მორწმუნე უნდა გამოირჩეოდეს არა მარტო იმით, რაც ღვთისგან მიიღო (ნათლობისას), არამედ იმითაც, რაც უშუალოდ მას ეკუთვნის. ის უნდა გამოირჩეოდეს სიარულით, შესახედაობით, გამოხედვითაც და ხმითაც.
„რამდენჯერაც ვეცადე ამომეცნო შენი თავი, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი - ყოველთვის საპირისპირო მდგომარეობაში გნახე. მინდოდა ამომეცანი ადგილსამყოფელის მიხედვით, ყოველთვის გხედავ საჯირითო მოედანზე, სანახაობებზე. ვხედავ, რომ დღეებს ატარებ საეჭვო თავყრილობებში, ბაზრობებზე, გარყვნილ ადამიანთა წრეში; მინდოდა ამომეცანი სახის გამომეტყველების მიხედვით, ვხედავ, რომ მუდმივად იცინი და გაფანტული ხარ გარყვნილი მეძავის მსგავსად, რომელსაც არასოდეს ეკეტება პირი; მინდოდა ამომეცანი ჩაცმულობის მიხედვით, ვხედავ, რომ მორთულხარ ტაკიმასხარასავით... თუკი საუბრით ვიმსჯელებ შენზე, მესმის, რომ შენ არ ამბობ არაფერს ჯანსაღს, საქმიანსა და ცხოვრებაში სასარგებლოს..."
გაზეთ „ხარებას" ბიბლიოთეკიდან