ შენზე უმჯობესად, არამედ დიდადაც ჩათვალე და შენთვის უცხო და მტკივნეული არ იქნება მისი განდიდება. რომ გაწყენინოს, სულგრძელად გადაიტან, ვინაიდან შენზე უკეთესად აღიარე. ლანძღვას დაგიწყებს, თუ ბოროტებას შეგამთხვევს - უსიტყვოდ დაითმენ. ვინაიდან, როცა გულში ერთხელ უკვე აღიარე მისი უპირატესობა, რაც არ უნდა ცუდი გაგიკეთოს, არ განრისხდები და მისი არ შეგშურდება. რამეთუ უპირატესის არ შურთ, რადგან ყველა თვლის, რომ მას ყველაფერი ეკუთვნის. როცა ვიღაცას, რომელმაც შენგან პატივი მიიღო, შენს მიმართ იგივე განწყობა ექნება, ასეთ შემთხვევაში ურთიერთშეწყნარების ორმაგი ზღუდე წარმოიქმნება. სანამ შენ დაფასების ღირსად სხვას მიიჩნევ, ხოლო ის კი - შენ, თქვენს შორის არასოდეს, არანაირი უსიამოვნება არ წარმოიქმნება. თუკი ასეთი დამოკიდებულება ცალმხრივად ყოველგვარ გაღიზიანებას საშინლად ანადგურებს, ასეთნაირი ორმხრივი განწყობის შემთხვევაში, წარმოქმნილი ერთობის დანგრევას ეშმაკიც ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ სამმაგი, ოთხმაგი და უფრო მყარი სიმაგრე წარმოიქმნება. ვინაიდან გონივრული სიმდაბლე ყოველგვარი სიკეთის მიზეზია. წინასწარმეტყველს მოუსმინეთ: „მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმრთმან არა შეურაცხყოს" (ფს. 50. 17). ღმერთი უბრალოდ თავმდაბლობას კი არა, არამედ მისკენ მისწრაფებას მოითხოვს. როგორც დამტვრეული სხეული ვერ შეეწინააღმდეგება გარე ძალას - მცირე შერყევით თავად დაიშლება - ასევე სულიც. შემუსვრილებით დათრგუნულს, სხვაზე თავდასხმას თუ თავდაცვას სიკვდილი ურჩევნია. მაშ, როდემდე უნდა ვიყოყოჩოთ ჩვენი ამპარტავნებით, რომელიც დაცინვის ღირსია?

   ჩვენ გვეცინება, როცა ბავშვები ერთმანეთს ეყოყოჩებიან და მედიდურობენ. როცა ქვას ხან აიღებენ, ხან - დააგდებენ. ადამიანთა უგუნური ამპარტავნებაც ბავშვური აზროვნების და არასრულყოფილი გონების ნაყოფია. „რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი?" (ზირ. 10. 9). ადამიანო, ბრძენკაცობ? რისთვის? რას იგებ ამით? რატომ მედიდურობ მათ შორის ვინც შენნაირია? განა იგივე სული და ხორცი არა გაქვს? განა მათნაირად არ ხარ პატივდებული უფლისაგან? ხარ გონიერი? მაშინ არ იმედიდურო, არამედ მადლიერი იყავი. უმადურობა ამპარტავნების პირველი ნიშანია, რადგან ღვთის წყალობას საჩუქრად არ აღიქვამს. ქედმაღალი იმიტომ ყოყოჩობს, რომ თავს სრულყოფილად მიიჩნევს, ხოლო ასეთი, პატივის მომნიჭებლის უმადურია. ამპარტავნება სრულიად მიუღებელია ქრისტიანის სულისათვის.


Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine