xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეათე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეათე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
5-12-2016, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეათე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი


მეათე მცნება - „არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყუასისა შენია, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევალისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყუასისა შენისა" 

 

   უფლის სჯულის მეათე მცნებით ჩვენ გვეკრძალება ბიწიერი გრძნობები, აზრები და სურვილები, გვეკრძალება მათზე ყურადღების შეჩერება, მათი განვითარება, მათით ტკბობა, როგორია ეს აზრები?

   ეს სურვილებია: ავხორცული, ანგარებიანი, ხორციელი. ჩვენ ყველანი მოცული ვართ ამგვარი სურვილების ნაკადით!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენ ვცოდავთ, უფალო, ამ შენი მცნების წინააღმდეგ, როდესაც ჩვენი ხვედრით უკმაყოფილონი, შორის ცოდვაში ვვარდებით. მოინანიეთ, ვისაც გშურთ ახლობელთა სიმდიდრის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, ნიჭიერების, სილამაზის, წარმატების.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ხომ არ გაგხარებიათ სხვისი უბედურება? განსაკუთრებით - თქვენი მტრისა?

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ხომ არ გისურვიათ თქვენი შეურაცხმყოფელისათვის ავადმყოფობა ან სიკვდილი?

   უფალო, ჩვენ ვცოდავთ ამაში, მოგვიტევე!

   ხომ არ გწყენიათ იმათი ბედნიერება, ვინც, თქვენი აზრით, დაღუპვის ღირი იყო?

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   მიზეზი ყოველი ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელისა თავისი მწარე შედეგებით არის თავმოყვარეობა, ჩვენი სულის უკუღმართი მისწრაფება უსასრულობიდან სასრულისაკენ - ღმრთისაგან საკუთარი თავისაკენ.

   სულის სამი ძირითადი ძალის - გონების, ნებისა და გულის მცდარი მიმართულებით იმის მგივრად, რომ ღმერთს მივმართოთ, ვეძებთ დაკმაყოფილებას გრძნობით სფეროში, ჩვენი თავმოყვარეობა მჟღავნდება: ა) ოცნებით მრავალთხილვაში; ბ) თვითგანდიდებასა და სიამაყეში; გ) ანგარებასა და ხორცის მაამებლობაში.

   აქედან მოდის ყველა ცოდვილი მიზანი, სურვილი, სიტყვა, საქმე...

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ყველა საკუთარ თავში ვართ შეყვარებული...

   ყველანი საკუთარი ხვედრით უკმაყოფილო, ბუზღუნები ვართ. შეგნებულად თუ შეუგნებლად გვშურს ყველაფრის, რასაც დავინახავთ ან გავიგებთ. ყველაფერი გვჭირდება: საკვებიც, ტანსაცმელიც, სახლებიც, ავეჯიც, ყველაფერი - რასაც სხვის სახლებში ან მაღაზიებში ვხედავთ... თუ დავინახვთ, უკვე გვინდა რომ გვქონდეს და კიდევაც გვწყინს, რომ არა გვაქვს ეს რაღაც; მზად ვართ ვუსაყვედუროთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს უბედურებას. ზოგჯერ ისე აგვშლია ნერვები, რომ ავადმყოფობამდეც მივსულვართ - და ეს ყველაფერი შურის გამო. სამარცხვინო და გულსატკენია, უფალო, ახლა ამის გახსენება.

   უფალო, ჩვენ გონებაში ვმრუშობთ, როდესაც ბილწი მზერითა და შურით შევცქერით ახლობლის ცოლს ან ქმარს.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ყველაფერთან ერთად, ზემოჩამოთვლილი ცოდვიანი ზრახვები, სურვილები, გრძნობები ჩვენ არც კი მიგვაჩნია ცოდვად - ხომ არ გაგვიკეთებია. მხოლოდ გავიფიქრეთ, ვიოცნებეთ, გონებაში დავტკბითო! ამიტომაც არ ვინანიებთ და ამით ვამზადებთ ჩვენს სულს მარადიული დღუპვისათვის!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენ დაუფიქრებლად ვიქცევით, უშიშრად ვცოდავთ, გაუთავებლად ვცდით შენს მოთმინებას, ხვალისთვის ვდებთ გამოსწორებას.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine