xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ქრისტიანული ოჯახი » წერილები სულიერ შვილებს - წმ. ეპისკოპოსი თეოფანე
წერილები სულიერ შვილებს - წმ. ეპისკოპოსი თეოფანე
19-10-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

ნუ ფორიაქობ ოჯახში

 

   მწერთ, რომ ბევრი საზრუნავი გაქვთ ოჯახში. ყოველი დავალებული საქმე გულმოდგინედ შეასრულეთ. ეს თქვენი ვალია, მხოლოდ ნუ იფორიაქებთ. ფორიაქს თქვენი ცხოვრების არევა მოჰყვება, ეს კი არასასურველია. განა არ შეიძლება დავალება მშვიდად გაიაზროთ, შემდეგ კი ფაციფუცის გარეშე შეასრულოთ? ოჯახურ ცხოვრებაში საქმე და დავალებები სულაც არ უშლის ხელს სულიერ ცხოვრებას. ხელისშემშლელი მხოლოდ მრავლისმზრუნველობაა, რომელიც გულს გვიმძიმებს და რომლის გამოც საქმე არ მიიწევს წინ. შედეგი კი ყოველთვის ჭორაობაა. მაშ კეთილი ინებეთ, რომ ყოველი საქმე ფხიზლად აკეთოთ. ღვთის წინაშე დგომის შეგრძნებით, თან დარწმუნებული იმაში, რომ ამგვარი ქცევით აამებთ უფალს.

 

 

ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა

 

   მეკითხებით: „როგორ მოვიქცე? უწინ ვუკრავდი და ვმღეროდი ფორტეპიანოზე, ეხლა კი ეს სიმღერები თავში მიტრიალებს. ცნობილია, რომ ყველა ტექსტი კარგი არ არის, თუმცა ჰარმონიულად ჟღერს." - როგორ მოიქცეთ? თქვენი ცხოვრება სწრაფად არ შეიცვლება. სწრაფი ცვლილება თვალში საცემიც არის. დაუკარით და იმღერეთ ძველებურად, მხოლოდ ტექსტს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ნელ-ნელა შეარჩიეთ საუკეთესო ნაწარმოები. მაგალითად: ტურჩანინოვის „ღმერთო, მეფე დაგვილოცე", და ამგვარი ნაწარმოები. თუ ასეთ პიესებს მთელი გრძნობით იმღერებთ, დამერწმუნეთ, ყველას მოეწონება. ამის შემდეგ თქვენ მოგთხოვენ არა ფუჭი სიმღერების შესრულებას, არამედ დიდებული ნაწარმოებების.

   თქვენ ადრეც ახსენეთ, რომ გიქებენ ხმას. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, თქვენ კი თავს მიხედეთ. კარგი სიმღერა ნამდვილად შესაქებია, მხოლოდ სიმდაბლე შეინარჩუნეთ. ხმა და გემოვნება საიდან გაქვთ? ღმერთმა გიბოძათ. რისთვის? იმისთვის, რათა ღვთისგან მოცემული ნიჭი ღვთის სადიდებლად გამოვიყენოთ. ასე იქცეოდით თქვენ? - არა. თქვენ მხოლოდ ერთობოდით და სხვებს ართობდით, ღმერთი კი არ გახსოვდათ. დღეს კი ღვთის მცნებებით ცხოვრება გადაწყვიტეთ. თუ ჭამას და სმას ღვთის დიდებით ვიწყებთ, მით უფრო დაკვრა და სიმღერა. მეტსაც გეტყვით, თქვენს მიერ გულმოდგინეთ შესრულებული პიესის შემდეგ თუ ადამიანები ამოიოხრებენ და მადლობას შესწირავენ ღმერთს, მაშინ თქვენ იგივეს გააკეთებთ, რასაც ქადაგების დროს მოძღვარი ეკლესიაში. შეარჩიეთ საუკეთესო სასულიერო და საერო ნაწარმოებები და მხოლოდ ისინი შეასრულეთ. მარტოდ ყოფნისას კი მხოლოდ სასულიერო პიესები დაუკარით. და კვლავ გიმეორებთ: ერთბაშად ნუ შეცვლით ცხოვრებას.

   და საერთოთ არავითარი განსაკუთრებულობა არ გამოიჩინოთ. ყველასთან იყავით მხიარული და ალერსიანი. ნურავითარ შემთხვევაში ნუ იპირქუშებთ. როდესაც მაცხოვარი მემარხულეთ ეუბნება: დაიბანეთ და დაივარცხნეთ, მაშინ სწორედ ადამიანთა პირქუშობას გულისხმობს.

   ღმერთმა დაგლოცოთ!

 

 

როგორ გავექცეთ მოწყინებას

 

   მწერთ: „მარტოდ დავრჩი და მოვიწყინე." ეს ბუნებრივი გრძნობაა. მაგრამ მე ვფიქრობ მას შემდეგ, რაც თქვენ გადაწყვიტეთ ღვთის მცნებებით ცხოვრება, ეს გრძნობა თქვენში არ უნდა გაჩენილიყო. ადამიანი, რომელსაც სწამს რეალურად, რომ ღმერთი და მფარველი ანგელოზი მის გვერდითაა, არ შეიძლება მარტოდ გრძნობდეს თავს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მოწყენაც. თუმცა ვფიქრობ, რომ ამგვარი განწყობა თქვენში მომენტალური იყო და სწრაფად გაიფანტა.

   მომავლისთვის კი გახსოვდეთ: ყოველთვის, როდესაც დარჩებით მარტოდ, მსწრაფლ გაიხსენეთ, რომ ღმერთი და მფარველი ანგელოზი თქვენს გვერდითაა. ეს წუთები კი ღვთის ხსოვნაში და ლოცვაში გაატარეთ.

   ამ დღეებში ერთ-ერთი წიგნის კითხვის დროს შევხვდი საინტერესო რჩევებს. მამა, გრაფი სპერანელი ურჩევს თავის ქალიშვილს. სხვათა შორის, იქ მოწყენაზეც საუბრობს. აი რას ამბობს იგი: ყოველ ადამიანს აქვს გარკვეული რაოდენობის საქმე. მათგან ზოგს ხანმოკლე და იოლი. ასე რომ, რჩება ბევრი დრო. საბოლოოდ კი უსაქმურობის გამო იწყენს. მოწყინების თავიდან ასაცილებლად მოისმინე საიმედო საშუალება: ისე მოაწყვე, რომ არცერთი წუთი არ გქონდეს თავისუფალი. ერთი საქმის დამთავრების შემდეგ, მზად გქონდეს მორიგი საქმე. რა საქმეებია ესენი? 1. ესთეტიური: მუსიკა, სიმღერა, მხატვრობა. მაგრამ ამით პურს არსობისას ვერ შეიძენ. 2. რომელიმე ხელსაქმე - ქსოვა, ქარგვა და ა.შ. 3. მაგრამ საუკეთესო საშუალება მოწყინების წინააღმდეგ არის სერიოზული კითხვა და უცნობი საგნების შესწავლა და არა იმდენად უბრალოდ კითხვა, არამედ შესწავლა.

   კეთილი ინებეთ, ყურად იღეთ ეს დარიგება და არ მოიწყენთ. მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მარტოა, - არავისთან არ დადის და არც არავის ღებულობს. მას ეკითხებიან: „როგორ არ იწყენ?" ის პასუხობს: „მე არ მცალია მოსაწყენად, იმდენი საქმე მაქვს, როგორც კი თვალს გავახელ, ვშრომობ და ვშრომობ, ვიდრე არ დავხუჭავ თვალებს".

   მინდა განგიმარტოთ, რასაკვირველია, კითხვაში და სწავლაში არ ვგულისხმობ უაზრო წიგნების კითხვას. თუმცა, ვიცი, ამგვარი კითხვის მოყვარული არა ხართ. კეთილი, იკითხეთ მეტი სასულიერო ლიტერატურა. ამ დარგის შესწავლა უმნიშვნელოვანესია. სწავლის პროცესი კი ამოუწურავი. რაც მეტს შეიმეცნებთ, მით უფრო რწმუნდებით, რომ ბევრი რამ კიდევ შესასწავლია. ამ საგნის ძირეულად შესწავლის სურვილი კი მხოლოდ მაშინ გიჩნდებათ, როდესაც საქმით შეუდგებით სულიერი ცხოვრების გზას. მაშ, კეთილი ინებეთ, იკითხეთ და შეისწავლეთ.

   ღმერთმა დაგლოცოთ!

 

 

წიგნიდან: „რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ" თარგმნა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine