xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მისთვის - წმ. ეპ. თეოფანე დაყუდებული
რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მისთვის - წმ. ეპ. თეოფანე დაყუდებული
9-01-2017, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დიდი ხანია ჩემთვის არ მოგიწერიათ. დამაბნია იმაზე ფიქრმა, რაც მოხდა. თქვენ კი თურმე ბებია გაგიხდათ შეუძლოდ. ბებია - შესანიშნავი ვინმეა. შვილიშვილები თბილ და საყვარელ ადგილს ბებიის კალთაში პოულობენ. ბებიისთვის კარგ შვილიშვილზე ძვირფასი არავინაა ამქვეყნად. ამისთვის მადლობა უნდა მივუძღვნათ ღმერთს. ხშირად ანუგეშეთ ბებია და ყურადღებით მოუსმინეთ მას. მოხუცებს აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებებითა და შრომით მოპოვებული სიბრძნე. ხშირად მათ უბრალო ფრაზასა და საუბარში ისეთ ბრძნულ რჩევებს წააწყდებით, წიგნშიც რომ ვერსად იპოვით.

   თქვენ დამაკმაყოფილებლად განმარტეთ თქვენი ხანგრძლივი დუმილის მიზეზი, მაგრამ მაინც საჭიროა გამოსასწორებლად თუნდაც მცირე ეპიტიმია დაგადოთ. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება გამოსწორებისათვის უფრო განეწყოთ, თუ მადლობას გეტყვით იმისათვის, რომ მწერდით. გმადლობთ.

   პირობა მომეცით, რომ გულწრფელი იქნებით. მიმოწერაში მთავარია გულწრფელობა! ამის გარეშე მისი წამოწყებაც კი არ ღირს. მომწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს სულს აწუხებს და განსაკუთრებით კარგად ის კითხვები ჩამოაყალიბეთ, თავში რომ მოგდით და სასწრაფო პასუხს ითხოვენ. თუ ასე მოიქცევით, გადაწყვეტილებას ისე მიიღებთ, როგორც მოწყურებული მიწა ისრუტავს წყალს. და ეს საუკეთესო საშუალებაა სულს შესძინო და განამტკიცო წარმოდგენები, რომლებიც იმ საგნებისა თუ საქმეთა არსს განმარტავენ, რომელთა გონების თვალით განჭვრეტას ჩვენთვისვე აუცილებლად მივიჩნევთ. რა აზრი ექნებოდა იმას, რომ მე მომეწერა თქვენთვის ერთი, ხოლო თქვენი სული მეორეთი ყოფილიყო დაკავებული. ეს უბრალოდ ლაქლაქი იქნებოდა, იმის მსგავსი, ორი ადამიანი რომ ერთმანეთს ზურგშექცევით ესაუბრებოდეს და თითოეული ყვებოდეს იმის შესახებ, რაც მის თვალწინ ხდება. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არ ვიქნებოდით განყენებული საკითხებით დაკავებული, არ დავხატავდით გეგმებსა და თეორიებს, არამედ ვიმსჯლებდით იმის შესახებ, რასაც ცხოვრების მიმდინარე მოვლენები შემოგვთავაზებდა. ასე უნდა ვიაროთ წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ. მწერთ, რომ თვალები გიჭრელდებათ. ამბობთ, რომ საზოგადოებრივ მხიარულებებზე, თეატრში, საღამოებზე, სეირნობებზე მოგიხდათ ყოფნა. გიკვირთ, რა ჭაპანწყვეტა, რა საუბრები, რა აზრები და მიმართვებია? ეს ყველაფერი უცხოა თქვენთვის და ამ ყველაფრისგან აზრებს ვერ იკრებთ. ეს პირველად მოგეჩვენათ ასე, მერე კი შეეგუებით. სოფელში, მყუდრო ოჯახური ცხოვრების შემდეგ ლოგიკურია თქვენს მიერ განცდილი შთაბეჭდილებები, აი, რას გეტყვით: ამის მიხედვით განსაჯეთ, სად არის ცხოვრების ჭეშმარიტება და სად არის სიცრუე, მაგრამ არ ვიცი მომხდარმა რა კვალი დატოვა თქვენს სულში. შესაძლებელია, რომ ზედაპირულად თითქოს არ ეთანხმებით ამსოფლიურ წესებს, ხოლო ღრმად - უთანაგრძნობთ და გამეორების სურვილი გაქვთ. ცხოვრებას, რომელსაც თქვენ გემო გაუსინჯეთ, გამაბრუებელი თვისება აქვს. ხედავენ, რომ ეს ის არ არის, და მაინც მიილტვიან მისკენ, როგორც ოპიუმს მიჩვეულმა იცის, რომ შეშლილს დაემსგავსება მაგრამ მაინც იღებს წამალს. ან იმიტომაც იღებს, რომ შეიშალოს. თქვენ როგორ გრძნობთ თავს? გიზიდავთ ისევ ის, რაც ნახეთ? გსურთ ისე გატაროთ ცხოვრება? გთხოვთ კარგად ამიხსნათ - და რაც მთავარია, გულწრფელად.



Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine