xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მესამე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)
როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მესამე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 2)
9-11-2016, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ჩავიხედოთ საკუთარ სინდისში. ჭეშმარიტი მორწმუნენი რომ ვიყოთ, არ შეგვრცხვებოდა, საზოგადოებაში ღვთისმოსავებად ან უბრალოდ ქრისტიანებად წარმოჩენა. თავად სულმოკლეებს, უპატივცემულოდ და აგდებულად მიგვიმართავს ღვთისმოსავი და მადლმოსილი ადამიანისათვის: „აი, ამან რაღაც მოუხშირა ეკლესიაში სიარულს! სულ ღმრთისადმი ლოცვას გადაჰყვა!" ნუთუ არ წარმოგვითქვამს ასეთი ან ამის მსგავსი ბოროტი სიტყვები? და თუ არ წარმოგვითქვამს, არ გაგვიფიქრებია მაინც ამგვარი საძაგლობა?

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   შეიძლება, რიგში დგომისას მოუთმენლობის გამო თავად რომ არ გაგვაჩნდა სინანული, განვიკითხავდით მათ, ვინც შედარებით მეტხანს რჩებოდა აღსარებაზე?! დავუკვირდეთ საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით. ჩვენ განვიკითხავთ მათ, ვინც ხშირად ეზიარება წმიდა საიდუმლოებებს. მაგრამ ეს უკვე სრულებით არ არის ჩვენი გასარჩევი, არამედ შეეხება ადამიანის სინდისს, მის სულიერ მოძღვარს ან აღსარების მიმღებ მღვდელს, ნუთუ ჩვენ ძალგვიძს იმის შეტყობა, ვინ არის ღირსი და ვინ - არა, ეზიაროს ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს?!

   და თუკი არ განვიკითხავთ მათ, ვინც ხშირად ეზიარება და აღსარებას ამბობს, მაშინ შევხედოთ საკუთარ თავს! ჩვენ ხომ თითქმის ყველანი ვცოდავთ, როდესაც უყურადღებოდ ვემზადებით აღსარებისა და წმინდა ზიარებისათვის?!

   ქრისტიანის ცხოვრება არის ცხოვრება მადლმოსილი. ეს ცხოვრება შედეგია უფალთან ურთიერთობისა. ეს ურთიერთობა კი ყველაზე ცხოველი და ყველაზე ახლობელი ხდება უფალ იესო ქრისტეს წმინდა ხორცისა და სისხლის ზიარების შემდეგ.

   ქრისტეს წმინდა საიდუმლოთა ზიარება - ეს არის მადლმოსილი წყარო სულიერი ცხოვრების შენარჩუნებისა და განმტკიცებისა. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, ღვთისმოსაობის ჭეშმარიტმა ქომაგებმა ამიტომ დაადგინეს უპირველეს მადლად ხშირი ზიარება. მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არის წყარო ცხოვრებისა, მაცხოვნებელი მისი მიმღებისა, ამასთანავე არის ცეცხლი დამწველი და ნუ ვიქნებით დაუფიქრებელნი და უგულისყურონი. ღირსეულად მაზიარებელი იგემებს ცხოვრებას, ხოლო უღირსად მაზიარებელი - იგემებს სიკვდილს. თუმცა ეს სიკვდილი ხშირად ხილულად არ მიმდინარეობს, მაგრამ უხილავად ხორციელდება ადამიანის სულსა და გულში. აი, ზოგჯერ გვსმენია, რომ ვიღაც ეზიარა და სახლში მისვლამდე გარდაიცვალა ამა თუ იმ მიზეზით. „მადლობა უფალს, ახლახან ეზიარა ადამიანი, ნეტავი ყველას ასე ეღირსებოდეს სიკვდილი!" რა უნდა ითქვას?! ბედნიერია თუ არა ეს გარდაცვალება? იქნებ, ეს სიკვდილი შედეგია ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებთან უღირსად ზიარებისა? რისგანაც დაგვიფარე ჩვენ, უფალო!

   მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ არ ძალგვიძს ღირსეულად მოვემზადოთ წმინდა ზიარებისათვის. ჩვენის მხრივ, ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ.

   წმინდა ზიარების წინ შეძლებისდაგვარად შეიარე ტაძარში, შუაღამის შემდგომ არ შეიძლება არაფრის ჭამა ან დალევა წმინდა, ნაკურთხი წყლისაც კი, ხოლო თუკი ვინმე თამბაქოს წევის ვნებითაა შეპყრობილი, ნუ წაიბილწავს ბაგეებს სიგარეტით.

   აუცილებელია სული მოვამზადოთ აღსარების საიდუმლოსა და წმინდა ზიარებისათვის. სახლში უნდა წავიკითხოთ წმინდა ზიარებისწინა ლოცვები. ვისაც არ აქვს ეს ლოცვები, ეცადეთ იშოვოთ, გადაიწეროთ. თუკი ვინმეს კითხვა არ შეუძლია, ან ცუდად ხედავს, ან არ არის ლოცვების წაკითხვის პირობები, მაშინ ეცადეთ, შემუსვრილი გულით მრავალჯერ წაიკითხოთ იესოს ლოცვა: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი". ხოლო ტაძარში დიდი გულისყურით მოვისმინოთ ზიარებისწინა ლოცვები. ასე თუ ისე, საკუთარი ძალების აწონდაწონვისა და გარემოებებთან შეფარდებისას აუცილებელია მობილიზება, მომზადება საკუთარი სულის ნავსაყუდელში უდიდესი სტუმრის მისაღებად.

   წმინდა ზიარებას წინ უსწრებს სინანულის საიდუმლო. მრავალი ჩვენგანი საერთოდ არ განიცდის სინანულს, იმართლებს კიდეც თავს: „არ ვიცი, რა არის სინანული!" მაგრამ ნუთუ შენთვის ცნობილი არ არის უფლის შეგონებბი? უმრავლესობისათვის ცნობილია! თავად ადამიანზე უკეთ ვინ იცის საკუთარი საქმეების, ფიქრების, გრძნობების შესახებ? მხოლოდ საჭიროა გადახედვა საკუთარი ცხოვრების, საკუთარი თავისა: ვცხოვრობ კი ისე, როგორც უფალი მასწავლის?

   საერთო აღსარება - იგი ყველასათვის არ არის. ეს შეხსენებაა საერთო ცოდვებისა. ხალხმრავლობისა და სხვადასხვა მიზეზის გამო ტაძარში ხშირად არ არის საშუალება ინდივიდუალური აღსარებისა (საერთო აღსარების ტრადიცია დამკვიდრებულია რუსეთის ეკლესიაში - რედ). მაგრამ სახლში, უფლის წინაშე, საჭიროა გავაანალიზოთ საკუთარი ცხოვრება და უფლის ნების კერძო დარღვევანი. გამოსცადეთ თქვენი თავი: როგორ ვიქცევით ახლობლებთან სახლში, თანამშრომლებტან სამსახურში, ქუჩაში, ტაძარში, მაღაზიაში, მატარებელში, ავტობუსში. როგორი აზრები გვიტრიალებს თავში, როგორი ინტერესები გაგვაჩნია, როგორი შინაარსისაა ჩვენი საუბრები გარშემომყოფებთან? ყველა საქციელი შეესატყვისება თუ არა იმას, რასაც უფალი მოითხოვს ჩვენგან, ქრისტიანისაგან? როდესაც მიეჩვევი საკუთარი თავის ასეთ შემოწმებას, ასეთ თვითანალიზს, მაშინ გაიხსნება შენს სულში ცოდვათა უფსკრული და შენ აღარც მოგივა თავში აზრად განიკითხო ისინი, ვინც დიდხანს ინანიებენ და ხშირად ეზიარებიან.

    უფალო, შეგვეწიე, ვისწავლოთ სინანული! (გაგრძელება...) 


Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine