XX საუკუნის მიწურულს თამამად შეიძლება გარყვნილებისა და ზნედაცემის კულმინაცია ვუწოდოთ. კაცობრიობა დღეს, როგორც არასდროს, სწრაფი ტემპით მოზღვავებული ვნებების დაკმაყოფილებისაკენ მიილტვის, რასაც ხელს უწყობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. პრესითა თუ ტელევიზიით გაისმის მოწოდებები ლაღი, თავაშვებული, „უკომპლექსო" ცხოვრებისაკენ. სიწმიდესა და პატიოსნებაზე ესირცხვილებათ კიდეც საუბარი.
ქართველმა კაცმა დაივიწყა წინაპართა გზა, მისი ავტორიტეტი დღეს ევროპა (თუ გნებავთ ამერიკა) გახდა, რომლისთვისაც არ არსებობს ზნეობრივი იდეალი, რომლისთვისაც კომფორტი და ცოდვის ნაირსახეობისაკენ ლტოლვა ცხოვრების მიზანი გახდა. უკუღმართი ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ არის მიმართული დღეს მთელი მსოფლიო და, საუბედუროდ, საქართველოც. ყველა ქვეყანაში გამართულია აშკარა, მიზანდასახული ბრძოლა სიწმინდის წინააღმდეგ. არსებობს უამრავი საზოგადოება, რომლებიც პირდაპირ ილაშქრებს ბავშვების, მოზარდების, ოჯახების საბოლოოს გახრწნისათვის. ერთ-ერთი ამგვარი საზოგადოება - (რუსული დასახელება) ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაცია (შემდეგში - ოდსფ) გახლავთ. საკმარისია მხოლოდ მოკლედ გავეცნოთ ოდსფ-ს მიზნებსა და საქმიანობას, რომ ნათელი მოეფინოს მათ სატანურ ზრახვებს.
ოდსფ-ს დამაარსებელი გახლავთ ვინმე ქალბატონი ზანგე - თავის დროზე ჰიტლერის თანაშემწე, ანტისემიტი და რასისტი, რომელიც ხორცს ასხამდა ფიურერის გეგმებს.
დღეს ოდსფ-ს შეცვლილი აქვს მუშაობის მეთოდი. მის ძირითად შემოსავლის წყაროს მსოფლიოს 134 ქვეყანაში მოფენილი აბორტარიების უზარმაზარი ქსელი და მოკლული ბავშვების ნარჩენებისაგან დამზადებული კოსმეტიკა წარმოადგენს. დამატებითი თანხებით საზოგადოებას აშშ-ს კონგრესი აფინანსებს.
არცთუ უმნიშვნელო საქმიანობად ოდსფ-ს ჰომოსექსუალიზმის ნაირსახეობის წახალისება მიაჩნია. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიტყვებს: „ოჯახი (მათი აზრით - ავტ.) - მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა, რომელიც ადამიანთა მცირე ჯგუფის მჭიდრო ურთიერთობების გამომხატველია დღევნდელ პირობებს. მას (ოჯახს) სხვადასხვაგვარი ფორმის მიღება შეუძლია. ოდსფ მხარს უჭერს ნებისმიერი ტიპის (ე.ი. არამარტო კაცისა და ქალის) არჩევანის გაკეთებას და მათ (ოჯახების) მრავალსახეობას ერთნაირ უფლებებს ანიჭებს".
შემდეგ ვკითხულობთ: „... შესყიდულია და გაგზავნილია რეგიონებში საოპერაციო ლაპარასკოპები რეკონსტუქციულ-პლასტიკური ოპერაციების (სქესის შეცვლა) ფართო დანერგვისათვის... ქირურგიული კონტრაცეფციები (სტერილიზაცია), სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოები, ბროშურები, პლაკატების კომპლექტები მოზარდთა სექსუალური აღზრდისათვის. შემუშავებულია პროგრამები პედაგოგების, სტუდენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკებისათვის".
რუსეთის განათლების სამინისტრომ ოდსფ-ს განშტოების - ოჯახის დაგეგმვის რუსეთის ასოციაციის (ოდრა) მხარდაჭერით გამოსცა ახალი სასკოლო საგნის პროგრამა აუცილებელი შესწავლისათვის, 1-დან მე-11 კლასის ჩათვლით: „მოწაფეთა სქესობრივი აღზრდა, სექსოლოგიის საფუძვლები" („Половозростное Воситание. Основы сексологии"). ამ კურსის შემდგენლებმა, ეტყობა, სირცხვილის გრძნობა დიდი ხნის წინ დაკარგეს, რისგანაც ბვშვების გათავისუფლებასაც ცდილობენ. თავის მიზანს ამ საგნის დამაარსებლები მამაკაცისა და დედაკაცის ურთიერთობების საიდუმლოების გახსნაში, მოზარდთა ინტიმური სიახლოვის შესწავლაში, ყოველგვარი „ცრუ" კომპლექსებისაგან გათავისუფლებაში ხედავენ. მათი აზრით, მოზარდებმა პატიოსნების უშიშარი დაკარგვა, კონტრაცეფციის ტექნიკური დაუფლება უნდა ისწავლონ. ერთი სიტყვით, მოზარდი ყველასთვის გამოყენებადი, მოხერხებული პარტნიორი უნდა გახდეს. კურსის პროპაგანდისტები ბავშვთა სიწმინდის გამხრწნელთა ხელშეწყობისაკენ, ჩადენილი ცოდვის განცდისა და შიშის აღმოფხვრისაკენ მიისწრაფიან. ამ კურსს თამამად შეიძლება ადამიანის პირუტყვისადმი მიმსგავსების პროგრამა ვუწოდოთ.
Xareba.net - ის რედაქცია