xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » იდეოლოგიური ცდომილებანი » ბრმათა ბრმა წინამძღვრები
ბრმათა ბრმა წინამძღვრები
9-12-2016, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

ბრმათა ბრმა წინამძღვრები

 

   დღიდან საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოების დამკვიდრებისა, მას იმდენი დევნა, აწიოკება, რბევა და შეურაცხყოფა არ განუცდია, როგორც კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ავადსახსენებელი 70 წლის განმავლობაში.

   როცა ეცნობი მათ მიერ ჩადენილ ვანდალურ, სადამსჯელო ღონისძიებებს, უბრალო, ადამიანური ფიქრი გიპყრობს, როგორ ჰქონდათ პროლეტარიატის დიდ ბელადებს პრეტენზია თავი ცივილიზებულ, ყველაფრისმცოდნე ადამიანებად წარმოედგინათ და ეტვირთათ მსოფლიოს მხსნელის მძიმე ტვირთი.

   მათი „ნამოღვაწარის" გასაშუქებლად ბევრი თქმულა და დაწერილა, ბევრიც უცნობია და იმედია, მალე გამომზეურდება.

   უკაცრავად პასუხია და „კომუნისტური იდეებით" დღესაც ტვინდაბნელებული ჩვენი თანამემამულენი, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მათ მავნე ზემოქმედებას ერის სულიერ ცხოვრებაზე და უსუსური ფაქტებითა და არგუმენტებით ცდილობენ ჩვენს ჩიხში მოქცევას, მისტირიან ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ დანაშაულად მიიჩნევენ.

   ჩვენი სურვილია, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ რა დიდი როლი ჰქონდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არამარტო ერის სულიერი, არამედ მისი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის. თუ რა თვალით უყურებდნენ ქართელი ერის საამაყო შვილები ჩვენში სარწმუნოების დევნას და როგორ ჭვრეტდნენ მის დამღუპველ შედეგებს.

   მართლმადიდებლობის დიდი ქომაგი ილია მართალი ბრძანებდა - „ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა". ქვეყნის ერთიანობა და მომავალი სულიერ სამჭედლოზე - ეკლესიის სულისკვეთებაზე იყო დამოკიდებული.

   იაკობ გოგებაშვილი ქრისტიანობას მიიჩნევდა ქვეყნის ერთიანობის თავისებურ გარანტად. და რაოდენ დიდი იყო მისი აღშფოთება რელიგიის წინააღმდეგ ათეისტების ბრალდებების გამო. „ქართველები, - წერდა ი. გოგებაშვილი, - ბოლო წლებში იჩინა თავი ერთმა სამწუხარო მიმართულებამ. გაისმის სიტყვით და ბეჭდით ქადაგება მატერიალიზმისა... არწმუნებენ ხალხს, რომ არ არსებობს არც ღმერთი, არც სული, არც საიქიო... უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს ქადაგება საუკეთესო ღონისძიებაა, რათა ჩვენი ხალხი პირუტყვულ ნახშირად გადაიქცეს, გაიხრწნეს, მოაკლდეს ყოველს ადამიანურს ზნეობას და აღიგავოს პირისაგან ქვეყნისა. მატერიალიზმის მოციქულნი ერთს უკადრის ხერხს ხმარობენ: იგინი აჯერებენ ხალხს, რომ მხოლოდ უვიც ადამიანებს აქვს სარწმუნოებაო: ყოველი განათლებული ადამიანი მოკლებულია ყოველგვარს სარწმუნოებასო. ხალასი სიცრუეა... არც ერთს პირუტყვს არაფერი სწამს, - მაშასადამე ყველა პირუტყვნი უკიდურესად განათლებულნი ყოფილან".

   იაკობ გოგებაშვილის ამ გამონათქვამის შემდეგ მოვიყვან ციტატას პროლეტარიატის დიდი ბელადის ლენინის წერილიდან. 1922 წლის 10 ნოემბერს იგი მოლოტოვს წერს: „... განვახორციელოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად... ჩვენ სწორედ ახლა უნდა გავუმართოთ შავრაზმულ სამღვდელოებას გადამწყვეტი და დაუნდობელი ბრძოლა და ჩავახშოთ მათი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ არ დაივიწყონ ეს ამბავი ათეული წლის მანძილზე: პარტიის ყრილობაზე მოეწყოს ყველა, ან თითქმის ყველა დელეგატის თათბირი... თათბირზე მივაღებინოთ ყრილობის საიდუმლო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ განძეულობის ამოღება განსაკუთრებით ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით, ისე, რომ არაფერს მოვერიდოთ და დავასრულოთ კიდევაც უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი".

   დროს უქმად არ კარგავდნენ ბელადის ასეთი „ბრძნული" მითითებით შეიარაღებული ქართველი ფუნქციონერები. კატასტროფულად მცირდებოდა არამარტო ეკლესიის, არამედ მის მსახურთა რიცხვი. თუ 1917 წლისათვის საქართველოს ეკლესიას 1527 ბერი და 1700 მღვდელი ჰყავდა, საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მათი საერთო რაოდენობა 100-მდე შემცირდა.

   განსჯა თქვენთვის მოგვინდია მკითხველო.

 

აკად. კ. ტოტოჩავას წიგნიდან „გურიანთის ისტორია" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine