მეექვსე მცნება - „არა კაც ჰკლა"
რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მცნებასთან მიმართებით დღეს, როცა სინანულით წარვსდექით უფლის წინაშე ჩვენს ცოდვათა გამო? მკვლელობა, მკვლელი - როგორი საშინელი სიტყვებია! მოაკვდინო ანუ წაართვა ვიღაცას უძვირფასესი საჩუქარი - საჩუქარი სიცოცხლისა.
თუკი მონანულთა შორის ხართ ისეთები, რომელთაც ოდესღაც უშუალოდ ჩაიდინეთ მკვლელობა, ანუ მოაკვდინეთ ვინმე განზრახ ან უნებლიედ რაიმე იარაღით, ხელით, მოწამვლით, ან კიდევ სხვა რაიმე გზით, განსაკუთრებით უნდა მოინანიოთ მღვდელთან. რა თქმა უნდა, უმეტესი ჩვენგანი ასე ფიქრობს: „მადლობა უფალს, მე არავინ მომიკლავს, ანუ მე არა ვარ უფლის წინაშე დამნაშავე ამ მცნების დარღვევაში".
მაგრამ არსებობს კიდევ საშინელი, უშუალო მკვლელობა - ესაა როცა დედები კლავენ თავის პირმშოს საკუთარ საშოში. ეს მკვლლობა ორმაგად საშიშია, რამეთუ მკვლელი დედა მოაკვდინებს თავისი ბავშვის არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც!
დედებო, მოინანიეთ, ასეთი ბოროტმოქმედება! ვინ მოგცათ თქვენ უფლება განაგოთ სიცოცხლე? ეს იცხოვრებს, ესენი კი - არა! იქნებ, თქვენ მოაკვდინეთ მომავალი გენია, იქნებ მოაკვდინეთ ის, ვინც თავისი ლოცვებით მსოფლიოს იხსნიდა, მოაკვდინეთ წრფელი გულისა და ჭკუის მქონე ჭეშმარიტი ადამიანები, მოაკვდინეთ ღირსი ბერი, ადამიანი, რომლის გარშემოც ათასობით ადამიანი ხსნას ჰპოვებდა, მოაკვდინეთ რომელიღაც საზოგადოებრივი მოღვაწე, რომლის ცხოვრებაც უდიდეს წყალობას მოუტანდა საზოგადოებას. ჩვენ ჩავიძირეთ მოკლული ყრმის სისხლში და სისხლი ესე ცას შეჰღაღადებს! არ იფიქროთ, რომ ეს დანაშაული შეგრჩებათ, ეს მეტად საშინელი ცოდვაა!
მოინანიეთ-მეთქი, ვისაც სინდისი საკუთარ პირმშოთა სისხლით გაქვთ გადაგლესილი.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
შესაძლებელია, მრავალი ჩვნგანი განიკითხავს მკვლელ-დედებს, ხოლო საკუთარი თავი ამ ცოდვისაგან თავისუფალი ჰგონია. თუ არავინ მოგვიკლვს ამ სახით, ჩვენ მაინც უკიდურესად დამნაშავე ვართ ჩვენი ახლობლების თანდათან დახელოვნებულ მოკვდინებაში მათდამი სასტიკი დამოკიდებულების გამო! ამჟამად მოკლედ ჩამოვთვლით ამ ტიპის მხოლოდ რამოდენიმე, ყველაზე აღმაშფოთებელ ცოდვას. ისმინეთ და მოინანიეთ მთელი გულით, უკიდურესად შემუსვრილი სულით, რამეთუ ყველა ეს ცოდვა, მიმართული მოყვასის სიყვარულის წინააღმდეგ, რომლის გარეშეც მთელი ჩვენი ცხოვრება, როგორი გადატვირთულიც უნდა იყოს იგი სახელოვანი ღვაწლით, მკაცრი შეზღუდვებით, მწუხარებებითა და უბედურებებით, გასამართლებულ იქნება უფლის საშინელ სამსჯავროზე!
ნამდვილი მკვლელობის ჩამდენთან ძალიან ახლოს დგას იგი, ვინც მრისხანებისა და აღშფოთებისას მუშტებზე გადადის, თავს ესხმის მოყვასს, იქნებ, ვინმე დაამახინჯეთ, ან ხეიბარი გახადეთ თქვენი ცემა-ტყეპით, იქნებ, მეტისმეტად გაცხარდით საკუთარ შვილებზე და სასტიკად სცემეთ ისინი?!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
იქნებ, თქვენს მოყვასთაგან ვინმე გარდაიცვალა იმ მიზეზით, რომ არ აღმოუჩინეთ დროული დახმარება?!
- იქნებ, ვინმე კვდებოდა შიმშილით, თქვენ კი იცოდით და არ დაეხმარეთ?!
- იქნებ, ვინმე იხრჩობოდა თქვენს თვალწინ, თქვენ კი არ მიიღეთ ზომები და არ გადაარჩინეთ?!
- იქნებ, ვინმე კვდებოდა ავადმყოფობით, თქვენ კი დროულად არ მიხვედით საშველად და ადამიანი გარდაიცვალა?!
- იქნებ, თქვენს თვალწინ კლავდნენ ადამინს, თქვენ კი არ დაიცავით?! ან შეურაცხყოფას აყენებდნენ, თქვენ კი არ მიხვედით დასახმარებლად?!
- იქნებ, გესმოდათ მომაკვდავის ყვირილი, რომელიც საშველად გეძახდათ, თქვენ კი გაიქეცით ან მაგრად ჩაკეტეთ კარები, ჩააქრეთ შუქი, დაიცეთ ყურები?!
უფალო, როგორი ქრისტიანები ვართ ყოველივე ამის შემდეგ?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ხომ არ გამოვიწვიეთ ვინმეს სიკვდილი, ვაიძულბდით სახიფათო ქმედებებს, გამოვფიტეთ შრომით, არ გვჯეროდა ავადმყოფობის, დავცინოდით და ვადანაშაულებდით სიმულაციაში, ვაიძულებდით ავადმყოფობის დროს მძიმედ ეშრომა, რითაც მივიყვანეთ კიდეც სასიკვდილო მდგომარეობამდე?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
უფალო! ჩვენ ვკლვთ მოყვასს მრისხანების ჟამს, როცა ვავსებთ მას საყვედურებით, ვკიცხავთ საწყენი და სასტიკი სიტყვებით!
ყველამ იცის, თუ როგორი მკვლელია ბოროტი, სასტიკი, სარკაზმული სიტყვა; ჩვენ კი როგორ შეგვიძლია ამ სიტყვიერი იარაღის გამოყენებით სასტიკი ჭრილობები მივაყენოთ ადამიანებს!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ ყველას მოგვიკლავს ადამიანი სიტყვით.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს" (I იოვან. 3, 15).
რომელ თქვენგანს ძალუძს მრისხანებისა და სიბრაზის ჟამს უკბინოს ადამიანს? „ეს ხომ არანორმალურობაა" - იტყვით თქვენ. აბა მოისმინეთ, რას ამბობს ამის შესახებ წმინდა იოანე ოქროპირი: „გაცილებით უარესია, ვინც სიტყვებით ბოროტებას ჩადის. პირველნი კბენენ სხეულს, ხოლო უკანასკნელნი ღრღნიან სულს სიტყვებით, ჭრილობას აყენებენ სიკეთეს და თანაც მოუშუშებელ ჭრილობას, ამიტომაც ის იმსახურებს გაცილებით მეტ სასჯელს და წამებას, რაც უმძიმეს სინდისის ქენჯნას ბადებს".
რომელი ჩვენგანია დამნაშავე ამ ქენჯნასა და ერთმანეთის შთანთქმაში?! მოინანიეთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
უფრთხილდით, უდანასაულოს ღირსება არ წაართვათ, თუნდაც არ გესიმპათიურებოდეს რაიმეთი და თუნდაც იყოს მტერი შენი! გეშინოდეთ, ჩაიდინოთ ეს ზნეობრივი მკვლელობა, რამეთუ ამის გმო არანაკლები პასუხი უნდა ვაგოთ უფლის წინაშე, ვიდრე ხორციელი მკვლელობის გამო.
უფრო მეტიც, თუ ხასიათის მიხედვით მშვიდი და აუღელვებელი ხართ, მაგრამ იცით, რომ მეორე ადამიანი აღშფოთებითა და რისხვით იოლად ფეთქდება, წინასწარგანზრახვით ხომ არ წაგიქეზებიათ! სიჯიუტით ან ჯიქური სიჩუმით ხომ არ გამოიწვიეთ მოყვასი მრისხანებაზე, ლანძღვასა თუ ცემაზე?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
იქნებ, საკუთარი ჭირვეულობით, კამათის დროს დაჟინებით, თუნდ მართალნიც ვიყოთ, მიგვიყვანია ადამიანები გაშმაგებამდე. მაშინ ჩვენ არანაკლები დამნაშავე ვართ, რადგან ადამიანს ცოდვისკენ ვუბიძგებთ.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია