xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » სულის სასარგებლო დარიგებანი - წმიდა ბარსანუფი დიდი
სულის სასარგებლო დარიგებანი - წმიდა ბარსანუფი დიდი
5-04-2017, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

სულის სასარგებლო დარიგებანი - წმიდა ბარსანუფი დიდი

 

   მრისხანებაში მყოფი ნურაფერს იტყვი, იმიტომ რომ ბოროტება სიკეთეს არ შობს, დაითმინე სანამ შენი გონება დამშვიდდება და შემდეგ თქვი სათქმელი.

   რამდენადაც შეგიძლია დაიმდაბლე თავი დღე და ღამე. საკუთარი თავი ყველა ადამიანზე უღირსად მიიჩნიე. ეს ჭეშმარიტი გზაა და სხვა გზა არ არსებობს.

 

●●●

   თუ ხედავ, რომ ვიღაც უზნეოდ იქცევა, შემიძლია ამ უზნეობის განსჯა? როგორ დავიცვა თავი, ამ შემთხვევიდან გამომდინარე, განკითხვისაგან?

   - ის საქმე, რომელიც ნამდვილად უზნეოა, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ უზნეობად, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ დავიცვათ თავი მისგან გამომდინარე ბოროტებისაგან? არ შეიძლება განკითხვა იმ ადამიანისა, რომელიც სცოდავს, წმინდა წერილის სიტყვისამებრ: ნუ განიკითხავ და არ განიკითხები. ყველაზე ცოდვილად საკუთარი თავი უნდა მივიჩნიოთ, მოყვასის შეცოდება საკუთარ შეცოდებად უნდა მივიღოთ და შევიძულოთ მხოლოდ ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ის.

 

●●●

   - როდესაც მრავალი უწმინდური აზრი მეუფლება, მრცხვენია ამის მოყვასთან გამხელა, როგორ მოვიქცე?

   - მიმართე ღმერთს სიტყვებით: მეუფეო, შემინდე ეს უწმინდური აზრი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, შენი ნების საწინააღმდეგოა, რამეთუ შენ ხარ დიდად მოწყალე უკუნისამდე. ამინ.

 

●●●

   - მე მრუში ვნებისაგან ვივნები, როგორ მოვიქცე?

   - რამდენადაც შეგიძლია დაიუძლურე საკუთარი თავი, თუმცა მხოლოდ ამ ღვაწლზე ნუ დაამყარებ იმედს, ღვთის სიყვარულსა და მფარველობას მიენდე, ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას, უიმედობა ყოველი ბოროტების საწინდარია.

 

●●●

   - როდესაც მესმის, რომ ვიღაც ცუდად საუბრობს ჩემს შესახებ, როგორ მოვიქცე?

   - იმწამსვე ლოცვას შეუდექი და ილოცე უპირველეს ყოვლისა მასზე, ვინც განგიკითხავს, ხოლო შემდეგ საკუთარ თავზე, სიტყვებით: უფალო იესუ ქრისტე! შეიწყალე ეს ძმა და მეც უღირსი მონა შენი და წმინდათა ლოცვით დაგვიფარე ბოროტებისაგან.

 

●●●

   - როდესაც ვხედავ, რომ ვიღაც შეურაცხყოფს სიწმინდეს ან წმინდა სარწმუნოებას, მაშინ თითქოს მოშურნეობით, მრისხანებაში ვვარდები, კარგია ეს?

   - შენ უკვე მოისმინე, რომ ბოროტების გამოსწორება არა ბოროტების, არამედ სიკეთის მეშვეობით ხორციელდება. მაშინ ასე, თავმდაბლობით, მოთმინებითა და ღვთის შიშით შეაგონე მას, ხოლო თუ ხედავ, რომ თავად ღიზიანდები, მაშინ ნურაფერს ეტყვი.

 

●●●

   ერთმა მოღვაწემ თქვა: არ არის გულწრფელი სიყვარულში ის, ვინც არ მადლობდა ღმერთს, როგორც განსაცდელის, ისევე სიხარულის ჟამს, ხოლო მეორემ თქვა: არ არის გულწრფელი ის, ვინც არ ღებულობს მწუხარებას წყალობად, ხოლო ცემას - კურთხევად.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine