xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ქრისტიანული ოჯახი » ბავშვური რწმენა
ბავშვური რწმენა
10-11-2016, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ერთმა ქალმა, რომელიც ეკლესიაში მივიდა, დაინახა კარებთან მდგომი პატარა გოგონა. ასე, რვა წლისა, წერილით ხელში. იგი ლოცულობდა და თან დამფრთხალი იყურებოდა გარშემო, თითქოს რაღაცის გაკეთება სურდა, მაგრამ ისე, რომ არავის შეემჩნია.

   „აქ რას აკეთებ, შვილო?" - შეეკითხა ქალი. გოგონა თავიდან არ პასუხობდა, მაგრამ როდესაც ქალმა ხელი ჩაჰკიდა, ალერსით დაელაპარაკა და სთხოვა ეჩვენებინა მისთვის წერილი, მაშინ პატარა მოუყვა მას, რომ მან წერილი მისწერა ღმერთს, რომელშიც სთხოვდა უფალს, გამოგზავნა მათთვის რაიმე საჭმელი, რადგანაც მას და მის ოთხ უმცროს დას ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მუშაობა. დედა დიდი ხანია ავადმყოფი წევს, მამა კი ახლახანს, თავის სამუშაოზე ძლიერ დაშავდა.

   ქალმა გამოართვა წერილი და ნახა, რომ მას ასეთი მისამართი ეწერა: „გულმოწყალე ღმერთს". პატარა გოგონამ უთხრა მას, რომ მღვდელს არაერთხელ უთქვამს, როდესაც ჩვენ რაიმეს ვთხოვთ ღმერთს, ის ყოველთვის გვისრულებს თხოვნას; მას უნახავს, თუ როგორ ლოცულობს ხალხი წიგნებით, მაგრამ მას წიგნები არა აქვს და არც დრო აქვს, რომ დიდხანს ილოცოს, როგორც სხვებმა.

   ამიტომ მან თავისი ლოცვა ქაღალდზე დაწერა, რათა ეკლესიაში დაეტოვებინა. გოგონას წერილის ჩაგდება ეკლესიის კარებთან მდგომ ყუთში უნდოდა, საიდანაც, მისი აზრით, ღმერთი მიიღებდა წერილს და მისი ლოცვაც შესმენილი იქნებოდა.

   ქალმა გაიკითხა მეზობლებში გოგონას, მისი მშობლებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ და უთხრა: „მომეცი წერილი, მე ვიცი რა მოვუხერხო მას. უფალი ღმერთი აუცილებლად შეისმენს შენს ლოცვას".

   პატარა გოგონა გულდამშვიდებული დაბრუნდა სახლში და მტკიცე რწმენით, რომ უფალი რაიმეს გამოუგზავნიდა, მთელი დღე ფანჯარასთან მჯდომარემ გაატარა, ისე რომ არავისთვის უთქვამს, რაც მან გააკეთა. დღე ამაო ცდაში გავიდა. საღამოს, თავის მაგარ საწოლზე დაწოლის წინ პატარამ ილოცა, რათა ღმერთს მალე ეპასუხა მისი წერილისათვის მათთვის რაიმე საკვების გამოგზავნით.

   მეორე დღეს, დილით ადრე ამდგარი გოგონა საჩქაროდ გაეშურა ფანჯრისაკენ სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ის იპოვიდა ზეციურ პასუხს. როცა იქ ვერაფერი ნახა, მაშინ გააღო კარი, და მართლაც, კარს უკან იდო პურითა და სხვა სანოვაგით სავსე კალათი.

   ზემოდან წერილი იდო პატარა გოგონასათვის, რომელშიც ეწერა, რომ ღმერთი ყველაფერ ამას უგზავნის მას. მალე კი ვიღაც მოვიდოდა მის მშობლებთან სასაუბროდ.

   სადილის წინ მოვიდა ექიმი და ავადმყოფ მამას წამლები გამოუწერა. მას კვალდაკვალ მოჰყვა კეთილი და თანმგრძნობი ქალი და მოიტანა ცოტოდენი ფული, რომელიც მან ნაცნობებში შეაგროვა ღარიბი ოჯახის დასახმარებლად.

   ექიმისა და ჯანმრთელი საკვების მეშვეობით გოგონას ავადმყოფი მშობლები მალე გამოჯანმრთელდნენ.

   მამა და დედა, რომლებიც ადრე მცირედ ზრუნავდნენ თავიანთი შვილების სარწმუნოებით აღზრდაზე, შეეცადნენ აეხსნათ და შთაეგონებინათ ისინი, რომ უფალ ღმერთს უნდა აღვუვლინოთ გულითადი ლოცვები და არა წერილები.

   ბავშვი ლოცულობდა უფლისადმი რწმენის ძალით, როგორც შეეძლო ერწმუნა და ელოცა.

   ბავშვის რწმენით ლოცვა ყოველთვის პოულობს დახმარებას, უფლის ჩაგონებით კეთილი ადამიანების მიერ გაწეულს.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine