xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » სლავ ქალბატონს კულტურისა და ადამიანის შესახებ - წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
სლავ ქალბატონს კულტურისა და ადამიანის შესახებ - წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
1-02-2017, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მწერთ, როგორ გაატარეთ ზამთარი საზღვარგარეთ, ცნობილ ქალაქ №-ში. რამდენიმე დღის მანძილზე ყველაფერი მოგწონდათ. თვალს ახარებდა მარმარილოს სასახლეები, ჩანჩქერებიანი აყვავებული პარკები, სწორი სუფთა ქუჩები, ტაძრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სხვა მათი მსგავსი ქვის გროვა, რომელიც ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს და რასაც ერთი სიტყვით კულტურას უწოდებენ. მხოლოდ მოგვიანებით მიაქციეთ ყურადღება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. უპირველესად, თქვენდამი მათმა დამოკიდებულებამ გაგაოგნათ. თითქოს ძილისაგან გამორკვეულმა, შენიშნეთ, რომ თქვენი საფულე ჩვეულებრივზე მეტად შემსუბუქდა, რომ მეტად ძვირი გადაიხადეთ დაწახნაგებულ შუშაში, რომელზედაც დაგიფიცეს, რომ ბრილიანტია. რომ მეეტლემ მთელი ქალაქი მოგატარათ, ვიდრე იმ მაღაზიამდე მიგიყვანდათ, რომელიც თქვენი ოტელის ახლოს მდებარეობდა, და რომ გარშემო მყოფნი გიცქერდნენ არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ლეშს სვავები. ყოველი შემხვედრი კანონის ბნელ პარაგრაფებს შორის ნებისმიერი ვიწრო გასასვლელის პოვნას ცდილობდა, რათა როგორმე დაუსჯელად გაეფცქვენით. ამიტომაც ამბობთ, რომ აქ ქალაქის კულტურა გაოცებას იწვევს თქვენში, იქაურ მცხოვრებთა ბუნება ზიზღს. „ამ ბილწი ხალხის წინაპრები, უეჭველად ბუმბერაზი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან შეძლეს შეექმნათ ასეთი კულტურა" - ეს თქვენი წერილის ბოლო სიტყვებია. ნუ მოტყუვდებით, კულტურას არა მხოლოდ დიდი ადამიანები, არამედ ხშირად კაცუნები ქმნიან, სრული არარაობაა და არაკაცებიც კი. ბაბილონისა და ეგვიპტის კულტურასაც ასეთი კაცუნები ქმნიდნენ. არქიდამნაშავე კარაკალამ წარსულის ყველაზე მშვენიერი აბანოები ააგო. სისხლიანმა სემირამიდამ საკვირველი ბაღები გამოჰკიდა ცაში. არაკაცებმა განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწიეს დაღუპულ პომპეაში. არაკაცებმა შექმნეს ტიროსისა და სიდონის - ორი უღმერთო ქალაქის კულტურა, რომელთაგან მეთევზეთა ორი დასახლება გადარჩა, ასეთივე არაკაცებმა შექმნეს ბოროტებითა და ცოდვით ცნობილი სოდომის კულტურა. დიდი აღმაფრენის ხალხი არც ის მექსიკელები იყვნენ, რომლებმაც დახვეწილი და დიდებული კულტურა დაგვიტოვეს. კაპერნაუმი თავისი დროისათვის მეტად კულტურული ქალაქი იყო, მაგრამ კულტურა ვერ დაეხმარა, გაქცეოდა სოდომის ხვედრს. „ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთახდე; რამეთუ სოდომს თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის ჰგიანმცა დღეინდელად დღედმდე" (მათ. 11. 23). პიროვნული თვისებები და კულტურა მუდამ მხარდამხარ როდი დადიან, სწორედ ისევე როგორც ადამიანი და კულტურა, რასაც ვენეციის მაგალითი ამტკიცებს, ან როგორც ჰეროიზმი და კულტურა, რასაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალხთა ისტორია გვიმოწმებს. კულტურით ვერ იმსჯელებ ადამიანის ან ერის ღირებულებასა და ღირსებებზე. ნაწილობრივ, კულტურა პიროვნული ღირსებების გარეშე იქმნებოდა და პირიქით, ძლიერი პიროვნებები ყალიბდებოდნენ კულტურის გარეშე. ამის მაგალითად გამოდგებიან ძველი სპარტანელები, ჩვენს დროში კი მთიელი ალბანელები - კოსოვარები.

   დასასრულ, ნება მიბოძეთ, თქვენ, როგორც სლავს გკითხოთ, მას შემდეგ, რაც წარმოდგენა შეგექმნათ ქალაქ №-ის კულტურასა და მის მკვიდრ არაკაცებზე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს სლავი ხალხის ძირითადი მიზანი, შექმნას კულტურა თუ აღზარდოს პიროვნებები? რას ელის მსოფლიო სვლავებისგან - კულტურასა თუ ადამიანს - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით? რას ითხოვს ახლა მავედრებელი კაცობრიობა, კულტურას თუ კარგ ადამიანებს?

   იფიქრეთ ამაზე და კვლავ მომწერეთ!

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine