xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » წმინდა იოანე თორნიკე-ყოფილი, მთაწმინდელი
წმინდა იოანე თორნიკე-ყოფილი, მთაწმინდელი
14-12-2016, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   წმინდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოარჩია - მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს მოსაძებნად. ულუმბოზე მან შეიტყო, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაი მონაზონებისაი ხელთაგან იოვანესთან მიიღო". ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.

   იოანეს მიერ თორნიკეს კურთხევის შემდეგ იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი ათანასეს ლავრაში, რომ იოანემ წმიდა ათანასეს კურთხევით ქართველთათვის ცალკე ააშენა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ქართველებმა სენაკებიც ააშენეს და „მუნ იმყოფებოდეს მრავალჟამ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი".

   ამ დროს საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს სარდალი ბარდა სკლიაროსი აუმხედრდა. დედოფალმა თეოფანიამ ბრძანა: „ჩვენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს". მან წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმინდა მთაზე და იოანე თორნიკე-ყოფილი იხმო. თორნიკემ შორს დაიჭირა თხოვნა: „მიჯმნიეს ერთგზის და არღარა უკან ვიქცე".

   ათანასემ და იოანემ სთხოვეს თორნიკეს, ხლებოდა დავით კურაპალატს და დახმარებოდა ბერძენთა მეფეს.

   ხანგრძლივი მუდარის შემდეგ თორნიკემ შეისმინა მამათა ვედრება.

   თორნიკე საქართველოში წამოვიდა და ვედრების ეპისტოლენი მიართვა კურაპალატს. მეფემ დიდად გაიხარა ყოფილი სპასალარის ნახვით, შეიწყნარა დედოფლის თხოვნა და დამხმარე ჯარის სარდლად თვითონ თორნიკე დანიშნა. წმინდა მამა დიდ უარზე იდგა, მაგრამ რაკი აღარ მოეშვნენ, დასთანხმდა და ქართველთა მხედრიონს ჩაუდგა სათავეში.

   ღვთის შეწევნითა და თორნიკეს სარდლობით ქართველთა თორმეტ ათასიანმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება აგემა ღვთისა და მეფის წინააღმდგომ სკლიაროსს და საბერძნეთიდან განდევნა.

   სკლიაროსზე გამარჯვებისას მიღებული საჩუქარი - დიდძალი სიმდიდრე - თორნიკე-ყოფილმა მთლიანად იოანეს გადასცა და სულ მალე ქართველებმა მთაწმინდაზე კიდევ ორი ეკლესია ააგეს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.

   თორნიკე-ყოფილი საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. „განთქმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაი თვისი მოიკუეთა, სრულებით მიენდო მოძღვარს და ესევითარი მხურვალებაი აჩვენა, რომელ, უკეთუმცა შესაძლებელ იყო, თვინიერ მისისა ბრძანებისა, არცამცა წყლისა გემოი იხილა და არცამცა ყოველსავე მამაი იოანე განაგებნ და მისცემნ, ვითარცა ენების და სადაც ჯერ-იყვის".

   რადგან თორნიკე-ყოფილი მრავალ ომში გამარჯვებული სპასალარი იყო, გარდასულ ამბავთა მოგონება უყვარდა. მონასტრის ძმებიც ხშირად აამბობინებდნენ მას „საქმეთა საგმიროთა". წმინდა იოანემ ურჩია: „ან დააცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაი და ამიერითგან და ამიერითგან სხუათა ნურვის ეუბნები, გარნა გაბრიელის ხოლო ხუცესსა". გაბრიელ ხუცესის პირიდან არანაირი ამსოფლიური სიტყვა არ ამოვიდოდა, თვინიერ საღმრთოთა და სულიერთა.

   წმინდა იოანე თორნიკე-ყოფილი ცრემლის ღვრით ჩაუვარდა ფერხთით მოძღვარს და შეჰღაღადა: „რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმიდაო და ღმერთშემოსილო მამაო?" მამა იოანემ წამოაყენა მოხუცებული და უთხრა: „უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალე!"

   ამის შემდეგ არავის გაუგონია იოანე-თორნიკეს საუბარი. მან მდუმარებითა და სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და მშვიდობიანად მიაბარა უფალს სული.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine