xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი I)
რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი I)
30-10-2016, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი I)

 


 

წმ. სერაფიმე სობოლევი 

 

  

   მართლმადიდებელი ეკუმენისტები, ერთი შეხედვით, ეკლესიის სწავლების ქვაკუთხედად ეკლესიის ერთიანობას მიიჩნევენ. მაგრამ მცნება „ერთიანში" ისინი თავიანთ არასწორ, დამახინჯებულ აზრს დებენ, ვინაიდან ერთიან ეკლესიაში არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ ყველა სხვაგვარადმადიდებელს, ე.ი. ერეტიკოსს მოიაზრებენ.

   ეკუმენისტური თვალთახედვა რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლურისაგან, რომელიც ერთიან ეკლესიაში ყოველთვის მოიაზრებდა მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელ ადამიანებს. ჩვენი ეკლესია ერეტიკოსებს არასდროს მიიჩნევდა ქრისტეს სხეულის წევრებად. ამასთან, რაგვარად შეიძლება მსგავსი შეხედულება მივიჩნიოთ მართლმადიდებლურად, როდესაც მსოფლიო კრებები ერეტიკოსებს ანათემას გადასცემდნენ, ე.ი. განაყენებდნენ ეკლესიისაგან? ეკლესიის ცნების განსაზღვრებისას ეკუმენისტები უგულებელყოფენ მსოფლიო კრებების ავტორიტეტს, მაგრამ ეს იგივეა მთლიანად უარყო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი და ჭეშმარიტების განმსაზღვრელ ერთადერთ კრიტერიუმად საკუთარი მოსაზრება მიიჩნიო.

   ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესიის არსებობის ეჭვსა და ურწმუნოებას წარმოაჩენენ ეკუმენისტები ეკლესიისსაყოველთაობის განსაზღვრებისას. წმინდა მამებთან ერთად, საყოველთაოს, კათოლიკე, ან მსოფლიოს ვუწოდებთ ეკლესიას იმიტომ, რომ ის არ იზღუდება არც ადგილმდებარეობით, არც დროით, არც ეროვნულობით, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ყველა დროსა და ერში მცხოვრებ ჭეშმარიტ მორწმუნეებს, ხოლო ეკუმენისტები ამ სახელწოდების ქვეშ არა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანებს, არამედ ყველა ერეტიკოსს მოიაზრებენ.

   ასეთივე მცდარი ხედვა გააჩნია ეკუმენისტებს მოციქულებრივი ეკლესიის ცნების განსაზღვრების დროსაც. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეკუმენისტები მოციქულებრივ ეკლესიებად სახელდებენ ე.წ. „ქრისტიანულ ეკლესიებს", რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ მოციქულებრივი წარმომავლობა ან მემკვიდრეობა. ისინი მოციქულებრივ ეკლესიებად სახელდებენ არამართლმადიდებლებს, მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქულმა მათი ცრუსწავლებები ანათემას გადასცა: „არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (გალ. 1. 8).

   ყველაზე მეტად ეკუმენისტები მრწამსის მეცხრე მუხლთან მიმართებით სცოდავენ, როდესაც ერეტიკოსებს წმინდა ეკლესიის წევრებად მიიჩნევენ. ეკლესიას იმიტომ ეწოდება წმინდა, რომ ის სულიწმიდას გარდაუვლენს მორწმუნეთ მირონცხების საიდუმლოთი ნათლისღების დროს.

   ეს აღმაღორძინებელი და მაცხოვნებელი მადლი სულიწმიდისა არის ყველაზე ძვირფასი და აღმატებული ჩვენთვის, ვინაიდან ეს გახლდათ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის, ჯვარცმისა და სიკვდილის მიზეზი. მაცხოვარი ბრძანებს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს" (ლუკ. 12. 49). ანტონი დიდი და მაკარი მეგვიპტელი ქრისტეს ამ სიტყვების განმარტებისას დასძენენ, რომ ცეცხლში მაცხოვარი სულიწმიდის მადლს გულისხმობს, რომელიც გარდამოდის ჩვენზე მირონცხების საიდუმლოთი.

   ამიტომაც ბრძანებს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „სწორედ ეს გახლავთ ქრისტეს მოსვლის მიზანი, რათა მორწმუნეებმა მიიღონ სულიწმიდა. რათა ქრისტე თავად იყოს სული ჩვენი სულისა. რათა სულიწმიდის მოქმედებით განვიწმინდოთ, განვაახლოთ გონება, სინდისი და ყოველი გრძნობა".

   ამრიგად, ეკლესიის უდიდესი მამები გვასწავლიან, რომ ცათა სასუფეველი, რომლის ძიება პირველყოვლისა დაგვავალა უფალმა (მათ. 6. 33), გახლავთ მადლი სულიწმიდისა და საწინდარი ჩვენი წმინდა ცხოვრებისა. (გაგრძელება...)

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine